სპამი

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ჩვენ არ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც ნახვების ხელოვნურად გაზრდის მიზნით იქმნება და მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას ან გადატვირთვას. ასეთი შიგთავსი ართმევს ადამიანებს ჩვენს პლატფორმებში ავთენტურად ჩართვის შესაძლებლობას და შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენი სერვისების უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და გამოყენებადობას. ასევე, ჩვენ ვცდილობთ ავირიდოთ შეურაცხმყოფელი ტაქტიკა, როგორიცაა მატყუარა ბმულების გავრცელება, რათა მომხმარებლები, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ ეჭვი ბმულის სიცრუეზე, მოატყუონ შეცდომაში შემყვანი ფუნქციონალის/კოდის ან სანდო დომეინის სახელის მითვისების მეშვეობით.
ონლაინ სპამი მომგებიანი ინდუსტრიაა. აუცილებელია, რომ ჩვენი დებულებები და აღმოჩენის მეთოდები მუდმივად ვითარდებოდეს, რათა ფეხი აუწყოს სპამის ახალ ტენდენციებსა და ტაქტიკებს. სპამის საწინააღმდეგო ზომების მიღებისას, ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი — ერთი მხრივ, გავზარდოთ ხარჯები მათთვის, ვინც სპამს ქმნის და ავრცელებს ჩვენს პლატფორმებზე და, ამავდროულად, დავიცვათ ჩვენი საზოგადოების აქტიური და ავთენტური საქმიანობა.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
  • ძალიან მაღალი სიხშირით, ხელით ან ავტომატური საშუალებებით, შიგთავსის გამოქვეყნება, გაზიარება, ან მასთან ურთიერთქმედება ან ანგარიშების, ჯგუფების, გვერდების, ღონისძიებების ან სხვა აქტივების შექმნა.
    • ჩვენ შეიძლება დავაწესოთ შეზღუდვები ნაკლებად აქტიურ ანგარიშებზეც, თუ არსებობს სპამის (მაგ., როგორიცაა შიგთავსის განმეორებითი გამოქვეყნება) ან არაავთენტურობის ნიშნები.
  • პლატფორმის აქტივების, როგორებიცაა ანგარიშები, ჯგუფები, გვერდები და სხვა გაყიდვა, შეძენა ან გაცვლა (მათ შორის მისი წარუმატებელი მცდელობები).
  • საიტის პრივილეგიების — როგორებიცაა ადმინისტრატორის ან მოდერატორის როლი ან კონკრეტულ სივრცეებში გამოქვეყნების უფლება — გაყიდვა, შეძენა ან გაცვლა (მათ შორის წარუმატებელი მცდელობები).
  • შიგთავსის გაყიდვა, შეძენა ან გაცვლა (მათ შორის წარუმატებელი მცდელობები) ისეთი რამის სანაცვლოდ, რასაც ფულადი ღირებულება გააჩნია. გამონაკლისია გამოკვეთილად ბრენდირებული შიგთავსი, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი ბრენდირებული შიგთავსის დებულებებში..
  • ჩართულობის სანაცვლოდ — როგორიცაა მოწონებები, გაზიარებები, ნახვები, გამოწერები, დაწკაპუნებები, კონკრეტული ჰეშთეგების გამოყენება — გაყიდვა, შეძენა ან გაცვლა (მათ შორის წარუმატებელი მცდელობები). აღნიშნული მოიცავს შემდეგს:
    • ჩართულობის სანაცვლოდ ფულის ან ფულის ეკვივალენტის მოგების შესაძლებლობის შეთავაზება (მაგ., ვინც ჩემს გვერდს მოიწონებს, მონაწილეობას მიიღებს 500 დოლარის გათამაშებაში")
    • ჩართულობის სანაცვლოდ ფულადი ღირებულების მქონე ნებისმიერი რამის შეთავაზება (მაგ., თუ ჩემს გვერდს მოიწონებთ, მიიღებთ iPhone-ს!")
  • მოთხოვნა ან განცხადება, რომელიც დაპირებული შიგთავსის ნახვამდე ან ამ შიგთავსთან ურთიერთქმედებამდე მომხმარებლებისგან ჩართულობას (მაგ., მოწონებას, გაზიარებას) ითხოვს.
  • შეცდომაში შემყვანი URL-ების, დომენების ან აპლიკაციების გაზიარება, მათ შორის:
    • შენიღბვა: შენიღბვა გულისხმობს ჩვენი დებულებებისთვის გვერდის ავლის მცდელობას, რომელიც გამოხატულია ჩვენი კონტროლის სისტემებისთვის განსხვავებული შიგთავსის ჩვენებით (მაგალითად, URL-ები და აპლიკაციები), ხოლო პლატფორმაზე განსხვავებული შიგთავსის გამოქვეყნებით.
    • შეცდომაში შემყვანი ბმულები: ბმულის შემცველი შიგთავსი, რომელიც აქვეყნებს ერთი ტიპის შიგთავსს, თუმცა, რეალურად მისგან არსებითად განსხვავებული შიგთავსის შემცველია. ამაში, შესაძლოა, ასევე, იგულისხმებოდეს შიგთავსს, რომელიც ეხება კონკრეტულ აპლიკაციას ან პროგრამულ უზრუნველყოფას, თუმცა, რეალურად არ გულისხმობს მას.
    • მოტყუებით გადამისამართება: ვებსაიტები, რომელიც ქმედებას ითხოვს (მაგ., საკონტროლო გამოსახულებას (captcha), რეკლამის ნახვას, დაწკაპუნებას), რათა მომხმარებელმა იხილოს დაპირებული დანიშნულების გვერდის შიგთავსი, ხოლო, URL-ის დომენის სახელი იცვლება აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ან მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება სრულიად განსხვავებულ დომენზე, მომხმარებლის რაიმე მოქმედების გარეშე.
    • მოწონების/გაზიარების მომატება: მომხმარებლებისთვის მოთხოვნა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში (მოწონებების, გაზიარებების, გამოწერებისა თუ სხვა საჯარო ფორმის ჩართულობის გზით ) კონკრეტულ, ექსკლუზიურ შიგთავსზე წვდომის მოპოვების მიზნით.
    • ცრუ პლატფორმის ფუნქციონირება — მომხმარებლის მიერ ბმულზე გადასვლის მიზნით, ჩვენი მომსახურებების ფუნქციების ან ფუნქციონირების მიბაძვა, როგორიცაა სახსრების მოზიდვის, შიდა გამოკითხვების, სათამაშო ღილაკების, ან მოწონების ღილაკის მიბაძვა, სადაც აღნიშნული ფუნქცია რეალურად არ არსებობს ან არ ფუნქციონირებს ისე, როგორც მოსალოდნელია.
    • ცრუ სამიზნე გვერდის ფუნქციონირება: ვებსაიტები, რომელსაც მომხმარებლის ცრუ ინტერფეისი აქვს, რაც შემთხვევით ტრაფიკს ქმნის (მაგ., ამომხტარი/ფარული ფანჯარა, „კლიკჯეკინგი“ და ა.შ.). ეს მოიცავს ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა ხაფანგების დაგება — შეუსაბამო ამომხტარი ფანჯრის გამოჩენა, როდესაც პირი სამიზნე გვერდიდან გასვლას ცდილობს.
    • სამიზნე გვერდის ან დომენის იმიტაცია — პლატფორმის გარეშე სადესანტო გვერდი, URL, ან გარე ვებსაიტი ან დომენი, რომელიც თავს წარმოადგენს რეპუტაციის მქონე ბრენდად ან მომსახურებას, მათი სახელის, დომენის ან შიგთავსის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ბეჭდურ შეცდომებს, მართლწერის შეცდომებს ან სხვა საშუალებებს ცნობილი ვებსაიტების, დომენების ან ბრენდების სახელის მოსაპოვებლად, სხვა სანდო საიტების მსგავსი სამიზნე გვერდის გამოყენების გზით.
    • URL-ების ან ბმულების სხვა სახის შეცდომაში შემყვანი გამოყენება, რომელიც არსებითად ჰგავს ზემოთ ჩამოთვლილს.
  • ზემოთქმულის მიუხედავად, არ არის აკრძალული შემდეგი:
    • ჯვარედინი რეკლამირება, რომელიც არ არის გამოწვეული მესამე პირისთვის გადახდით.
    • გვერდის ან ჯგუფის ადმინისტრატორის ან მოდერატორის პასუხისმგებლობის გადაცემა სხვა მომხმარებელზე, რაც ეფუძნება გვერდისადმი ან ჯგუფისადმი ამ მომხმარებლის ინტერესს და არა სარგებლის გაცვლას.
    • გამოკვეთილად ბრენდირებული შიგთავსის გამოქვეყნება და გავრცელება.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება სპამთან დაკავშირებით
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს