კიბერუსაფრთხოება

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება მოიცავს მათი პირადი ინფორმაციის, ანგარიშების, პროფილების და Meta-ს სხვა სუბიექტების დაცულობას, რომლებსაც ისინი შეიძლება მართავდნენ; ასევე, უფრო ფართო მასშტაბით ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებებსაც. დელიკატური პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ან უნებართვო წვდომის მცდელობები მოტყუებით ან ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აზიანებს იმ ავთენტურ, ღია და უსაფრთხო გარემოს, რომლის ხელშეწყობაც გვსურს.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
ანგარიშების დაუფლებისა და მათზე წვდომის მოპოვების უნებართვო მეთოდებს, მათ შორის:
  • ანგარიშებზე, პროფილებსა და Meta-ს სხვა სუბიექტებზე წვდომის მოპოვება შეცდომაში შემყვანი საშუალებებით ან ანგარიშის, პროფილისა თუ სუბიექტის მკაფიო თანხმობის გარეშე.
  • სხვა მომხმარებლის ავტორიზების, პერსონალური და სხვა სახის დელიკატური ინფორმაციის მიღება, მოპოვება და მოთხოვნა მათზე უნებართვო წვდომისთვის, მათ შორის, შემდეგი მეთოდებით:
    • ფიშინგი — კომუნიკაციის ტიპი ან ვებსაიტი, რომელიც წარმოჩენილია სანდო და რეპუტაციული იმიჯით და მიზნად ისახავს მომხმარებლის სენსიტიური ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვებას.
    • სოციალური ინჟინერია, მაგალითად, ანგარიშის ან პაროლის აღდგენის განმეორებადი მოთხოვნის მცდელობა.
    • მავნე პროგრამა, არასაჭირო აპლიკაციები ან ფაილები, ჯაშუშური პროგრამები და სხვა საზიანო კოდები, როგორც ისინი ქვემოთ არის აღწერილი.
საზიანო ან მავლე კოდების გაზიარების, დანერგვის, მასპინძლობის ან გავრცელების მცდელობა, მათ შორის:
  • მომხმარებლის წახალისება ან მოტყუება, რომ გადმოწეროს ან გაუშვას ფაილები, აპები ან პროგრამები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლის ონლაინ ან მონაცემების უსაფრთხოებას, მათ შორის:
    • საზიანო პროგრამები, ე.წ. კოდები ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც შექმნილია სისტემებზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვებისთვის. ეს მოიცავს პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული სისტემების დაზიანების მიზნით, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც შექმნილია მოტყუებულთათვის ფულის გამოძალვისთვის.
    • ჯაშუშური პროგრამა, ე.წ. კოდი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის შესახებ და უგზავნის მას მესამე მხარეებს, მომხმარებლების შეგნებული თანხმობის გარეშე, ან იყენებს ამ მონაცემებს უკანონო მიზნით (მაგ., სექსუალური ხასიათის შიგთავსის გამოქვეყნების მუქარით თანხის გამოძალვა, შანტაჟი, სისტემებზე უკანონო წვდომა).
    • მავნე პროგრამები, ე.წ. კოდი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც აზიანებს აპარატურას ან პროგრამულ უზრუნველყოფას და რომელთა კომპიუტერული სისტემიდან ან ქსელიდან მოშორება რთულია.
  • საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის, ბრაუზერის გაფართოებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, გაზიარება ან განთავსება პლატფორმაზე ან მის გარეთ, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ან პროდუქტებს და მომსახურებებს საფრთხეს უქმნის.
  • ჰაკერული შეტევის მუქარა, აღიარება, ან ხელშეწყობა — მათ შორის, ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის, კურსების, ან პროდუქტების გაზიარება ან რეკლამირება, რომლებიც გამოიყენება უსაფრთხოების სისტემებისთვის გვერდის ასავლელად, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც ახალისებს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ან ავტორიზაციის მონაცემების გატეხას
  • ონლაინური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა (მათ შორის, ვებჰოსტინგის მომსახურებები, დომენური სახელების სისტემური სერვერები და სარეკლამო ქსელები), რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს მომსახურებებზე ისეთი საეჭვო ბმულების არსებობას, რომლებიც არღვევს საზოგადოების სტანდარტების სპამისა და კიბერუსაფრთხოების განყოფილებებს.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
მიიღეთ დახმარება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებრივ სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს