ანგარიშის მთლიანობა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
უსაფრთხო გარემოსა და თავისუფალი გამოხატვის უფლების შესანარჩუნებლად ჩვენ ვზღუდავთ ან ვშლით საზოგადოებისთვის საზიანო ანგარიშებს. ჩვენ შევქმენით ავტომატური და მექანიკური სისტემების ერთობლიობა, რათა შევზღუდოთ და წავშალოთ ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი დებულებების უხეში ან მუდმივი დარღვევის მიზნით ჩვენს ნებისმიერ პროდუქტში.
იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიშის წაშლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ქმედებას, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, ჩვენს საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისწავლოს ჩვენი წესები და დაიცვას ჩვენი საზოგადოების სტანდარტები. მაგალითად, ჩვენ მიერ შიგთავსის ამოშლის თითოეულ შემთხვევაში, იგზავნება შეტყობინება და ასევე, უმეტეს შემთხვევებში, ადამიანებს ვაწვდით ინფორმაციას დარღვევის ხასიათისა და გამოყენებული შეზღუდვის შესახებ. ჩვენი წესების აღსრულების ქმედებები შექმნილია დარღვევის სიმძიმის, ანგარიშზე არსებული დარღვევების ისტორიისა და საზოგადოებისთვის მიყენებული რისკის ან ზიანის პროპორციულად. მიუხედავად განმეორებითი გაფრთხილებისა და შეზღუდვებისა, უწყვეტი დარღვევები ან ისეთი დარღვევები, რომლებიც ძლიერ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, ანგარიშის გაუქმებას გამოიწვევს.
იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს Meta თავისი დებულებების წესების აღსრულებას და როგორ ზღუდავს ანგარიშებს შეიტყვეთ მეტი გამჭვირვალობის ცენტრში.
ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ან გავთიშოთ შემდეგი ანგარიშების, სხვა სუბიექტების (გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები) ან ბიზნესაქტივების (ბიზნესის მმართველები, სარეკლამო ანგარიშები) მოქმედება:
  • არღვევს ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს და დარღვევას სდევს მნიშვნელოვანი ზიანი, ასევე, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი ზიანის რისკის გამო, მასთან დაკავშირებით მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს
  • არღვევს ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს, რაც გულისხმობს ნებისმიერ ზიანს, რომელიც ინდივიდის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი ზიანის რისკის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას მოითხოვს
  • არღვევს ჩვენს რეკლამირების სტანდარტებს, ასეთი დარღვევები მოიცავს მაცდუნებელ ქმედებებს ან ქმნის ბიზნესისთვის სახიფათო ზიანს
  • გამუდმებით არღვევს ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს დამრღვევი შიგთავსის გამოქვეყნებით და/ან დამრღვევი სუბიექტების ან ბიზნესაქტივების მართვით
  • გამუდმებით არღვევს ჩვენს რეკლამირების სტანდარტებს
  • დემონსტრირებული აქტივობა ან ქცევა, რომელიც მიუთითებს დარღვევის აშკარა მიზნებზე
ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ან გავთიშოთ ანგარიშების, სხვა სუბიექტების (გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები) ან ბიზნესაქტივების (ბიზნესის მმართველები, სარეკლამო ანგარიშები) მოქმედება, რომლებიც:
  • როგორც ანგარიში, ეკუთვნის იმავე პირს ან სუბიექტს, რომლის მოქმედებას გათიშულია
  • შექმნილია ან ხელახლა შექმნილია წინა ანგარიშის ან ერთეულის წაშლის გვერდის ავლის მიზნით, მათ შორის, რომლებიც შეფასებულია, როგორც ადრე წაშლილი ანგარიშების ან სუბიექტების საერთო საკუთრება ან შიგთავსი
  • შექმნილია მომხმარებელთან დასაკავშირებლად, რომელმაც დაბლოკა ანგარიში
  • გამოიყენება ჩვენი წესების აღსრულების მოქმედებებისგან თავის სხვაგვარად არიდების მიზნით
ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ან გავთიშოთ ანგარიშების, სხვა სუბიექტების (გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები) ან ბიზნესაქტივების (ბიზნესის მმართველები, სარეკლამო ანგარიშები) მოქმედება, რომლებიც:
  • მჭიდრო კავშირშია ანგარიშების ქსელსა ან სხვა სუბიექტებთან, რომლებიც არღვევს ან გვერდს უვლის ჩვენს დებულებებს
  • კოორდინაციაშია ანგარიშების ქსელსა ან სხვა სუბიექტებთან, რომლებიც მუდმივად ან უხეშად არღვევენ ჩვენს დებულებებს
  • აქტივობა ან ქცევა, რომელიც მიუთითებს დარღვევის აშკარა მიზნებზე ანგარიშების ქსელის მეშვეობით
ჩვენ ვიმუშავებთ, რათა შევზღუდოთ ან გავთიშოთ ის ანგარიშები ან სხვა სუბიექტები (გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები), ან ბიზნესაქტივების (ბიზნესის მმართველები, სარეკლამო ანგარიშები), რომლებიც მონაწილეობენ პლატფორმის მიღმა აქტივობაში, რამაც ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს პლატფორმას, მათ შორის, ისეთი ანგარიშები, რომლებიც:
  • ეკუთვნის სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს, ან ბავშვებსა თუ მოზარდებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს
  • ეკუთვნის განსაზღვრულ ერთეულს ან მუშაობს მისი სახელით
  • მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის აკრძალულია ჩვენი პროდუქტების, მომსახურებების ან პროგრამული უზრუნველყოფის მიღება
განსაზღვრულ შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია ანგარიშის შესახებ, რათა დავადგინოთ საკუთრების უფლება და/ან დასაშვები აქტივობა:
  • გატეხილი ანგარიშები
  • ანგარიშის ან სხვა სუბიექტის შექმნა ან გამოყენება ავტომატური საშუალებებით, როგორიცაა სკრიპტირება (თუ სკრიპტირების აქტივობა არ ხორციელდება ნებადართული მარშრუტების მეშვეობით და სხვაგვარად არ არღვევს ჩვენს დებულებებს)
  • ხანგრძლივად უმოქმედო, ცარიელი ანგარიშები
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
ანგარიშის მთლიანობასთან დაკავშირებით დახმარების მიღება
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს