Meta
გამჭვირვალობის ცენტრი
დებულებები
წესების აღსრულება
უსაფრთხოება
ფუნქციები
მმართველობა
კვლევის ხელსაწყოები
მოხსენებები
ქართული
Home
Policies
Community Standards
Misinformation

დეზინფორმაცია

დებულების დეტალები
მომხმარებლის გამოცდილებები

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დღეს
7 აპრ.. 2025
13 მარ.. 2025
7 იან. 2025
18 ივლ. 2024
9 ივლ. 2024
10 ივნ. 2024
20 მაისი. 2024
6 თებ. 2024
5 დეკ. 2023
29 სექტ.. 2023
14 ივლ. 2023
დებულების დასაბუთება
დეზინფორმაცია განსხვავდება ჩვენი საზოგადოების სტანდარტებით განსაზღვრული საუბრის სხვა ტიპებისაგან, რადგან შეუძლებელია, შევქმნათ აკრძალული თემების ყოვლისმომცველი სია. მაგალითად, ძალადობის გრაფიკული გამოსახულების ან სიძულვილით სავსე ქცევის შემთხვევაში, ჩვენი დებულებებით განისაზღვრება შიგთავსი, რომელსაც ვკრძალავთ და ამ დებულებების დაცვა შეუძლიათ მათაც, ვინც მას არ ეთანხმება. დეზინფორმაციის შემთხვევაში, ასეთ ხაზს ვერ გავავლებთ. მსოფლიო მუდმივად იცვლება და ის, რაც ერთ მომენტში სიმართლეა, შეიძლება მეორე მომენტში აღარ იყოს. ამას გარდა, ადამიანებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია აქვთ და შესაძლოა, სჯეროდეთ ისეთი რამ, რაც სიმართლე არ არის. დებულება, რომელიც უბრალოდ კრძალავს „დეზინფორმაციას“, ვერ მიაწვდის სასარგებლო შეტყობინებას იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს სერვისებს იყენებენ და იქნება განუხორციელებელი, რადგან არ გვაქვს სრულყოფილი წვდომა ინფორმაციაზე.
ამის ნაცვლად, ჩვენი დებულებები ითვალისწინებს დეზინფორმაციის სხვადასხვა კატეგორიას და ვცდილობთ, მოგაწოდოთ მკაფიო მითითებები, თუ რა ზომებს ვიღებთ ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც შევიტყობთ. თითოეული კატეგორიისთვის ჩვენი მიდგომა გამოხატავს ჩვენს მცდელობას, დავაბალანსოთ გამოხატვის ღირებულებები, უსაფრთხოება, ღირსება, ნამდვილობა და კონფიდენციალურობა.
ჩვენ ვშლით დეზინფორმაციას იქ, სადაც მან, შესაძლოა, გამოიწვიოს გარდაუვალი ფიზიკური დაზიანება. ასევე, ვშლით შიგთავსს, რომელმაც, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაზე. იმის განსასაზღვრად, თუ რა არის დეზინფორმაცია ამ კატეგორიებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ ექსპერტებთან, რომლებსაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ შეაფასონ შიგთავსის სიმართლე და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა, რომ მან პირდაპირ გაზარდოს გარდაუვალი ფიზიკური დაზიანების რისკი. ეს მოიცავს, მაგალითად, თანამშრომლობას ადამიანთა უფლებების დაცვის იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ფიზიკურად იმყოფებიან ქვეყანაში და ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ, სამოქალაქო კონფლიქტთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს წარმოადგენს თუ არა.
ყველა სხვა ტიპის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ყურადღებას ვამახვილებთ მისი გავრცელების შემცირებაზე ან ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქტიულ დიალოგს. ვიცით, რომ ადამიანები ხშირად იყენებენ დეზინფორმაციას არასაზიანო საშუალებებით, როგორიცაა გაზვიადება („ამ გუნდს სპორტის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს!“), იუმორი ან სატირა („ჩემმა ქმარმა ახლახან მოიპოვა სტატუსი — წლის საუკეთესო ქმარი“). ასევე, შესაძლოა, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება უზუსტობის შემცველი ისტორიების მეშვეობით. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები აზიარებენ პირად მოსაზრებებს, რომლებისაც ღრმად სწამთ, სხვებს კი, ცრუდ მიაჩნიათ, ან აზიარებენ ინფორმაციას, რომელიც, მათი რწმენით, სიმართლეა, მაგრამ სხვები არასრულად ან შეცდომაში შემყვანად მიიჩნევენ.
იმის გაცნობიერებით, თუ რამდენად გავრცელებულია ასეთი მეტყველება, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ მომხმარებლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე, როდესაც არსებობს პოტენციურად შეცდომაში შემყვანი ან დამაბნეველი შიგთავსი. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატების გარეთ, ვთანამშრომლობთ ფაქტების შემმოწმებელ გარეშე ორგანიზაციებთან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რათა მათ განიხილონ და შეაფასონ ყველაზე ვირუსული შიგთავსის სისწორე ჩვენს პლატფორმებზე (იმისათვის, რათა გაეცნოთ ჩვენს მიდგომას შეერთებულ შტატებში, გადადით აქ და აქ). შეერთებულ შტატებში დაწყებისას, საზოგადოების შენიშვნების პროგრამა საშუალებას აძლევს ადამიანებს დაამატონ მეტი კონტექსტი Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის პოტენციურად შეცდომაში შემყვან და დამაბნეველ შიგთავსს (იხილეთ აქ). ასევე, უზრუნველვყოფთ რესურსებს მედიისა და ციფრული საშუალებების მეშვეობით განათლების დონის ასამაღლებლად, რათა ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, თუ რა წაიკითხონ, ირწმუნონ და გააზიარონ. ადამიანებისგან მოვითხოვთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია, როდესაც ჩვენი ხელოვნური ინტელექტის გამამჟღავნებელი ხელსაწყოს გამოყენებით აქვეყნებენ ორგანულ შიგთავსს ფოტორეალისტური ვიდეოს ან რეალისტური ჟღერადობის აუდიოს ფორმით, რომელიც ციფრულად შეიქმნა ან მოდიფიცირებულ იქნა. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მათზე გავრცელდეს ჯარიმები. ასევე, ჩვენ შეიძლება დავამატოთ გამაფრთხილებელი წარწერა ციფრულად შექმნილ ან მოდიფიცირებულ შიგთავსზე, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით ადამიანების შეცდომაში შეყვანის განსაკუთრებით მაღალ რისკს ქმნის.
დაბოლოს, ვკრძალავთ შიგთავსსა და ქცევას სხვა სფეროებში, რომლებიც ხშირად ემთხვევა დეზინფორმაციის გავრცელებას. მაგალითად, ჩვენი საზოგადოების სტანდარტებით აკრძალულია ყალბი ანგარიშები, თაღლითობა და კოორდინირებული არანამდვილი ქცევა.
ინტერნეტ სივრცე და კავშირგარეშე გარემოები იცვლება და ვითარდება, ამიტომ ჩვენც განვაგრძობთ ამ დებულებების დახვეწას. ანგარიშებს, რომლებიც ხშირად აზიარებს ქვემოთ ჩამოთვლილი ტიპის დეზინფორმაციას, შესაძლოა, მათი შიგთავსის წაშლის გარდა, შევუმციროთ გავრცელების სიხშირე, შევუზღუდოთ რეკლამირების შესაძლებლობა, ან ამოვშალოთ ისინი ჩვენი პლატფორმებიდან. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება Meta-ს მიერ შიგთავსის წაშლის შემდეგ, ხელმისაწვდომია აქ.
სახელმძღვანელო მითითებები
დეზინფორმაცია, რომელსაც ვშლით:
ჩვენ ვშლით შემდეგი სახის დეზინფორმაციას:
I. ფიზიკური დაზიანება ან ძალადობა
ჩვენ ვშლით დეზინფორმაციას ან გადაუმოწმებლად ჭორებს, რომელთა შესახებ ექსპერტმა პარტნიორებმა დაადგინეს, რომ მათ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ადამიანთა გარდაუვალ ძალადობას ან ფიზიკურ დაზიანებას. დეზინფორმაციას განვსაზღვრავთ, როგორც შიგთავსს, რომელიც ავტორიტეტული მესამე მხარის მიერ მიჩნეულია ცრუდ. გადაუმოწმებლად ჭორს განვსაზღვრავთ, როგორც მტკიცებას, რომლის წყაროზეც, პარტნიორები ფიქრობენ, რომ ძნელი გამოსაკვლევია, ან შეუძლებელია გამოკვლევა, რომლის ავტორიტეტული წყაროებიც არ არსებობს, სადაც არ არის საკმარისი სპეციფიკა მტკიცების უარსაყოფად, ან სადაც მტკიცება ზედმეტად დაუჯერებელი ან ძალიან არარაციონალურია.
ვიცით, რომ ზოგჯერ დეზინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, კეთილსაიმედო ჩანდეს, კონკრეტულ კონტექსტში, წარმოქმნის კავშირგარეშე ზიანის რისკს, მათ შორის, ძალადობის შემთხვევებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილის, სერიოზული ზიანის ან სხვა ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკი. ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO-ების) საერთაშორისო ქსელთან, არაკომერციულ, ჰუმანიტარულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთაც გამოცდილება აქვთ ამ ადგილობრივ დინამიკაში.
ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს სოციალური ძალადობის მაღალი რისკი, პროაქტიულად ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რათა შევიტყოთ, რომელ ყალბ განცხადებებს შეუძლია, უშუალოდ გაზარდოს გარდაუვალი ფიზიკური ზიანის რისკი. შემდგომ გამოვავლენთ და ვშლით ისეთ შიგთავსს, რომელიც ჩვენს პლატფორმაზე ავრცელებს ამგვარ განცხადებებს. მაგალითად, ადგილობრივ ექსპერტებთან კონსულტაციის ფარგლებში, შესაძლოა, წავშალოთ კონტექსტის გარეშე მოყვანილი მედია, რომელიც ასახავს ძალადობის აქტს, ძალადობის მსხვერპლს ან ჩამდენს, იარაღებს, ან სამხედრო აღჭურვილობას.
II. ჯანმრთელობისთვის საშიში დეზინფორმაცია
ჩვენ კონსულტაციას ვიღებთ ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან, რომ ამოვიცნოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოების ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გარდაუვალი ზიანი. ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დეზინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, წაიშალოს, არის შემდეგი:
  • დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ჩვენ ვშლით დეზინფორმაციას ვაქცინების შესახებ, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების დასკვნის მიხედვით ინფორმაცია მცდარია და შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვაქცინაზე უარის თქმას. მათ შორისაა შემდეგი:
    • ვაქცინები იწვევს აუტიზმს (მაგ., „ვაქცინაციების მომატებული რაოდენობა არის მიზეზი, რის გამოც ამდენ ბავშვს აქვს აუტიზმი ბოლო დროს.“)
    • ვაქცინები იწვევს ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს (მაგ., „არ იცით, რომ ვაქცინები იწვევს ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომს?“
    • ვაქცინები იწვევს იმ დაავადებას, რომლისგანაც უნდა დაიცვას, ან იწვევს დაავადების შეყრის შანსის გაზრდას (მაგ., „რეალურად ვაქცინის მიღება ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას, რადგან ის შეიცავს დაავადების შტამს. ფრთხილად!“)
    • ვაქცინები ან მათი შემადგენლობა მომაკვდინებელი, ტოქსიკური, შხამიანი, მავნე ან საშიშია (მაგ., „რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაიკეთოთ ვაქცინა, თუ წინააღმდეგი არ ხართ, მოიშხამოთ ორგანიზმი.“)
    • ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტი (მაგ., „ყველაზე უსაფრთხო გზა დაავადების გადატანაა და არა ვაქცინის გაკეთება.“)
    • სახიფათოა რამდენიმე ვაქცინის მიღება მოკლე დროში, მაშინაც კი, თუ ეს დრო სამედიცინო თვალსაზრისითაა რეკომენდებული (მაგ., „არასოდეს გაიკეთოთ ერთზე მეტი ვაქცინა ერთდროულად, ეს საშიშია — არ მაინტერესებს, რას გეუბნებათ თქვენი ექიმი!“)
    • ვაქცინები არ არის ეფექტური იმ დაავადების პრევენციისთვის, რომლისგანაც ისინი უნდა გვიცავდეს. თუმცა, ჩვენ არ ვშლით განცხადებებს COVID-19-ის, გრიპის და მალარიის ვაქცინების შესახებ, რომ ეს ვაქცინები არ არის ეფექტური აღნიშნული ვირუსებით დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად. (მაგ., წაიშალა — „პოლიომიელიტის ვაქცინა საერთოდ არ გეხმარებათ, თავიდან აგარიდოთ დაავადების შეყრა“; წაიშალა — „ვაქცინები საერთოდ არ გეხმარებათ, თავიდან აგარიდოთ დაავადების შეყრა“; ნებადართულია — „ვაქცინა არ გიცავთ COVID-19-ის შეყრისგან, ამიტომ მაინც გჭირდებათ სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება, როცა სხვებთან ერთად ხართ.“)
    • წითელა არ იწვევს სიკვდილიანობას (საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და კონტექსტს) (მაგ., „არ ინერვიულოთ, დაგემართებათ თუ არა წითელა, ეს არ არის მომაკვდინებელი.“)
    • იმ დაავადებების პრევენციისთვის, რომელთათვისაც არსებობს ვაქცინები, ვიტამინი C ისეთივე ეფექტურია, როგორც ვაქცინები.
  • დეზინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ჯანდაცვასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების დროს. ჩვენ ვშლით დეზინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების დროს, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები ასკვნიან, რომ ინფორმაცია მცდარია და შესაძლოა პირდაპირ ხელი შეუწყოს გარდაუვალი ფიზიკური ზიანის მიყენების რისკს, მათ შორის, მავნე სახიფათო დაავადებით ინფიცირების ან მისი გავრცელების რისკს ან შესაბამის ვაქცინაზე უარის თქმა გამოიწვიოს. საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ სიტუაციების იდენტიფიცირებას საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მეშვეობით ვახდენთ.
  • ჯანმრთელობის პრობლემებისგან საზიანო სასწაულებრივი განკურნების მეთოდების ხელშეწყობა ან პროპაგანდა. ეს მოიცავს მკურნალობებს, სადაც რეკომენდებული პროცედურა, ჯანმრთელობის კონტექსტში, სავარაუდოდ უწყობს ხელს სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის რისკს და არ არის მიზანშეწონილი მისი ჯანმრთელობისთვის გამოყენება (მაგ., მათეთრებელი, სადეზინფექციო საშუალება, შავი მალამო, კაუსტიკური სოდა).
III. ამომრჩეველთა ან მოსახლეობის აღწერის დაბრკოლება
არჩევნებისა და ერთიანი აღწერილობის ხელშეწყობის მიზნით, ვშლით დეზინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ადამიანთა შესაძლებლობას, ჩაერთონ ამ პროცესებში. ეს მოიცავს შემდეგს:
  • დეზინფორმაცია თარიღების, ადგილების, დროისა და ხმის მიცემის, ამომრჩევლის რეგისტრაციის ან მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობის შესახებ.
  • დეზინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ხმის მიცემა, ჩაითვლება თუ არა ხმა და რა ინფორმაცია და მასალა უნდა იქნას წარმოდგენილი ხმის მიცემისთვის.
  • დეზინფორმაცია იმის შესახებ, მონაწილეობს თუ არა კანდიდატი არჩევნებში.
  • დეზინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობის მიღების უფლება და თუ რა ინფორმაციით ან მასალებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი მონაწილეობის მისაღებად.
  • დეზინფორმაცია მოსახლეობის აღწერაში მთავრობის ჩართულობის შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ის, რომ აღწერაში მონაწილე ინდივიდის ინფორმაცია გადაეცემა სხვა სამთავრობო უწყებას (რომელიც მოსახლეობის აღწერასთან არ არის დაკავშირებული).
  • ცრუ ან გადაუმოწმებელი განცხადებები, რომ აშშ-ის იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების სააგენტოები (ICE) არჩევნების ჩატარების ადგილზე იმყოფება.
  • გამოხატული ცრუ მტკიცებები, რომ ადამიანები დაინფიცირდებიან COVID-19-ით (ან სხვა გადამდები დაავადებით) იმ შემთხვევაში, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში.
  • ცრუ განცხადებები აშშ-ის ხმის მიცემის ადგილას არსებული პირობების შესახებ, რაც შეუძლებელს გახდის ხმის მიცემას, რაც დადასტურებულია საარჩევნო ორგანოს მიერ.
ჩვენ გვაქვს დამატებითი დებულებები, რომლებიც ეხება ძალადობისკენ მოწოდებას, არაკანონიერი მონაწილეობის ხელშეწყობას, არჩევნებში ჩარევის კოორდინირებულ მოწოდებებს. აღნიშნული მოცემულია ჩვენი საზოგადოების სტანდარტების სხვა მუხლებში.
შემდეგ შიგთავსს ჩვენ საინფორმაციო წარწერას დავურთავთ:
მანიპულაციური მედია
მედიის რედაქტირება შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბევრ შემთხვევაში, ეს არის მცირე ცვლილებები, როგორიცაა შიგთავსის ამოჭრა ან შემოკლება მხატვრული მიზეზებისთვის ან მუსიკის დამატება. სხვა შემთხვევებში მანიპულაცია არ არის აშკარად გამოხატული და შესაძლოა, იყოს შეცდომაში შემყვანი.
  • ციფრულად შექმნილი ან შეცვლილი შიგთავსი, რომელიც შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. შიგთავსთან დაკავშირებით, რომელიც სხვაგვარად არ არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, ჩვენ შეიძლება განვათავსოთ საინფორმაციო წარწერა შიგთავსის წინა მხარეს, ან უარვყოთ რეკლამის სახით წარმოდგენილი შიგთავსი, როდესაც შიგთავსი წარმოადგენს ფოტორეალისტურ სურათს ან ვიდეოს, ან რეალისტური ჟღერადობის აუდიოჩანაწერს, რომელიც შეიქმნა ან შეცვლილია ციფრულად და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით ქმნის საზოგადოების მოტყუების არსებითად მაღალ რისკს.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს

Meta
დებულებები
საზოგადოების სტანდარტებიMeta-ს სარეკლამო სტანდარტებისხვა დებულებებიMeta-ს გაუმჯობესების გზებიასაკის შესაბამისი შიგთავსი

ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმიჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმიჩვენი მიდგომა არჩევნებისადმიჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმიჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმიჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმიჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებითხელმისაწვდომობა Meta-ში

კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის APIრეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოებისხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები

წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენაზომების მიღება

მმართველობა
მმართველობის ინოვაციასაზედამხედველო საბჭოს მიმოხილვასაზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესისაზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევებისაზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციებისაზედამხედველო საბჭოს შექმნასაზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვებიMeta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებითსამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება

უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზებიუსაფრთხოების საფრთხეებიშეტყობინება საფრთხეების შესახებ

მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიშიინტელექტუალური საკუთრებასახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზეშეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებითინტერნეტის ხარვეზებიანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებითმარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები

დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
დებულებები
საზოგადოების სტანდარტები
Meta-ს სარეკლამო სტანდარტები
სხვა დებულებები
Meta-ს გაუმჯობესების გზები
ასაკის შესაბამისი შიგთავსი
ფუნქციები
ჩვენი მიდგომა სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდებისადმი
ჩვენი მიდგომა ოპიოიდების ეპიდემიისადმი
ჩვენი მიდგომა არჩევნებისადმი
ჩვენი მიდგომა დეზინფორმაციისადმი
ჩვენი მიდგომა აქტუალური შიგთავსისადმი
ჩვენი მიდგომა Facebook-ის სიახლეების ზოლის რანჟირებისადმი
ჩვენი მიდგომა კლასიფიცირების განმარტებასთან დაკავშირებით
ხელმისაწვდომობა Meta-ში
კვლევის ხელსაწყოები
შიგთავსის ბიბლიოთეკა და შიგთავსის ბიბლიოთეკის API
რეკლამების ბიბლიოთეკის ხელსაწყოები
სხვა საძიებო ხელსაწყოები და მონაცემთა სიები
წესების აღსრულება
დარღვევების გამოვლენა
ზომების მიღება
მმართველობა
მმართველობის ინოვაცია
საზედამხედველო საბჭოს მიმოხილვა
საზედამხედველო საბჭოში გასაჩივრების წესი
საზედამხედველო საბჭოს განსახილველი შემთხვევები
საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაციები
საზედამხედველო საბჭოს შექმნა
საზედამხედველო საბჭო: დამატებით დასმული შეკითხვები
Meta-ს წელიწადში ორჯერ გამოცემული სიახლეები საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით
სამეთვალყურეო საბჭოს გავლენისთვის თვალყურის მიდევნება
უსაფრთხოება
საფრთხეების ხარვეზები
უსაფრთხოების საფრთხეები
შეტყობინება საფრთხეების შესახებ
მოხსენებები
საზოგადოების სტანდარტების აღსრულების ანგარიში
ინტელექტუალური საკუთრება
სახელმწიფო მოთხოვნები მომხმარებლების მონაცემებზე
შეზღუდვები შიგთავსზე ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით
ინტერნეტის ხარვეზები
ანგარიში ფართოდ გავრცელებულ შიგთავსთან დაკავშირებით
მარეგულირებელი და გამჭვირვალობის სხვა ანგარიშები
ქართული
კონფიდენციალურობის დებულებამომსახურების პირობებიქუქი-ფაილები