მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
Meta მნიშვნელოვნად მიიჩნევსინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და მიზნად ისახავს დაიცვას ეს უფლებები და ამავდროულად, ხელი შეუწყოს საზოგადოების ნდობაზე აგებულ სივრცეში გამოხატვას, კრეატიულობასა და ინოვაციებს.
ამ მიზეზით, ჩვენ აღვასრულებთ დებულებას ისეთი ტიპის შიგთავსის გამოქვეყნების ნაწილში, რომელიც არღვევს სხვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მათ შორის საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშანს ან სხვა კანონიერ უფლებებს. ჩვენ ვაქვეყნებთ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის თაობაზე მიღებული გასაჩივრებების შესახებ ჩვენს ინტელექტუალური საკუთრების გამჭვირვალობის ცენტრში.
თუ ფიქრობთ, რომ შიგთავსი არღვევს თქვენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, შეგვატყობინეთ; ამისათვის, ეწვიეთ ჩვენს ინტელექტუალური საკუთრების დახმარების ცენტრს, ჩვენს ბიზნესის დაცვის გვერდს, ან განიხილეთ განაცხადის წარდგენა ბრენდის უფლებების დაცვაზე წვდომისათვის.
უფლებების მქონე ან უფლებამოსილი წარმომადგენლისგან საჩივრის მიღებისთანავე წავშლით ან შევზღუდავთ შემდეგ შიგთავსს:
  • საავტორო უფლებების დარღვევა.
  • სასაქონლო ნიშნის უფლებების დარღვევა.
  • ყალბი საქონლის გაყიდვა ან პოპულარიზაცია
  • ცრუ კავშირი ბრენდ(ებ)თან
  • ინტელექტუალური საკუთრების ან სხვა ტიპის საკუთრების უფლებების ნებისმიერი სხვა დარღვევა
ჩვენ ასევე ვშლით შიგთავსს, რომელიც:
  • შეიცავს ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ შიგთავსი ყიდის ან ხელს უწყობს ყალბ ბრენდირებულ საქონელს
  • შეიცავს პლატფორმის გარეშე ბმულებს ვებსაიტებზე, რომელთა მიზანია საეჭვო, ყალბი საქონლის გაყიდვა ან მისი პოპულარიზაცია
  • ყიდის ან პოპულარიზაციას უწევს სავარაუდო ყალბ საქონელს, რომელიც იდენტურია ან ძალიან ჰგავს შიგთავსს, რომელიც ყალბი უფლებების მფლობელის ნიშნით ადრე იყო გასაჩივრებული
  • აზიარებს, ხელს უწყობს ან ახალისებს სავარაუდო საავტორო უფლებების დარღვევას
ჩვენ ვშლით ანგარიშებს, რომლებიც:
  • ჩართულნი არიან წინამდებარე დებულების განმეორებითი დარღვევების ქმედებებში.
ჩვენ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც ავტორიზებულია უფლებების მფლობელის მიერ და შეესაბამება დადგენილი სამართლიანი გამოყენების პრინციპებს
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს