Meta
გამჭვირვალობის ცენტრი
დებულებები
წესების აღსრულება
უსაფრთხოება
ფუნქციები
მმართველობა
კვლევის ხელსაწყოები
მოხსენებები
ქართული

Meta
დებულებები
საზოგადოების სტანდარტებიMeta-ს სარეკლამო სტანდარტებისხვა დებულებებიMeta-ს გაუმჯობესების გზებიასაკის შესაბამისი შიგთავსი

ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმიჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმიჩვენი მიდგომა არჩევნებისადმიჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმიჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმიჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმიჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებითხელმისაწვდომობა Meta-ში

კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის APIრეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოებისხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები

წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენაზომების მიღება

მმართველობა
მმართველობის ინოვაციასაზედამხედველო საბჭოს მიმოხილვასაზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესისაზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევებისაზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციებისაზედამხედველო საბჭოს შექმნასაზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვებიMeta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებითსამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება

უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზებიუსაფრთხოების საფრთხეებიშეტყობინება საფრთხეების შესახებ

მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიშიინტელექტუალური საკუთრებასახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზეშეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებითინტერნეტის ხარვეზებიანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებითმარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები

დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
ქართული
კონფიდენციალურობის დებულებამომსახურების პირობებიქუქი-ფაილები
Home
Policies
Community Standards
Fraud, Scams, and Deceptive Practices

თაღლითობა, მოტყუება და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკა

დებულების დეტალები
მომხმარებლის გამოცდილებები

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დღეს
6 ივნ. 2025
2 ოქტ.. 2024
18 ივლ. 2024
4 აგვ.. 2023
28 აპრ.. 2022
23 დეკ. 2021
24 ნოე. 2021
28 ოქტ.. 2021
26 აგვ.. 2021
4 მაისი. 2020
17 დეკ. 2020
18 ნოე. 2020
16 დეკ. 2019
3 სექტ.. 2019
დებულების დასაბუთება
ჩვენ მიზნად ვისახავთ, დავიცვათ მომხმარებლები და ბიზნესები მათი ფულის, ქონების ან პერსონალური ინფორმაციის მოტყუებით დაკარგვისგან. ჩვენ ამ მიზანს ვაღწევთ შიგთავსის ამოშლითა და ისეთ ქცევასთან ბრძოლით, რომელიც მიზანმიმართულად იყენებს ტყუილის შემცველ საშუალებებს, მაგალითად, განზრახ არასწორი წარმოდგენის შექმნას, მოპარული ინფორმაციის გავრცელებასა და გაზვიადებულ დახასიათებებს იმ მიზნით, რომ მოატყუოს მომხმარებლები და კომპანიები, ან გაზარდოს ჩართულობა. ასევე, აღნიშნული მოიცავს შიგთავსს, რომელიც ჩვენი მომსახურებების გამოყენების გზით მსგავსი აქტივობების კოორდინირებას ან მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას, აიმაღლონ ცნობიერება ამ კუთხით და გაანათლონ სხვები, ასევე, დაგმონ აღნიშნული ქმედებები.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომლის მიზანია მომხმარებლის ან/და ბიზნესების მოტყუება შემდეგი გზებით:
სესხის გაცემასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
შიგთავსს, რომელიც:
  • სთავაზობს მომხმარებელს სესხს, რომელიც ითხოვს სესხის მიღებამდე საფასურის წინასწარ გადახდას.
  • სთავაზობს მომხმარებელს სესხს გარანტიის ან სავარაუდო გარანტიის გზით დადასტურებით, რომელზე ინფორმაცია გადმოცემულია აშკარად ან ნაგულისხმევია კონტექსტში (მაგალითად, განცხადებები სესხის გაცემის შესახებ, რომელიც არ ითხოვს მომხმარებლის ფინანსურ ინფორმაციას).
  • შენიშვნა: ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რომ განვსაზღვროთ აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არა-თაღლითურ შიგთავსს, მათ შორის არის თუ არა ეს სუბიექტი ვერიფიცირებული და წარმოადგენს თუ არა ბანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
შიგთავსს, რომელიც:
  • სთავაზობს მომხმარებელს აზარტული თამაშების სერვისებს, სადაც გამოიყენება რეალური ფული („რეალური ფული“ გულისხმობს მსოფლიოში მოქმედ რეალურ ვალუტას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის ან სერვისების შესაძენად რეალურ ცხოვრებაში, მათ შორის აშშ დოლარი და ვირტუალური ვალუტა, მაგალითად ბიტკოინი):
    • და იძლევა მოგების გარანტიას.
    • გულისხმობს ან აღიარებს თამაშის ან მატჩის შედეგების გაყალბების შემთხვევებს.
    • სთხოვს ადამიანებს მატჩის შედეგების გამოსწორებას ან დახმარების/რჩევების მოძებნას მატჩის ან თამაშის შედეგების გამოსწორების მიზნით.
სოციალური კაზინოს თამაშები, რომლებიც ახდენს რეალური ფულის მოგების გარეშე აზარტული თამაშების სიმულაციას რეგულირდება შეზღუდული საქონლისა და სერვისების შესახებ ჩვენი საზოგადოების სტანდარტით.
ინვესტიციები ან ფინანსური თაღლითობა და მოტყუება
  • ინვესტიციის შესაძლებლობები. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს ინვესტიციის შესაძლებლობებს, სადაც ინვესტიციის შედეგად მისაღები ამონაგები გარანტირებულია ან სადაც განსაზღვრულია, რომ ინვესტირება არ შეიცავს რისკს.
    • მომხმარებელს სთავაზობს ინვესტიციის შესაძლებლობებს, სადაც ინვესტიციის ან კომპენსაციის შედეგად მისაღები ამონაგები ნაწილობრივ ან სრულად დაფუძნებულია სქემაში სხვა პირთა მონაწილეობაზე.
    • მომხმარებელს სთავაზობს ინვესტიციის შესაძლებლობებს, სადაც შესაძლებლობას „სწრაფი გამდიდრების“ ხასიათი აქვს ან აცხადებს, რომ მცირე ინვესტიციას მოჰყვება დიდი შედეგები.
  • ფულის/ნაღდი ფულის გაორმაგება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტული რაოდენობის თანხის დიდი რაოდენობის თანხად გარდაქმნას შესაძლებლობას რაიმე სტრატეგიის, ხრიკის ან მეთოდის მეშვეობით, რომელიც გამოხატულია შემდეგი ტერმინოლოგიით: „ნაღდი ფულის გაორმაგება“, „ფულის გაორმაგება“.
ფულის არალეგალურ მოძრაობასა და გათეთრებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
  • ფულის არალეგალური მოძრაობა. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს ან სთხოვს ფულის არალეგალურ მოძრაობას (რომელიც იწვევს მსხვერპლთა გაუცნობიერებელ მონაწილეობას ფულის გათეთრების მოქმედებებში, რაც გულისხმობს ადამიანთა საბანკო ანგარიშების გამოყენებას ან მათი სახელით ფულის გადარიცხვას მათთვის ფულის ან მოგების გაზიარების შეთავაზების გზით).
    • მომხმარებელს სთავაზობს ან სთხოვს ფულის არალეგალურ მოძრაობას მათთვის დასაქმების შეთავაზებისა და მესამე პირებისთვის ფულის გადარიცხვის შეთავაზების გზით, რომელიც მსხვერპლთა საბანკო ანგარიშების გამოყენებით ხორციელდება.
  • ფულის გათეთრება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთხოვს ან სთავაზობს ფულის გათეთრების აქტივობებში ჩაბმას, რომელიც არალეგალურად მოპოვებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მცდელობას გულისხმობს, რაც გამოიხატება კომპლექსური ფინანსური ტრანზაქციების სიმრავლითა და ასევე, შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი გზებით ფულის წარმოშობის შენიღბვის მცდელობით:
      • SWIFT-ის (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება) ან სხვა მსგავსი მეთოდების საშუალებით სახსრების გადარიცხვის მცდელობა,
      • იმ საბანკო ანგარიშების ტიპების დეტალების მოძიების ან შეთავაზების მცდელობა, რომლებიც ხელმისაწვდომია ფულადი სახსრების მიღების ან გადარიცხვის მხარდასაჭერად.
არაავთენტურ იდენტობასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
შიგთავსს, რომელიც:
  • ცდილობს მომხმარებლის მოტყუებას პოსტერის ან მოთხოვნის ბუნების იდენტობის არასწორად წარმოჩენის გზით:
    • საქველმოქმედო თაღლითობა ან მოტყუება, რომელიც მომხმარებლისგან თაღლითურად ითხოვს თანხასა და დონაციებს ქველმოქმედების მიზნით, ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული დონაცია სასწრაფოა და შეიცავს იმ საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
    • სასიყვარულო თაღლითობა ან მოტყუება, რომელიც წარმოადგენს თაღლითურ მცდელობას დაამყაროს ონლაინ რომანტიკული ურთიერთობები, არა სექს-პარტნიორის ან მეგობრის მოძიების გზით და სანაცვლოდ ფულის ან მისი ეკვივალენტის შეთავაზების ან მოთხოვნის ფორმით.
    • დაფუძნებული ბიზნესის/სუბიექტის თაღლითობა ან მოტყუება, რომელიც გულისხმობს მოტყუებით ასეთი ბიზნესების ან სუბიექტების იდენტობის მითვისებას, მათ შორის ამ უკანასკნელთა ხმით საუბარს, მათი მოტყუების მიზნით.
პროდუქტებსა ან ჯილდოებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
  • სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს მოტყუებით სთავაზობს სახელმწიფო გრანტებს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფო წყაროდან მისაღებ სახსრებს. ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არათაღლითურ შიგთავსს, მათ შორის, არის თუ არა ეს სუბიექტი დადასტურებული.
  • მატერიალური, სულიერი ან მისტიკური თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს მატერიალურ ჯილდოებს, როგორიც არის ფული, საქონელი ან მატერიალური ღირებულების მქონე სერვისები, ციფრული და ვირტუალური ვალუტა, ფიზიკური ან ციფრული საქონელი და სერვისები ასოციაციის, კულტის, რელიგიური სექტის (მაგ. ილუმინატების საძმო) წევრობისთვის ან მასში გაწევრიანებისთვის.
    • მომხმარებელს სთავაზობს მისტიკურ ჯილდოებს შავი მაგიისა და შელოცვების ან მასთან დაკავშირებული მაგიური ერთეულების (მაგალითად, შელოცვები, თილისმები, ამულეტები, ჟეტონები, საწამლავები, ჯადოსნური საფულე და სხვ.) გამოყენებისთვის.
  • სადაზღვევო თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს ცრუ, ძალიან ფასდაკლებულ დაზღვევას, რომელიც ითხოვს საფასურის (ადმინისტრაციული საფასური, დეპოზიტი ან სხვა) წინასწარ გადახდას.
    • მომხმარებელს სთავაზობს ცრუ, ძალიან ფასდაკლებულ დაზღვევას, რომელიც შეიცავს დაპირებებს დიდ დანაზოგებზე (სულ მცირე 30%-ით ნაკლები) დაზღვევის სხვა მომწოდებლების ფასებთან შედარებით.
    • შენიშვნა: ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არათაღლითურ შიგთავსს, მათ შორის, არის თუ არა ეს სუბიექტი დადასტურებული და წარმოადგენს თუ არა ბანკს ან ფინანსურ დაწესებულებას
  • დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს სამუშაოს გაუგებარი და ბუნდოვანი სამუშაო აღწერილობით და სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობით, რომელიც მომხმარებელს მცირე დროის ინვესტირების ან ძალისხმევის გაღების სანაცვლოდ ჰპირდება ფულს.
    • მომხმარებელს სთავაზობს სამუშაოს, რომელიც არ იძლევა დამატებით ინფორმაციას და შეიცავს მხოლოდ მითითებას ვაკანსიაზე.
    • მომხმარებელს სთავაზობს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, როდესაც სამუშაოს სათაური გულისხმობს, რომ დასაქმებული ვერ შეძლებს სახლიდან მუშაობას.
    • მომხმარებელს სთავაზობს სამუშაოს, რომელიც ხელფასის წინასწარი გადახდის დაპირებას იძლევა.
    • მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას.
    • მომხმარებელს სთავაზობს სამუშაოს, რომელიც სამსახურში აყვანის გარანტიისთვის ითხოვს წინასწარ გადახდას.
    • შენიშვნა: ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არათაღლითურ შიგთავსს, მათ შორის, არის თუ არა ეს სუბიექტი დადასტურებული
  • ვალის კონსოლიდაციასა და კრედიტის კორექტირებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული ოდენობის ვალის გაუქმების ან შემცირების დაპირებას.
    • შეიცავს ყველა სამართალწარმოებისა და სარჩელის შეწყვეტის დაპირებას, რომელიც ვალის ამოღებას უკავშირდება.
    • შეიცავს ვალის პატიების ან გაუქმების დაპირებას „ახალი სახელმწიფო პროგრამის“ ან საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში ან შეიცავს მსგავსი ტიპის განცხადებას.
    • ხალი „საკრედიტო იდენტობის“ შექმნის მიზნით შეიცავს საკრედიტო ინფორმაციის საკრედიტო ანგარიშებიდან წაშლის ან ამოღების დაპირებას.
    • შენიშვნა: ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არათაღლითურ შიგთავსს, მათ შორის, არის თუ არა ეს სუბიექტი დადასტურებული და წარმოადგენს თუ არა ბანკს ან ფინანსურ დაწესებულებას
  • საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • რეალური ფულის გადახდის სანაცვლოდ შეიცავს გარანტირებული ჯილდოს დაპირებას და რომელიც მომხმარებელს სთხოვს შემდეგ მოქმედებებს:
      • გარე საიტებზე რეგისტრაცია.
      • მაიდენტიფიცირებელი პერსონალური ინფორმაციის (PII) ან სხვა პერსონალური ინფორმაციის გაზიარება.
      • კონტაქტი პირადი შეტყობინების გამოყენებით პლატფორმის გარეთ ან პლატფორმაზე.
      • მოქმედება საჭირო არ არის.
  • წინასწარ გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • წინასწარი გადახდის, საბანკო გადარიცხვის/გადახდის სანაცვლოდ შეიცავს თანხის თაობაზე ცრუ დაპირებას.
ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
  • ყალბი ან ფალსიფიცირებული დოკუმენტები. შიგთავსს, რომელიც:
    • მომხმარებელს სთავაზობს ყალბ ან ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს, მათ შექმნას, გაყიდვას, შეძენას ან მათი საშუალებით ვაჭრობას.
    • შეიცავს ვიზებისა და მწვანე ბარათების გაყიდვის შეთავაზებას.
    • შეიცავს ვიზებისა და მწვანე ბარათების მიღების გარანტიებს.
    • მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ ვიზები დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარეშე.
  • ყალბი ან ფალსიფიცირებული ვალუტა. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს ყალბი ან ფალსიფიცირებული ვალუტის (გარდა სამაგიდო თამაშების ვალუტა (მაგ. მონოპოლიის ფული)) გაყიდვის, შეძენის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ აღნიშნული ვალუტა სამაგიდო თამაშების კონტექსტშია ნახსენები.
  • ყალბი ან ფალსიფიცირებული ვაუჩერები. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს ყალბი ან ფალსიფიცირებული ვაუჩერების გაზიარების, გაყიდვის, შეძენის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას.
    • აღიარებს, ხელს უწყობს ან ითხოვს ფიზიკური ან ციფრული კუპონების ან ვაუჩერების გამოყენებას ატიპიური ფასების მისაღწევად შემდეგი ფორმით:
      • კუპონების ან ვაუჩერების გამოყენება ნივთების შესაძენად, რომელთათვისაც ეს კუპონები ან ვაუჩერები არ არის განკუთვნილი; ან
      • ვადაგასული კუპონების ან ვაუჩერების გამოყენება.
  • ყალბი ან ფალსიფიცირებული საგანმანათლებლო ან პროფესიული სერტიფიკატები. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს ყალბი ან ფალსიფიცირებული საგანმანათლებლო ან პროფესიული სერტიფიკატების გაყიდვის, შეძენის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას.
მოპარულ ინფორმაციასთან, საქონელსა ან მომსახურებებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
  • ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს მოპარული საკრედიტო ბარათების ან იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის, გაყიდვის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას, რომელთა გამოყენება შესაძლებელია არაავტორიზებული შეძენებისთვის (ასევე, ცნობილია, როგორც „ბარათით თაღლითობა“).
  • მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს მაიდენტიფიცირებელი პერსონალური ინფორმაციის (PII) ან სხვა პერსონალური ინფორმაციის (გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გამოგონილ პერსონაჟს ეკუთვნის) შეძენის, გაყიდვის ან მისი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას.
  • ყალბ შეფასებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს პროდუქტის ყალბი შეფასების შეძენის, გაყიდვის ან მისი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას.
    • შეიცავს მომხმარებლის პირდაპირ ან ირიბ მოწოდებას ფასდაკლებების, დაბრუნებების ან ერთეულების უფასოდ მიღების სანაცვლოდ წარადგინონ ყალბი შეფასებები.
  • გამოწერასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს გამოწერის სერვისების მონაცემების (შესვლის მონაცემები იმ ონლაინ სერვისებისთვის, რომლებიც საჭიროებს რეგულარული ინტერვალებით განმეორებით გადახდას) შეძენის, გაყიდვის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას ფასიან ონლაინ სერვისზე მითითების (მითითება სახელზე ან მისი ლოგოს გაზიარება) გზით.
    • შენიშვნა: ასევე, ჩვენ ვეძებთ სხვა ნიშნებს იმისათვის, რომ განვსაზღვროთ აქვეყნებს თუ არა სუბიექტი ლეგიტიმურ, არა-თაღლითურ შიგთავსს, მათ შორის არის თუ არა ეს სუბიექტი ვერიფიცირებული და წარმოადგენს თუ არა ბანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს.
  • გაიძვერობა, თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსს, რომელიც:
    • შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილის გაზიარების, გაყიდვის, მისი საშუალებით ვაჭრობის ან შეძენის დაპირებას:
      • სამომავლო საგამოცდო ნაშრომები ან პასუხების ფურცლები.
      • პროდუქტები ან სერვისები, რომელიც გამოცდების გადაწერის შესაძლებლობას იძლევა.
      • პროდუქტები ან სერვისები, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს წარმატებით ჩააბარონ ნარკოტიკული მოხმარების ტესტები არაავტორიზებული ფორმით
მოწყობილობათა არაავტორიზებულ გამოყენებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება
  • მოწყობილობათა არაავტორიზებულ გამოყენებასთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსი, რომელიც
    • შეიცავს მანიპულაციური ფორმით შექმნილი/შეცვლილი ან ყალბი საზომი მოწყობილობების შეძენის, გაყიდვის ან მათი საშუალებით ვაჭრობის შეთავაზებას.
    • აღიარებს, ხელს უწყობს ან ითხოვს მოწყობილობების ფიზიკური მანიპულირების გამოყენებას არაზუსტი ფასების მისაღწევად.
  • ციფრულ შიგთავსთან დაკავშირებული თაღლითობა და მოტყუება. შიგთავსი, რომელიც
    • შეიცავს იმ პროდუქტების მოთხოვნას, რომელიც ითხოვს ციფრულ შიგთავსზე არაავტორიზებულ წვდომას ან იძლევა ასეთის საშუალებას. აღნიშნული გულისხმობს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგს: გაძლიერებული სეტ ტოპ ბოქსები, სრულად დატვირთული/დაინსტალირებული KODI ყუთები და KODI სერვისები.
მატყუარა და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკა
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პრაქტიკა. შიგთავსი, რომელიც
    • ხელს უწყობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცრუ ან შეცდომაში შემყვან წარმოდგენებს ან გარანტიებს წონის კლების კონტექსტში დაწკაპუნებაზე დაფუძნებული ტაქტიკის გამოყენებით, რაც გულისხმობს სენსაციური ტერმინოლოგიის გამოყენებას, რომელიც გაზვიადებულ ან ექსტრემალურ წარმოდგენებს ქმნის
შემდეგი ტიპის შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას ვზღუდავთ და ვუშვებთ მხოლოდ ზრდასრული, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისათვის:
შიგთავსი, რომელიც
  • ახდენს კონკრეტული ოდენობის წონის კლებასთან დაკავშირებული შედეგების კონკრეტულ დროში მიღწევის დაპირებას, კვალიფიკაციაზე ხაზგასმის ან პასუხისმგებლობის გამორიცხვის დათქმის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არ ვკრძალავთ ისეთ შიგთავსს, რომელიც გმობს თაღლითობასა და მოტყუებას ან ახდენს ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანთა განათლებას, სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებისა და თაღლითობისა და მოტყუების წახალისების გარეშე
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
  • ჩვენ, შესაძლოა, ამოვშალოთ შიგთავსი, რომელიც:
    • შეიცავს თაღლითობის ან მოტყუების შემთხვევებს, რომლებიც მოხსენიებულია სანდო სუბიექტების მიერ.
    • დაკავშირებულია ქრთამის აღებასა და თანხების გაფლანგვასთან.
    • მომხმარებელთა მოტყუების მიზნით შეიცავს ვაქცინაციის შეთავაზებებს.
    • ცდილობს ცრუ პიროვნებად თავის გასაღებას, ცნობილ პიროვნებად თავის გასაღებას ან უნებართვოდ იყენებს ცნობილი ადამიანის ფოტოს, თაღლითობის მიზნით.
    • შეიცავს იმ პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას ან მოთხოვნას, რომლებიც განკუთვნილია პირთა ფარულად ნახვის ან ჩაწერისთვის, როგორიცაა ჯაშუშური კამერები, მობილური ტელეფონების მეთვალყურეები (მათ შორის, რომლებიც აკონტროლებენ უცნობ ნომრებს) ან სხვა ფარული სათვალთვალო მოწყობილობები.
    • სთავაზობს ადამიანებს შესაძლებლობებს ჩაერთონ კლასობრივ საჩივრებში, სახელმწიფო უწყების სახელის მითვისების ან სიახლეების პამფლეტის გამოქვეყნების გზით და სენსაციური ტერმინოლოგიისა თუ გადაჭარბებული განცხადებების გამოქვეყნების საშუალებით.
    • მომხმარებლებს სთავაზობს გამოწერის მომსახურებებს, რომლებიც ითხოვს მათი პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.
    • ჩვენ არ ვაძლევთ სუბიექტებს უფლებას, ჩაერთონ ან განაცხადონ, რომ ჩაერთვებიან თაღლითურ და მოტყუებით ქცევაში, მათ შორის, ჩვენს მომსახურებებზე მრავალი ანგარიშის გამოყენებაში, რომელთა ერთობლივი გამოყენების მიზანია თაღლითურ ქცევებში ჩაბმა.
გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ დავუშვებთ შიგთავსს, რომელიც შესაძლოა სხვაგვარად არღვევდეს საზოგადოების სტანდარტებს, თუ დადგინდება, რომ შიგთავსი სატირული ხასიათისაა. შიგთავსი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის წესების საწინააღმდეგო ელემენტები სატირულად არის გადმოცემული ან მიეწერება რაიმეს ან სხვა ვინმეს, მათი დაცინვის ან გაკრიტიკების მიზნით.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
თაღლითობის, მოტყუებისა და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის თაობაზე დახმარების მიღება
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს