იდენტობის ავთენტური წარმოდგენა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ავთენტურობა ჩვენი საზოგადოების საძირკველია. გვჯერა, რომ ავთენტურობა გვეხმარება, შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანები მნიშვნელოვანი ფორმით ანგარიშვალდებული არიან როგორც ერთმანეთის, ისე Meta-ს წინაშე. გვსურს, რომ დავუშვათ იდენტობის გამოხატვის მრავალი საშუალებების გამოყენება ჩვენს გლობალურ საზოგადოებაში და, ამავდროულად, თავიდან ავიცილოთ სხვა პიროვნებად თავის გასაღება და იდენტობის ცრუ წარმოდგენა. უსაფრთხო და ღია გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან და საზოგადოებას აშენებენ, ჩვენ არ ვუშვებთ ზოგიერთ ანგარიშსა და პროფილს, რომელთა შექმნისა და გამოყენების მიზანი სხვა პირების მოტყუებაა.
Facebook-ზე ჩვენ ადამიანებისგან ვითხოვთ, შექმნან ერთი ანგარიში იმ სახელის გამოყენებით, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ და რომელიც მათ ავთენტურ იდენტობას გამოხატავს. ჩვენ შევქმენით დამატებითი პროფილები, იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ ადამიანებს გამოხატონ თავიანთი იდენტობის განსხვავებული ნაწილები, ასევე, მათი ინტერესები და ბიზნესები.
ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მომსახურებების გამოყენებას და შევზღუდავთ ან გავთიშავთ Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის ანგარიშებს ან Facebook-ის სხვა სუბიექტებს (მაგალითად, გვერდებს, ჯგუფებს) იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
  • ეკუთვნის არასრულწლოვან ბავშვებს
  • შემდეგი გზით ასახიერებს სხვა პირს ან სუბიექტს:
    • ასეთი პირების სურათ(ებ)ის, სახელის ან მათი ინტერესების გამოყენება, სხვა პირთა მოტყუების მიზნით
    • სხვა პირის ან სუბიექტის სახელით უნებართვო საუბარი (მაგ., გვერდის ან პროფილის შექმნის გზით)
  • სხვა პირის იდენტობის არასწორი წარმოდგენის შექმნაში ან სხვა პირების მოტყუებასა თუ შეცდომაში შეყვანაში მონაწილეობა იმისათვის, რათა ამით თავი აარიდონ წესების აღსრულებას ან დაარღვიონ საზოგადოების სტანდარტები. ვინაობის არასწორი წარმოდგენის შეფასებისას უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ, მაგალითად:
    • განმეორებითი ან მნიშვნელოვანი ცვლილებები ვინაობის შესახებ დეტალებში, როგორიცაა სახელი ან ასაკი
    • პროფილის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, როგორიცაა ბიოგრაფიული მონაცემები და პროფილის მისამართი
    • შაბლონური გამოსახულებების გამოყენება
  • ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დამრღვევი სახელის გამოყენება.
Facebook-ზე ჩვენ ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას ისეთი ზომების მიღებამდე, რომლებიც პროფილებისა თუ ანგარიშების მოქმედების დროებითი შეზღუდვიდან სამუდამო გაუქმებამდე მერყეობს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:
  • მიუთითებთ დაბადების არასწორ თარიღს
  • გამოიყენებთ სახელს, რომელიც არ არის თქვენი ნამდვილი სახელი და არ იყენებთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • შექმნით ერთ ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს ორ პიროვნებას ან გამოიყენება ორი პირის მიერ
  • შექმნით ან შეინარჩუნებთ რამდენიმე Facebook ანგარიშს
  • შექმნით ანგარიშს, იმ სუბიექტისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ადამიანს, მაგალითად, ბიზნესისთვის, შინაური ცხოველისა თუ გამოგონილი პერსონაჟისთვის
  • ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ცარიელ პროფილებს
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
იდენტობის ავთენტურ წარმოდგენასთან დაკავშირებით დახმარების მიღება
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს