ძალადობა და წაქეზება

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ჩვენი მიზანია ჩვენს პლატფორმებზე შიგთავსთან დაკავშირებული პოტენციური ქსელს მიღმა ძალადობის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, ჩვეულებრივ, ადამიანები ზიზღსა თუ უთანხმოებას მუქარით ან ძალადობისკენ მოწოდების არასერიოზული და შემთხვევითი გზებით გამოხატავენ, საზოგადოებრივი ან პირადი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ვშლით ისეთი ტიპის ტერმინოლოგიას, რომელიც ახალისებს ან მხარს უჭერს ძალადობას და რეალურ საფრთხეებს. ეს მოიცავს აგრესიულ გამონათქვამებს, რომელიც მიმართულია ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფისკენ, მათი დაცული მახასიათებლ(ებ)ის ან იმიგრაციის სტატუსის შესაბამისად. როდესაც მივიჩნევთ, რომ არსებობს ფიზიკური ზიანის რეალური საფრთხე ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე, ვშლით შიგთავსს, ანგარიშს და ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. აგრეთვე, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ენა და კონტექსტი, რათა განვასხვაოთ შემთხვევითი ან ცნობიერების ასამაღლებელი განცხადებები იმ შიგთავსისაგან, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ საფრთხეს საზოგადოებისა თუ პირადი უსაფრთხოებისთვის. საფრთხის რეალურობის დასადგენად შესაძლოა განვიხილოთ დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა პირის საჯარო ხილვადობა და მისი ფიზიკური უსაფრთხოების რისკები.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ძალადობის მისწრაფებას ან პირობით მუქარას, მათ შორის, იმედის გამოხატვას, რომ ძალადობა იქნება ჩადენილი, რომელიც მიმართულია ტერორისტებისა და სხვა მოძალადე აქტორების წინააღმდეგ (მაგალითად, „ტერორისტები იმსახურებენ სიკვდილს“, „იმედი მაქვს, რომ ისინი მოკლავენ ტერორისტებს“). ჩვენ ამგვარ მუქარას არარეალურად მივიჩნევთ, თუ არ არსებობს საპირისპიროს მტკიცებულება.
ჩვენ ამოვშლით შემდეგ შიგთავსს:
ჩვენ ვშლით სხვადასხვა სამიზნეებისკენ მიმართულ ძალადობის შესახებ მუქარის შემცველ შიგთავსს. ძალადობის მუქარა არის განცხადება ან ვიზუალი, რომელიც წარმოადგენს განზრახვას, მისწრაფებას ან მოწოდებას ძალადობისკენ კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის ან პირის მიმართ. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახის განცხადებებში, როგორიცაა, განზრახვის განცხადებები, ქმედებისკენ მოწოდებები, ადვოკატირება, იმედის გამოხატვა, მისწრაფების განცხადებები და პირობითი განცხადებები.
ჩვენ არ ვკრძალავთ მუქარას, როდესაც ის გაზიარებულია ცნობიერების ამაღლების ან დაგმობის კონტექსტში, როდესაც ნაკლებად მძიმე ფორმის მუქარა ხორციელდება კონტაქტური სპორტის კონტექსტში, ან გარკვეულ მუქარას ძალადობრივი აქტორების, მაგალითად, ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ.
საყოველთაო დაცვა ყველასთვის:
ყველა დაცულია შემდეგ საფრთხეებისგან:
  • ძალადობის მუქარა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (ან მაღალი სიმძიმის ძალადობის სხვა ფორმები)
  • ძალადობის მუქარა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება (ან საშუალო სიმძიმის ძალადობის სხვა ფორმები). ჩვენ ვშლით საჯარო პირებისა და ჯგუფებისკენ მიმართულ დაცულ მახასიათებლებთან დაკავშირებულ მუქარის შემცველ შიგთავსს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მუქარა რეალური. ჩვენ ასევე, ვშლით ნებისმიერი პირისკენ მიმართულ დაცულ მახასიათებლებთან დაკავშირებული მუქარის შემცველ შიგთავსს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მუქარა რეალური.
  • მაღალი ან საშუალო სიმძიმის ძალადობის დაშვება (რომელიც გამოხატულია წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით, ან ვიზუალურად გამოსახული მოძალადის ან პარტნიორის მიერ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის გაზიარებულია გამოსყიდვის, თავდაცვის, კონტაქტური სპორტის (და მუქარა წარმოდგენილია საშუალო ან ნაკლები სიმძიმის ფორმით) კონტექსტში, ან როცა განხორციელებულია სამართალდამცავი ორგანოების, სამხედრო ან სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლების მიერ
  • გატაცების მუქარა ან ამის ასახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ შიგთავსი გაზიარებულია მსხვერპლის ან მისი ოჯახის მიერ დახმარების მიღების თხოვნის მიზნით, ან გაზიარებულია საინფორმაციო, დაგმობის ან ცნობიერების ამაღლების მიზნით
დამატებითი დაცვა კერძო ზრდასრული პირების, ყველა ბავშვისთვის, მაღალი რისკის მქონე პირებისთვის და პირებისთვის ან ჯგუფებისთვის, მათ დაცულ მახასიათებლებზე დაყრდნობით:
ყველასთვის უნივერსალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფის გარდა, ყველა კერძო ზრდასრული (როდესაც თვითრეპორტირებულია), ბავშვი და პირი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუქარის სამიზნე გახდა მისი დაცულ მახასიათებლ(ებ)ის გამო, დაცულია დაბალი სიმძიმის ძალადობის საფრთხისგან.
სხვა ტიპის ძალადობა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაცვის ზომის გარდა, ჩვენ ასევე ვშლით შემდეგ შიგთავსს:
  • შიგთავსი, რომელიც მოითხოვს, გთავაზობთ მაღალი სიმძიმის ძალადობის სერვისებს, ან აღიარებს მათ შეთავაზებას (მაგალითად, დაქირავებული მკვლელები, დანაშაულის ჩასადენად დაქირავებული პირები, ტერორისტები, ქალის სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაციები), ან მხარს უჭერს ამ სერვისების გამოყენებას
  • ინსტრუქციები იარაღის დამზადების ან გამოყენების შესახებ, სადაც გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელიც ცალსახად ასახავს ადამიანების სერიოზულად დაჭრის ან მკვლელობის მიზანს, ან გამოსახულება, რომელიც აჩვენებს ან სიმულაციას უკეთებს საბოლოო შედეგს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტში მითითებულია, რომ შიგთავსი განკუთვნილია არაძალადობრივი მიზნებისთვის, როგორიცაა თავდაცვის სწავლება (მაგ. საბრძოლო მომზადება, საბრძოლო ხელოვნება) და სამხედრო მომზადება
  • ინსტრუქციები ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების ან გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიგთავსი შექმნილია არაძალადობრივი მიზნით როგორიცაა რეკრეაციული გამოყენება (მაგალითად, ფეიერვერკი და კომერციული ვიდეო თამაშები, თევზაობა)
  • იარაღის გამოყენების ან იარაღის კონკრეტულ ადგილებზე (მათ შორის და არა მხოლოდ სალოცავი ადგილები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კენჭისყრის ადგილები ან ადგილები, რომლებიც გამოიყენება ხმების დათვლის ან არჩევნების ადმინისტრირებისთვის) მიტანის მუქარა, ან მუქარა იარაღის ისეთ ადგილებში მიტანაზე, სადაც არსებობს დროებითი ძალადობის გაზრდილი რისკის სიგნალები.
  • ძალადობის მუქარა, რომელიც დაკავშირებულია ხმის მიცემასთან, ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან ან მის შედეგთან, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მუქარის სამიზნე პირი ან პირთა ჯგუფი.
  • გენდერული ძალადობის განდიდება, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილ ძალადობას ან პატივისცემაზე დამყარებულ ძალადობას
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
ჩვენ ამოვშლით შემდეგ შიგთავსს:
  • მუქარა სამართალდამცავების ან საარჩევნო მოხელეების მიმართ, მიუხედავად მათი საჯარო მოხელის სტატუსისა და მუქარის რეალურობისა.
  • ხდება ისეთი ფრაზების კოდირება, სადაც ძალადობის მეთოდი მკაფიოდ არ არის გამოხატული, მაგრამ მუქარა შენიღბული ან არა აშკარა, რაზედაც მეტყველებს როგორც საფრთხის სიგნალი, ისევე კონტექსტური სიგნალის ქვემოთ მოცემული სიიდან.
    • მუქარა: კოდირებული განცხადება, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგს:
      • საპასუხო შიგთავსის გაზიარება (მაგ., სურვილის გამოთქმა, რომ ვინმეს წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენოთ საჩივრის ან მუქარის პასუხად, რაც შეიძლება იყოს რეალური, ნაფიქრი ან მოსალოდნელი)
      • ძალადობის ისტორიულ ან მხატვრულ შემთხვევებზე მითითება (მაგ., შიგთავსი, რომელიც ემუქრება სხვებს ძალადობის ცნობილი ისტორიული შემთხვევების მოხსენიებით, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ან მხატვრულ გარემოში განხორციელდა)
      • მითითებები ძალადობის ისტორიულ ან გამოგონილ ინციდენტებზე (მაგ. შიგთავსი, რომელიც ემუქრება სხვებს ძალადობის ცნობილ ისტორიულ ინციდენტებზე მითითებით, რომლებიც ჩადენილია ისტორიის მანძილზე ან გამოგონილ გარემოში)
      • მიანიშნებს სენსიტიური ინფორმაციის ცოდნაზე ან აზიარებს მას, რაც, შესაძლოა, სხვებზე ძალადობას წარმოადგენდეს (მაგ., შიგთავსი, რომელიც აღნიშნავს ან გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის ცოდნას, რამაც ძალადობის მუქარა უფრო დამაჯერებელი შეიძლება გახადოს. ეს მოიცავს ადამიანის საცხოვრებელი მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასწავლებლის, ყოველდღიური მარშრუტის ან ამჟამინდელი მისამართის ცოდნაზე მინიშნებას)
    • კონტექსტი
      • ადგილობრივი კონტექსტი ან გამოცდილება ადასტურებს, რომ მოცემულმა ფრაზამ გარდაუვალი ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს.
      • შიგთავსის სამიზნე ობიექტი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი ამის შესახებ საჩივარს გვიგზავნის.
      • სამიზნეს წარმოადგენს ბავშვი.
  • კონკრეტულ ადგილებზე, მათ შორის და არა მხოლოდ სალოცავ ადგილებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კენჭისყრის ადგილებზე ან ადგილებზე, რომლებიც გამოიყენება ხმების დათვლის ან არჩევნების ადმინისტრირებისთვის იარაღის გამოყენების ან იარაღის მიტანის მუქარა (ან სხვების წაქეზება ასეთ ქმედებებზე), ან მუქარა იარაღის ისეთ ადგილებში მიტანაზე, სადაც არსებობს დროებითი ძალადობის გაზრდილი რისკის სიგნალები.
  • პრეტენზიები ან სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებული კორუფციის, დარღვევების, ან მიკერძოების შესახებ, როდესაც ის გაერთიანებულია სიგნალთან, რომლის მიხედვითაც, შიგთავსი შეიცავს ძალადობის მუქარას (მაგ., იარაღის აღების ან მოტანის მუქარა, იარაღის ვიზუალური გამოსახულებები, ცნობები ხანძრის, ქურდობის, ვანდალიზმის შესახებ), მათ შორის:
    • როდესაც სამიზნე ობიექტია ფიზიკური პირ(ებ)ი
    • როდესაც სამიზნე ობიექტია კონკრეტული ადგილმდებარეობა (ქვეყანა ან უფრო პატარა ტერიტორია)
    • სადაც სამიზნე არ არის გამოხატულად განსაზღვრული
  • შიგთავსი, რომელშიც ჩანს მითითებები არჩევნებთან დაკავშირებულ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე, რომელიც გაერთიანებულია ძალადობის მუქარის შემცველ სიგნალთან (მაგ., იარაღის აღების ან მოტანის მუქარა, იარაღის ვიზუალური გამოსახულებები, მითითებები ცეცხლის წაკიდებაზე, ქურდობაზე, ვანდალიზმზე).
  • ძლიერი ან საშუალო სისასტიკის ძალადობის მუქარა თავდაცვის ან სხვა ადამიანის დაცვის კონტექსტში, როცა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია.
    • ადამიანის მიმართ (სახელით ან სახით იდენტიფიცირებადი პირების, დაცული მახასიათებლების საფუძველზე გამოყოფილი ადამიანებისა და ბავშვების გარდა)
    • სახლში შევარდნის ან ადამიანთა შორის ძალადობის კონტექსტში, რომელიც მეორე მხარის ძალადობის პროპორციულია და წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს
    • ხმაზე სავარაუდო გავლენა გადაწონის გარდაუვალი ძალადობის რისკს
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
ძალადობასა და წაქეზებასთან დაკავშირებით დახმარების მიღება
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს