ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია
შიგთავსი, აქტივობა, ან ურთიერთქმედება, რომელიც შეიცავს მუქარას, აღწერას, ქებას, მხარდაჭერას, ინსტრუქციებს, განცხადებებს, მონაწილეობას, ან ბმულების გაზიარებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ (მათ შორის, რეალური არასრულწლოვანი, ბავშვი/ჩვილი, ან არარეალური გამოსახულებები ადამიანის მსგავსებით, როგორიცაა ხელოვნების ნაწარმოები, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი შიგთავსი, გამოგონილი პერსონაჟები, თოჯინები და ა.შ.). ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
სქესობრივი კავშირი
აშკარა სქესობრივი კავშირი ან ორალური სექსი, განისაზღვრება როგორც ერთი ადამიანის პირის ან გენიტალიების კონტაქტი ან შეღწევა მეორე ადამიანის გენიტალიებში ან ანუსში მაშინ, როცა მინიმუმ ერთი ადამიანის გენიტალიები არ არის დაფარული.
ნაგულისხმევი სქესობრივი კავშირი ან ორალური სექსი, მათ შორის მაშინ, როცა კონტაქტი განხორციელების პირასაა ან უშუალოდ არ ჩანს.
გენიტალიების ან ანუსის სტიმულირება, მათ შორის მაშინ, როცა ქმედება განხორციელების პირასაა ან უშუალოდ არ ჩანს.
ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედება, ცხოველის მონაწილეობით.
ბავშვები სექსუალური ელემენტებით, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
შევიწროება
აღგზნების ნიშნები
ორიენტირება გენიტალიებზე ან ანუსზე
აღგზნებული ზრდასრულის ყოფნა
სექსსათამაშოების წარმოდგენა ან რაიმე საგნის გამოყენება სექსუალური სტიმულაციისა თუ დაკმაყოფილებისათვის; სექსუალური ძალადობა
სექსუალური ხასიათის კოსტიუმი
სტრიპტიზი
დადგმული გარემო (მაგალითად, ლოგინზე) ან პროფესიული გადაღება (ხარისხი/ფოკუსი/რაკურსი).
სველი კოცნა
ადამიანის ძუძუს სტიმულაცია ან ქალის მკერდისთვის ხელით მოჭერა (ძუძუთი კვების გარდა)
სექსუალური ხასიათის აქტივობის თანმდევი პროდუქტების წარმოდგენა
შიგთავსი, რომელშიც ბავშვები წარმოდგენილია სექსუალური ფეტიშის კონტექსტში
შიგთავსი, რომელიც მხარს უჭერს, ეხმარება, იცავს ან ახალისებს პედოფილიაში მონაწილეობას, გარდა ნეიტრალური დისკუსიისა ჯანმრთელობის კონტექსტში.
შიგთავსი, რომელიც ახდენს იდენტიფიცირებას ან დასცინის ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის სავარაუდო მსხვერპლს სახელით ან სურათით
მეძიებლობა
შიგთავსი, რომელიც სთავაზობს სექსუალურ შიგთავსს ან აქტივობას, რომელიც ასახავს ან მოიცავს ბავშვებს, განისაზღვრება, როგორც:
ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალა (CSAM)
რეალური თუ არარეალური ბავშვების შიშველი გამოსახულებები
რეალური ან არარეალური ბავშვების სექსუალური გამოსახულებები
შეუფერებელი ინტერაქცია ბავშვებთან
შიგთავსი, რომელიც ადგენს ან ხელს უწყობს ბავშვებთან ისეთ შეუსაბამო ინტერაქციას, როგორიცაა:
ბავშვებთან სექსუალური კონტაქტის ხელშეწყობა, მომზადება ან დაგეგმვა
ბავშვების სექსუალურ აქტივობაში ჩართვის ცდუნება სექსუალური საუბრების ან ბავშვებისთვის სექსუალური მასალის შეთავაზების, ჩვენების, მოპოვების ან მოთხოვნის გზით, მიზანმიმართული ექსპოზიციის ან პირადი შეტყობინებების საშუალებით.
ბავშვებთან პირად შეტყობინებებში არაპირდაპირი სექსუალური ხასიათის საუბრებში ჩართვა
ბავშვებისგან პირად შეტყობინებებში სექსუალური ხასიათის მასალის მოპოვება ან მოთხოვნა
ექსპლუატაციური ინტიმური გამოსახულება და სექსუალური შანტაჟი
შიგთავსი, რომელშიც არის მცდელობა, რეალური ბავშვები გამოიყენოს შემდეგისთვის:
ფულის, შეღავათების ან ინტიმური გამოსახულების იძულება რეალური ან არარეალური ინტიმური გამოსახულების ან ინფორმაციის გამოვლენის მუქარით
პირადი სექსუალური საუბრების ან რეალური ან არარეალური ინტიმური სურათების გაზიარება, მუქარა ან განზრახვის გამოხატვა
ბავშვთა სექსუალიზაცია
შიგთავსი (მათ შორის, ფოტო, ვიდეო, რეალური ხელოვნება, ციფრული შიგთავსი და სიტყვიერი გამოსახულება), რომელიც რეალურ ან არარეალურ ბავშვებს სექსუალურად წარმოაჩენს
ჯგუფები, გვერდები და პროფილები, რომელიც მიზნად ისახავს რეალური ან არარეალური ბავშვის სექსუალიზაციას
ბავშვთა სიშიშვლე
შიგთავსი, რომელშიც ასახულია რეალურ ან არარეალურ ბავშვთა სიშიშვლე, სადაც სიშიშვლე განმარტებულია, როგორც:
რეალური თუ არარეალური ბავშვთა სასქესო ორგანოების ახლო ხედები
რეალური ან არარეალური ბავშვების სიშიშვლე, სადაც ჩანს:
ხილვადი გენიტალიები, მაშინაც კი, თუ ის დაფარულია გამჭვირვალე ტანსაცმლით
ხილვადი ანუსი და/ან სრულიად შიშველი საჯდომი, ახლო კადრით
მცირეწლოვნების რეალური ან არარეალური სიშიშვლე, სადაც ჩანს:
გენიტალიები (მათ შორის, გენიტალიები, დაფარული თმით ან გამჭვირვალე ტანსაცმლით)
ხილვადი ანუსი და/ან სრულიად შიშველი საჯდომი, ახლო კადრით
ქალის დაუფარავი კერტები
სხეული ტანსაცმლის გარეშე, მაშინაც კი, თუ გენიტალიები ან ქალის კერტები არ ჩანს
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არარეალური გამოსახულება გამოიყენება ჯანმრთელობის ან საგანმანათლებლო მიზნებისათვის ან არ წარმოადგენს ბავშვის სექსუალური სიშიშვლის ასახვას ხელოვნების ნიმუშებში
ბავშვზე არასექსუალური ხასიათის ძალადობა
ვიდეოები ან ფოტოები, რომელიც ასახავს რეალურ ან არარეალურ ბავშვზე არასექსუალურ ძალადობას, განზრახვის გაზიარების მიუხედავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოსახულება აღებულია ხელოვნების ნიმუშებიდან, მულტფილმებიდან, ფილმებიდან ან ვიდეოთამაშებიდან
შიგთავსი, რომელიც აქებს, მხარს უჭერს, ხელს უწყობს, იცავს, ინსტრუქციებს გასცემს ან ახალისებს ბავშვთა არასექსუალური ხასიათის ძალადობაში მონაწილეობას