Meta-ში ჩვენი ვალდებულებაა, მივცეთ ხალხს გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ მათი უსაფრთხოება.

2016 წლიდან ტექნოლოგიებში შიგთავსის მართვის მიზნით დავნერგეთ სტრატეგია სახელწოდებით „წაშალე, შეამცირე, აცნობე“.
აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენ ამოვშლით მავნე შიგთავსს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს დებულებებს, ვამცირებთ პრობლემატური შიგთავსის გავრცელებას, რომელიც არ არღვევს ჩვენს დებულებებს, და ვაწვდით ხალხს ინფორმაციას დამატებითი კონტექსტის თაობაზე, რათა თვითონ გადაწყვიტონ, რაზე დააწკაპუნონ, რა წაიკითხონ ან გააზიარონ.
აღნიშნული სტრატეგიის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ შემუშავებული გვაქვს დებულებები, რომელშიც აღწერილია, თუ რა არის დაშვებული და რა დაუშვებელი ჩვენს ტექნოლოგიებში. ჩვენი გუნდები ერთობლივად მუშაობენ ჩვენი დებულებებისგანვითარებასა და აღსრულებაზე. აი, როგორ მუშაობს ეს:

1

ჩვენ ვთანამშრომლობთ ტექნოლოგიის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტებთან მსოფლიოს მასშტაბით, რათა შევიმუშაოთ და განვაახლოთ ჩვენი დებულებები.

2

ჩვენ ვქმნით ფუნქციებს უსაფრთხოების მიზნით, რათა ადამიანებმა შეძლონ შიგთავსის გასაჩივრება და დაბლოკვა, ანგარიშების დამალვა ან გამოწერის გაუქმება.

3

ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დებულებებს ტექნოლოგიისა და ადამიანის მიერ შემოწმებაზე დაყრდნობით.
ჩვენ ვინარჩუნებთ ადამიანების უსაფრთხოებას და ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, დაგვაკისრონ პასუხისმგებლობა ჩვენი დებულებების, წესების აღსრულებისა და გამჭვირვალობის შესახებ ანგარიშების გაზიარებით.
policy-image
ჩვენი დებულებები
ჩვენს დებულებებში განსაზღვრულია, თუ რა არის დაშვებული და რა დაუშვებელი Meta-ს ტექნოლოგიებში. იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსი ეწინააღმდეგება ჩვენს დებულებებს, ჩვენ სათანადო ზომებს ვიღებთ.
enforcement-image
ჩვენი წესების აღსრულება
ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ტექნოლოგიასა და შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდების რესურსს, რათა გამოვავლინოთ, შევამოწმოთ და მივიღოთ ზომები Facebook-სა და Instagram-ზე არსებულ მილიონობით შიგთავსზე.
transparency-reports-image
გამჭვირვალობის შესახებ ჩვენი ანგარიშები
ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ გამჭვირვალობის შესახებ ანგარიშებს, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენს დებულებებს.
ranking-image
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები უზრუნველყოფს ინფორმაციას Meta-ს პროდუქტებზე სხვადასხვა გამოცდილების შიგთავსის კლასიფიკაციაზე, როგორიცაა Facebook-ის სიახლეების ზოლის ნახვა, რგოლების ყურება Instagram-ზე ან Facebook Marketplace-ის დათვალიერება.
ბოლო განახლებები