სუიციდი, თვითდაზიანება და კვებითი დარღვევები

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ჩვენ ძალიან გვაღელვებს ჩვენი აპლიკაციების მომხმარებელთა უსაფრთხოება. ჩვენ მუდმივად გავდივართ კონსულტაციებს სუიციდის, თვითდაზიანებისა და კვებითი დარღვევების ექსპერტებთან, რათა დაგვეხმარონ ჩვენი პოლიტიკისა და აღსრულების წესებში ინფორმაციის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, ვმუშაობთ ორგანიზაციებთან საერთაშორისო მასშტაბით და ვეხმარებით გასაჭირში მყოფ ადამიანებს.
ჩვენ ვკრძალავთ სუიციდის, თვითდაზიანების ან კვებითი დარღვევების განზრახ ან ნებაყოფლობით წაქეზებასა თუ ხელის შეწყობას, თუმცა, საშუალებას ვაძლევთ ადამიანებს, ეს თემები განიხილონ, რადგან გვსურს, ჩვენი მომსახურებები იყოს ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებას გააზიარებენ, ცნობიერებას აამაღლებენ ამ საკითხების შესახებ და მიიღებენ ერთმანეთის მხარდაჭერას. ასევე, ამ შიგთავსის ნახვაზე, შესაძლოა, დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა (18+).
ჩვენ ვშლით ნებისმიერ იმ შიგთავსს, რომელიც ახალისებს სუიციდს, თვითდაზიანებას ან კვებით დარღვევებს, მათ შორის, ისეთ მხატვრულ შიგთავსს, როგორიცაა მიმები (memes) ან ილუსტრაციები და თვითდაზიანების შემცველი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, კონტექსტის მიუხედავად. ჩვენ ვშლით შიგთავსს, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს, წონის ექსტრემალური დაკლების ქცევის შესახებ. ასევე, ვშლით შიგთავსს, რომელშიც სუიციდის, თვითდაზიანების ან კვებითი დარღვევების მსხვერპლებს ან გადარჩენილ პირებს დასცინიან; აგრეთვე, ვშლით შიგთავსს, რომელშიც რეალურ დროში ასახულია თვითმკვლელობა ან თვითდაზიანება. შიგთავსი სუიციდისგან, თვითდაზიანების ან კვებითი დარღვევებისგან გამოჯანმრთელების შესახებ, რომელიც ნებადართულია, თუმცა, რომლის გამოსახულებამაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს (მაგალითად, შეხორცებული ნაიარევი), განთავსებული იქნება სენსიტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნის ქვეშ და, ასევე, ჩვენ შევზღუდავთ ამ შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას და დავუშვებთ მხოლოდ 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ პირი გამოაქვეყნებს ან მოძებნის სუიციდთან, თვითდაზიანებასა ან კვებით დარღვევებთან დაკავშირებულ შიგთავსს, ჩვენ მათ ადგილობრივ ორგანიზაციებთან გადავამისამართებთ, რომლებსაც მათი მხარდაჭერა შეეძლება, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი „საზოგადოების ოპერაციების“ გუნდი ივარაუდებს, რომ არსებობს მყისიერი ზიანის რისკი, დახმარების აღმოსაჩენად დავუკავშირდებით ადგილობრივ სასწრაფო დახმარების სამსახურებს. დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ Meta-ს უსაფრთხოების ცენტრს.
პირდაპირ რეჟიმში გადაცემულ შიგთავსთან დაკავშირებით ექსპერტებმა გვაცნობეს, რომ თუ ადამიანი პირდაპირ რეჟიმში ამბობს, რომ თავის მოკვლას აპირებს, აღნიშნული შიგთავსი რაც შეიძლება დიდხანს უნდა დავტოვოთ პლატფორმაზე, რადგან, რაც უფრო დიდხანს ილაპარაკებს ეს პიროვნება კამერაში, მეტი შანსი ეძლევათ მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურებს დაურეკონ. თუმცა, ამ შიგთავსის ნახვით სხვებზე უარყოფითი ზემოქმედების რისკის შესამცირებლად, პირდაპირ ტრანსლაციას იმ მომენტში შევაჩერებთ, როდესაც მას აღარ ექნება საფრთხის ფორმა და მცდელობად გადაიქცევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დავადგენთ, რომ პიროვნება თვითდაზიანების სასწრაფო რისკის ქვეშაა, დავუკავშირდებით სასწრაფო დახმარების მომსახურებას.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
  • შიგთავსი, რომელშიც ხელშეწყობილია, წახალისებულია, კოორდინირებულია ან მოცემულია მითითებები სუიციდის, თვითდაზიანების, ან კვებითი დარღვევების შესახებ.
  • შიგთავსი, რომელიც ასახავს სუიციდს, თვითდაზიანებას ან კვებით აშლილობას
  • შიგთავსი, რომელშიც ნაჩვენებია ინდივიდის მიერ სუიციდის მცდელობა ან მისი სუიციდით გარდაცვალება
  • ადამიანების გამოსახულება, როდესაც ის გაზიარებულია კვებით აშლილობასთან დაკავშირებულ ტერმინებთან ერთად
  • შიგთავსი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნეკნებზე, ლავიწის ძვლებზე, ბარძაყებს შორის დაშორებაზე, თეძოებზე, შეზნექილ მუცელზე, გამოწეულ ხერხემალზე, ბეჭის ძვალზე, მხრების, ფეხების ან ყვრიმალების ღია ძვლებზე და გაზიარებულია კვებით დარღვევებთან დაკავშირებულ ტერმინებთან ერთად
  • შიგთავსი, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს, წონის ექსტრემალური დაკლების ქცევის შესახებ
  • შიგთავსი, რომელიც აღიარებს წონის ექსტრემალური დაკლების ქცევის, როდესაც გაზიარებულია კვების დარღვევებთან დაკავშირებულ ტერმინებთან ერთად
  • შიგთავსი, რომელიც შეიცავს მითითებებს შემზღუდველი დიეტის თაობაზე და გაზიარებულია კვებით დარღვევებთან დაკავშირებულ ტერმინებთან ერთად
  • შიგთავსი, რომელშიც დასცინიან ადამიანებს, რომლებიც ემსხვერპლნენ ან გადაურჩნენ თვითმკვლელობას, თვითდამაზიანებელ ქცევას ან კვებით დარღვევას; ისინი საჯაროდ ცნობილი არიან ან იგულისხმებიან, რომ ამჟამად განიცდიან თვითმკვლელობას, თვითდამაზიანებელ ქცევას ან კვებით აშლილობას ან აქვთ ასეთი გამოცდილება
  • შიგთავსი, სადაც მოცემულია სხეულის მოდიფიცირების ამსახველი გამოსახულებები (მაგ., ტატუ, პირსინგი, სკარიფიკაცია, თვითგვემა და ა.შ.) თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების კონტექსტში გაზიარებისას.
ამ შიგთავსისთვის, ეკრანზე გაფრთხილების ნიშანს ვურთავთ, რათა მაყურებელი მოემზადოს სენსიტიური კადრებისათვის. აგრეთვე, გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა (18+) შემდეგ შიგთავსზე:
  • ფოტო ან ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენებია სამედიცინო დაწესებულებაში ინდივიდის ევთანაზიაში/თვითმკვლელობაში დახმარებაში მონაწილეობის კადრები.
  • შიგთავსი, რომელშიც თვითდაზიანების, სუიციდის ან გამოჯანმრთელების კონტექსტში აღწერილია თვითდაზიანების წარსული შემთხვევები, როგორიცაა შეხორცებული ჭრილობები ან სხვა არაგრაფიკული თვითდამაზიანებელი სახის გამოსახულებები
  • შიგთავსი, რომელშიც გამოჯანმრთელების კონტექსტში ნაჩვენებია ნეკნები, ლავიწის ძვლები, ბარძაყებს შორის დაშორება, თეძოები, შეზნექილი მუცელი, გამოწეული ხერხემალი, ბეჭის ძვალი, მხრების, ფეხების ან ყვრიმალების ღია ძვლები
შემდეგი ტიპის შიგთავსისთვის, ადამიანებს ვთავაზობთ წყაროებს და ვზღუდავთ მისი ნახვის შესაძლებლობას და ვუშვებთ მხოლოდ ზრდასრული, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისთვის:
  • თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან კვებითი აშლილობის წერილობითი ან ზეპირი აღიარება.
  • ბუნდოვანი, პოტენციურად სუიციდური განცხადებების ან მინიშნებების შემცველი ინფორმაცია (მათ შორის, მიმები ან საარქივო სურათები სევდიანი განწყობის, დეპრესიის, სიკვდილის, როგორც გაქცევის გამოსავლის, ან პოპულარული კულტურის შიგთავსი, რომელიც ხაზს უსვამს ბნელ, დეპრესიულ აზრებს) თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების კონტექსტში.
შემდეგი ტიპის შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას ვზღუდავთ და ვუშვებთ მხოლოდ ზრდასრული, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისთვის:
  • თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან კვებითი აშლილობის კონცეფციის დაცინვა ან უარყოფა
  • ნარატივები, რომლებიც შეიცავს თვითმკვლელობის დეტალურ აღწერას, რაც სცდება მხოლოდ ქმედების ან შემდგომი მოვლენების დასახელებას ან ხსენებას
  • წონის უკიდურესად კლების ქცევის აღიარება
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
  • ჩვენ შეიძლება წავშალოთ სუიციდური ჩანაწერები, როდესაც მივიღებთ დასტურს თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, გამოვავლინოთ თვითმკვლელობის ჩანაწერები რამდენიმე ფაქტორის გამოყენებით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
    • ოჯახის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნა,
    • ანგარიშები მედიიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან ან მესამე მხარის წყაროებიდან (მაგ., სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები), ან სუიციდური შინაარსის საკონტაქტო ფორმა ან Instagram-ის საკონტაქტო ფორმა.
    • ჩვენ შეიძლება გავითვალისწინოთ პლატფორმის მიღმა მომხმარებლისგან არსებული სიგნალები თვითმკვლელობის და თვითდაზიანების წახალისების, კვებითი აშლილობის ან წონის ექსტრემალურად კლების ქცევების შესახებ, რათა შევაფასოთ, წარმოადგენს თუ არა მის მიერ Meta პლატფორმებზე გამოქვეყნებული კონტენტი რაიმე რისკს.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
სუიციდთან, თვითდაზიანებასა და კვებით დარღვევებთან დაკავშირებით დახმარების მიღება
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებრივ სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს