სახიფათო ორგანიზაციები და ინდივიდები
წესები დეტალურად
ცვლილებების ჟურნალი
დღეს
8 თებ. 2024
29 დეკ. 2023
29 აგვ.. 2023
27 აპრ.. 2023
23 დეკ. 2021
24 ნოე. 2021
15 ოქტ.. 2021
26 აგვ.. 2021
23 ივნ. 2021
22 ოქტ.. 2020
27 აგვ.. 2020
27 თებ. 2020
10 ოქტ.. 2019
27 სექტ.. 2019
28 დეკ. 2018
დებულების დასაბუთება
რეალურ სამყაროში არსებული ზიანის პრევენციისა და ხელის შეშლის მიზნით, ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ორგანიზაციებს ან პირებს, რომლებიც ძალადობრივ მისიას აცხადებენ ან ჩართული არიან ძალადობაში, არსებობდნენ ჩვენს პლატფორმებზე. აღნიშნულ ორგანოებს/პირებს ვაფასებთ ონლაინურად და ქსელის გარეთ გამოხატული ქცევის საფუძველზე, ძირითადად, ძალადობასთან მათი კავშირის მიხედვით. წინამდებარე დებულების თანახმად ვადგენთ პირებს, ორგანიზაციებსა და ხალხის ქსელს. ეს განსაზღვრებები დაყოფილია ორ რიგად, რომელიც მიუთითებს შიგთავსის აღსრულების დონეზე, 1-ელი რიგი მოიცავს ყველაზე ექსტენსიურ აღსრულებას, რადგან გვჯერა, რომ ამ ორგანოებს/პირებს ყველაზე მეტი კავშირი აქვთ ხაზგარეშე ზიანთან.
1-ელი რიგი ორიენტირებულია იმ ორგანოებზე/პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სერიოზულ ხაზგარეშე ზიანში — მათ შორისაა, მოქალაქეების მიმართ ძალადობის ორგანიზება ან დაცვა, ადამიანის ღირსების შემლახველი განმეორებითი ქცევა ან ადამიანთა მიმართ ზიანისთვის განმეორებითი ხელშეწყობა მათი დაცული მახასიათებლების გამო; ან სისტემატურ დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართვა. 1-ელი რიგი მოიცავს ძალადობრივ ორგანიზაციებს, დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ მეთაურებს (SDNTK); ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განსაზღვრულ ისეთ ორგანოებსა და სუბიექტებს, როგორიც არის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები (FTO) ან კონკრეტულად განსაზღვრული გლობალური ტერორისტები (SDGT). ჩვენ ამოვშლით 1-ელი რიგის ორგანიზაციების, აგრეთვე, მათი ლიდერების, დამფუძნებლებისა თუ გამორჩეული წევრების ქებას, მხარდაჭერასა და წარმომადგენლობას, მათ შორის მათი მისამართით გაურკვეველ მითითებებს.
გარდა ამისა, ჩვენ არ ვიღებთ ისეთ შიგთავსს, რომელშიც შექებულია, მხარდაჭერილია ან წარმოდგენილია ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც Meta განსაზღვრავს, როგორც წესების საწინააღმდეგო ძალადობრივ მოვლენებს, მათ შორის — ტერორისტული თავდასხმა, სიძულვილის მოვლენა, მასობრივი ძალადობა ან მასობრივი ძალადობის მცდელობა, სერიული მკვლელობა ან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ჩვენ, აგრეთვე, ვკრძალავთ აღნიშნული თავდამსხმელი პირ(ებ)ის (1) ქებას, მხარდაჭერას, ან წარმომადგენლობას; (2) დამნაშავეების მიერ შექმნილ შიგთავსს, რომელიც დაკავშირებულია ასეთ თავდასხმებთან; ან (3) მესამე პირთა გამოსახულებას, რომელიც ასახავს ხილულ მსხვერპლზე ასეთი თავდასხმის მომენტს. ჩვენ ასევე ამოვშლით შიგთავსს, რომელშიც შექებულია, მხარდაჭერილია ან წარმოდგენილია სიძულვილის ხელშემწყობი იდეოლოგიები, როგორიცაა ნაციზმი და თეთრი რასის უპირატესობა. ჩვენ ამოვშლით გაურკვეველ მითითებებს აღნიშნულ განსაზღვრულ მოვლენებსა თუ იდეოლოგიებზე.
მე-2 რიგი მოიცავს სახელმწიფოს გამოყოფილ მოძალადე ბოროტმოქმედებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო ან სამხედრო აქტორების წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში, თუმცა, რომელთა სამიზნე მიზანმიმართულად მოქალაქეები არ არიან. აღნიშნული ასევე მოიცავს ძალადობის გამღვივებელ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან მომავალი ძალადობისთვის მომზადებაში ან ადვოკატირებაში, მაგრამ დღესდღეობით ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობაში. ასევე, ისინი არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ არაერთხელ მიიღონ მონაწილეობა ჩვენი სიძულვილის ენის ან სახიფათო ორგანიზაციებისა და ინდივიდების შესახებ დებულებების დარღვევაში პლატფორმაზე ან მის გარეთ. ჩვენ ამოვშლით ასეთი ორგანიზაციების/პირების, აგრეთვე, მათი ლიდერების, დამფუძნებლებისა, თუ გამორჩეული წევრების განდიდებას, მატერიალურ მხარდაჭერასა და წარმომადგენლობას.
მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ შიგთავსი, რომელიც მოიცავს მითითებებს განსაზღვრულ სახიფათო ორგანიზაციებსა და პირებზე სოციალური და პოლიტიკური ტექსტის კონტექსტში. აღნიშნული მოიცავს შიგთავსის გაშუქებას, ნეიტრალურად განხილვას ან დაგმობას სახიფათო ორგანიზაციებისა და პირების ან მათი საქმიანობის შესახებ.
ახალი ამბების გაშუქება მოიცავს ინფორმაციას, რომელშიც ცნობიერების ამაღლების მიზნით გაზიარებულია ის ადგილობრივი და გლობალური მოვლენები, რომლებშიც ჩართული არიან განსაზღვრული საშიში ორგანიზაციები და პირები.
- მაგალითად, „ახალი ამბები: სომალიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-შაბაბმა აიღო“
- მაგალითად, „ვადები და საექსპერტო ანალიზი: როგორ განვითარდა სროლა Buffalo Supermarket-ში და რა თქვა დამნაშავემ სასამართლოში“
ნეიტრალური დისკუსია მოიცავს ფაქტობრივ განცხადებებს, კომენტარებს, კითხვებსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც არ გამოხატავს პოზიტიურ შეფასებას განსაზღვრული სახიფათო ორგანიზაციის ან ინდივიდისა და მათი ქცევის შესახებ.
- მაგალითად, „ალ-ქაიდა უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ISIS, ლიდერობისა და ფინანსების ნაკლებობის გამო“
- მაგალითად, „ანდერს ბრეივიკი არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს რადიკალიზაციის პროცესი“
დაგმობა მოიცავს უკმაყოფილებას, ზიზღს, უარყოფას, კრიტიკას, დაცინვასა და სხვა ნეგატიურ გამონათქვამებს განსაზღვრული საშიში ორგანიზაციის ან ინდივიდის და მათი ქცევის შესახებ.
- მაგალითად, „სალვადორ რამოსის დანაშაულზე გული მერევა. მოსამართლის სიტყვებმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან სასამართლოსგან არანაირი შეწყალება არ უნდა მიიღოს“
- მაგალითად, „ჰიტლერის დანაშაულები არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. ეს იყო ყველაზე დიდი ბოროტება“
ჩვენი დებულებები შექმნილია იმგვარად, რომ ადგილი ჰქონდეს ამ ტიპის დისკუსიებს და, ამავდროულად, ზღუდავდეს პოტენციური ზიანის რისკებს ქსელის გარეთ. ამრიგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანებმა, ნათლად მიუთითონ თავიანთი განზრახვები ასეთი შიგთავსის შექმნის ან გაზიარებისას. თუ მომხმარებლის განზრახვა ორაზროვანი ან გაურკვეველია, ჩვენ ნაგულისხმევად წავშლით ასეთ შიგთავსს.
ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენი დებულებები იძლევა დისკუსიის საშუალებას განსაზღვრული პირების ან აღნიშნული სახიფათო ორგანიზაციების წევრების ადამიანის უფლებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიგთავსი შეიცავს სხვა სახის ქებას, მხარდაჭერას, ან აღნიშნულ პირთა/ორგანიზაციების წარდგენას ან დებულებების სხვა დარღვევას, როგორიცაა ძალადობისკენ წაქეზება.
გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კორპორაციული დებულება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისადმი ჩვენი ერთგულების შესახებ.
ჩვენ ამოვშლით შემდეგ შიგთავსს:
ჩვენ ამოვშლით სხვადასხვა სახიფათო ორგანიზაციისა და პირების ქებასა და მხარდაჭერას. აღნიშნული კონცეფცია ვრცელდება თავად ორგანიზაციებზე, მათ აქტივობებსა და წევრებზე. ეს კონცეფცია კონკრეტული პოლიტიკური შედეგების მშვიდობიან დაცვას არ კრძალავს.
ქება, რომელიც განიმარტება ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილით:
- განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ძალადობრივი ან სიძულვილით მოტივირებული ქმედებების ლეგიტიმაცია ან დაცვა იმის მტკიცებით, რომ ამ ქმედებებს აქვთ მორალური, პოლიტიკური, ლოგიკური ან სხვა გამართლება, რაც მათ მისაღებს ან გონივრულს ხდის.
- მაგალითად, „ჰიტლერს ცუდი არაფერი გაუკეთებია.“
- განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ძალადობის ან სიძულვილის დახასიათება ან აღნიშვნა, როგორც მიღწევა ან წარმატება;
- მაგალითად, „ჰიზბულ მუჯაჰედინი იგებს ომს ქაშმირის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“
- წევრობის მისწრაფების შესახებ განცხადება ან განცხადება იმის შესახებ, რომ გსურთ იყოთ განსაზღვრული სუბიექტი ან კანონის საწინააღმდეგო ძალადობრივი მოვლენის ჩამდენი.
- მაგალითად, „მინდა შევუერთდე ISIS-ს და ვიყო ხალიფას ნაწილი“
ჩვენ ამოვშლით 1-ელი რიგისა და მე-2 რიგის ორგანოების/პირების და ასევე, განსაზღვრული ღონისძიებების განდიდებას.
1-ელი რიგისა და განსაზღვრული ღონისძიებების შემთხვევაში, შესაძლოა, ასევე წავშალოთ გაურკვეველი ან კონტექსტის გარეშე მითითებები, თუ მომხმარებლის განზრახვა მკაფიოდ არ იყო განმარტებული. აღნიშნული მოიცავს დამაბნეველ იუმორს, უსათაურო ან პოზიტიურ მითითებებს, რომელშიც განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის მიერ გამოხატული ძალადობა ან სიძულვილი ქებაშესხმული არ არის.
მხარდაჭერა, რომელიც განიმარტება ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილით:
- მატერიალური მხარდაჭერა
- ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ფინანსურ სტატუსს აუმჯობესებს, მათ შორის, ფულის მიწოდება ან გამორთმევა განსაზღვრული პირისთვის/ორგანიზაციისთვის;
- მაგ., „გააკეთეთ შემოწირულება KKK-სთვის“
- ნებისმიერი ქმედება, რომელიც მატერიალურ დახმარებას უწევს განსაზღვრულ ორგანიზაციას/პირს ან ღონისძიებას;
- მაგ., „თუ Sinaloa Cartel-სთვის დახმარების პაკეტების გაგზავნა გსურთ, გამოიყენეთ ეს მისამართი:“
- განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ან ღონისძიების სახელით რეკრუტირება;
- მაგ., „თუ ხალიფატისთვის ბრძოლა გსურთ, პირადში მომწერეთ“
- სხვა სახის მხარდაჭერა
- ინფორმაციისა თუ რესურსის მიმართვა, მათ შორის ოფიციალური კომუნიკაციების, განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ან ღონისძიების სახელით
- მაგ., განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის პირდაპირ ციტირება ისეთი წარწერის გარეშე, რომელიც გმობს, ნეიტრალურად განიხილავს ან ახალი ამბის მიწოდების ნაწილია.
- განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის ან ღონისძიების სახელით დახმარების მოწოდება;
- მაგალითად, „დაუკავშირდით Atomwaffen Division-ს — (XXX) XXX-XXXX“
ჩვენ ამოვშლით 1-ელი რიგის ნებისმიერ მხარდაჭერასა და მე-2 რიგის მატერიალურ მხარდაჭერას.
წარმომადგენლობა, რომელიც განიმარტება ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილით:
- გაცხადება იმისა, რომ თქვენ განსაზღვრული პირის/ორგანიზაციის წევრი ან თავად წარმოადგენთ განსაზღვრულ პირს/ორგანიზაციას;
- მაგ., „მე KKK-ს აგენტი ვარ“.
- ისეთი გვერდის, პროფილის, ღონისძიების, ჯგუფისა თუ სხვა Facebook გაერთიანების შექმნა, რომელიც არის ან ამტკიცებს, რომ წარმოადგენს განსაზღვრულ პირის/ორგანიზაციის საკუთრებას ან მათი სახელით იმართება ან არის ან ამტკიცებს, რომ წარმოადგენს განსაზღვრულ ღონისძიებას.
- მაგ., გვერდი სახელით „ამერიკული ნაცისტური პარტია.“
ჩვენ ამოვშლით 1-ელი რიგისა და მე-2 რიგის განსაზღვრული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და განსაზღვრულ ღონისძიებებს.
სახიფათო ორგანიზაციების ტიპები და რიგები
1-ელი დონე: ტერორიზმი, ორგანიზებული სიძულვილი, ფართომასშტაბიანი კრიმინალური საქმიანობა, მასობრივი ძალადობის მცდელობა, მასობრივი ძალადობა, სერიული მკვლელობა და წესების საწინააღმდეგო ძალადობრივი მოვლენები
ჩვენ პლატფორმაზე არ ვუშვებთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ მეთაურებს (SDNTK); სიძულვილს; ტერორიზმს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს (FTO) ან სპეციალურად განსაზღვრულ გლობალურ ტერორისტებს (SDGT). ასევე, არ ვიღებთ აღნიშნული ორგანიზაციების/სუბიექტების სხვა წარმომადგენელ პირებს. ჩვენ პლატფორმაზე არ ვუშვებთ აღნიშნული ორგანიზაციების მეთაურებსა და მნიშვნელოვან წევრებს; პლატფორმაზე არ ვიყენებთ მათ გამომსახველ სიმბოლოებს; ასევე, არ ვუშვებთ შიგთავსს, რომელშიც ისინი ან მათი ქმედებები შექებულია, მათ შორის, მათზე გაურკვეველ მითითებებს. ამასთანავე, ჩვენ ამოვშლით აღნიშნული ინდივიდებისა და ორგანიზაციების ნებისმიერ მხარდაჭერას.
ჩვენ ვკრძალავთ ისეთ შიგთავსს, რომელშიც შექებულია, მნიშვნელოვნად მხარდაჭერილია ან წარმოდგენილია ისეთი ღონისძიებები, რომელსაც Meta განსაზღვრავს, როგორც ტერორისტულ თავდასხმას, სიძულვილის მოვლენას, მასობრივ ძალადობას ან მასობრივი ძალადობის მცდელობას, სერიულ მკვლელობას, ან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს, ან წესების საწინააღმდეგო ძალადობრივ მოვლენებს. ჩვენ ასევე ვკრძალავთ (1) შიგთავსს, რომელშიც შექებულია, მხარდაჭერილია ან წარმოდგენილია ასეთი თავდასხმების ჩამდენ(ებ)ი; (2) დამნაშავეების მიერ შექმნილ შიგთავსს, რომელიც დაკავშირებულია ასეთ თავდასხმებთან; ან (3) მესამე პირთა გამოსახულებას, რომელიც ასახავს ხილულ მსხვერპლზე ასეთი თავდასხმის მომენტს.
ასევე, ჩვენ ვკრძალავთ სიძულვილით სავსე განსაზღვრული იდეოლოგიების ქებას, მხარდაჭერას ან წარმოდგენას, ისევე, როგორც გაურკვეველ მითითებებს.
ტერორისტული ორგანიზაციები და პირები, განმარტებული, როგორც არასამთავრობო მოძალადე აქტორები, რომლებიც:
- ჩართულნი არიან, იცავენ ან მხარს უჭერენ მიზანმიმართულ, დაგეგმილ ძალადობრივ აქტს,
- რომელიც იწვევს ან განზრახული აქვს გამოიწვიოს სიკვდილი, დასახიჩრება ან სერიოზული დაზიანება მოქალაქეების თუ სხვა პირებისა, რომლებიც არ იღებენ პირდაპირ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, შეიარაღებულ კონფლიქტურ სიტუაციაში, ან/და საკუთრების მნიშვნელოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილთან, სერიოზულ დასახიჩრებასთან თუ სერიოზულ დაზიანებასთან მოქალაქეებისა
- სამოქალაქო პირების, მთავრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულების, დაშინების ან/და ზემოქმედების მიზნით
- რათა მიაღწიონ პოლიტიკურ, რელიგიურ, ან იდეოლოგიურ მიზანს.
სიძულვილის სუბიექტი, განისაზღვრება, როგორც ორგანიზაცია ან ინდივიდი, რომელიც ავრცელებს და ახალისებს სიძულვილს სხვების მიმართ, მათი დაცული მახასიათებლების საფუძველზე. სუბიექტის საქმიანობა ხასიათდება, მინიმუმ, შემდეგი ქცევებით:
- ძალადობა, მუქარის რიტორიკა, ან შევიწროების საშიში ფორმები, რომელიც მიმართულია ადამიანების დაცულ მახასიათებლებზე;
- სიძულვილის ენის განმეორებითი გამოყენება;
- სიძულვილის იდეოლოგიების ან სხვა განსაზღვრული სიძულვილის სუბიექტების წარმოდგენა და/ან
- სხვა განსაზღვრული სიძულვილის სუბიექტების ან სიძულვილის იდეოლოგიების ქება ან მხარდაჭერა.
დანაშაულებრივი ორგანიზაცია განისაზღვრება, როგორც სამი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც:
- ერთიანდება სახელწოდების, ფერ(ებ)ის, ჟესტიკულაცი(ებ)ის ან ცნობილი მაჩვენებლით და
- ჩართულია ან არსებობს საფრთხე, რომ ჩაერთვება ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, როგორიცაა მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა ან გატაცება.
მასობრივი ძალადობა და სერიული მკვლელობა
- ჩვენ ვთვლით, რომ მასობრივი ძალადობა ან მასობრივი ძალადობის მცდელობაა, როდესაც ერთ ინციდენტს შედეგად სამი ან მეტი მსხვერპლი მოჰყვება, რაც განისაზღვრება, როგორც სიკვდილი ან სერიოზული დაზიანებები. ასეთ შეტევაში მონაწილე ნებისმიერი პირი ჩაითვლება მასობრივ მოძალადედ ან მასობრივი ძალადობის მცდელობის ჩამდენად.
- ნებისმიერი ინდივიდი, რომელმაც ჩაიდინა ორი ან მეტი მკვლელობა სხვადასხვა ინციდენტით ან სხვადასხვა ადგილას, ითვლება სერიულ მკვლელად.
სიძულვილით სავსე იდეოლოგიები
- იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ორგანიზაციებისა და პირების კლასიფიკაციები ქცევაზეა ორიენტირებული, ვაღიარებთ, რომ ასევე არსებობს კონკრეტული იდეოლოგიები და რწმენები, რომელიც არსებითად უკავშირდება ძალადობას და ძალადობის გარშემო ადამიანთა გაერთიანების მცდელობას ან ადამიანების გარიყვას მათი დაცული მახასიათებლების საფუძველზე. ასეთი შემთხვევების დროს ვნიშნავთ თავად იდეოლოგიას და ჩვენი პლატფორმიდან ამოვშლით ამ იდეოლოგიის მხარდამჭერ შიგთავსს. ეს იდეოლოგები შემდეგია:
- ნაციზმი
- თეთრი რასის უპირატესობა
- თეთრი რასის ნაციონალიზმი
- თეთრი რასის სეპარატიზმი
- ჩვენ ამოვშლით აღნიშნული იდეოლოგიის ქებას, მხარდაჭერას და წარმომადგენლობას, ასევე ამოვშლით იმ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რომელიც თავს მიაკუთვნებენ ამ რომელიმე სიძულვილით სავსე იდეოლოგიას.
მე-2 დონე: არასამთავრობო მოძალადე აქტორები და ძალადობის გამღვივებელი სუბიექტები
Meta-ს მიერ არასამთავრობო მოძალადე აქტორებად და ძალადობის გამღვივებელ სუბიექტებად განსაზღვრულ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ეკრძალებათ Facebook-ზე ყოფნა თავად ან მათი წარმომადგენლის სახელით. ვინაიდან აღნიშნული საზოგადოებები აქტიურად მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფო ან სამხედრო პირების წინააღმდეგ ძალადობაში (არასამთავრობო მოძალადე აქტორები) ან ამზადებენ, ან მხარს უჭერენ, ან ქმნიან პირობებს მომავალი ძალადობისთვის (ძალადობის გამღვივებელ სუბიექტებს), ამ პირების მატერიალური მხარდაჭერა დაუშვებელია. ჩვენ ასევე წავშლით ასეთი პირების ქებას.
არასამთავრობო მოძალადე აქტორები, განსაზღვრულია, როგორც ნებისმიერი არასამთავრობო მოძალადე აქტორი, რომელიც:
- მონაწილეობს მაღალი სიმძიმის ძალადობრივ მიზანმიმართულ და დაგეგმილ ქმედებებში, რომელთა სამიზნეს წარმოადგენს მთავრობა, სამხედროები ან სხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ საომარ მოქმედებებში შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობენ და მაღალი სიმძიმის ძალადობრივი ქმედების სამიზნედ მიზანმიმართულად და პირდაპირ სამოქალაქო პირებს არ ირჩევენ; და/ან
- უზღუდავს საზოგადოებებს კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურაზე ან ბუნებრივ რესურსებზე წვდომას; და/ან
- მონაწილეობს თავდასხმების ისეთ მოდელებში, რომლებიც მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად დააზიანოს ინფრასტრუქტურა და რომელიც არ არის დაკავშირებული სიკვდილთან, სერიოზულ დაზიანებასთან ან მშვიდობიანი მოსახლეობის სერიოზულ ზიანთან.
ძალადობის გამღვივებელი სუბიექტები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალადობის გამღვივებელი სუბიექტი (არასპეციალიზებული) არის სახელმწიფოს გამოყოფილი ბოროტმოქმედი, რომელიც:
- შეიარაღებას იყენებს წვრთნის, კომუნიკაციის ან დასწრების მიზნით; და გაწვრთნილია ან მოქმედებს, როგორც არაოფიციალური სამხედრო ან უსაფრთხოების ძალა; და
- კოორდინაციას უწევს შიდასაზოგადოებრივი ძალადობის ან სამოქალაქო ომის მომზადებას; ან ან
- პროპაგანდას უწევს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობას ან სამოქალაქო ღონისძიებების ძალადობრივ ჩაშლას; ან
- მონაწილეობას იღებს ქურდობაში, ვანდალიზმში ან ქონების სხვა სახის დაზიანებაში; ან
- მონაწილეობას იღებს საშუალო სიმძიმის ძალადობაში სამოქალაქო ღონისძიებაზე; ან
- პროპაგანდას უწევს იარაღის იმ ადგილზე მიტანას, სადაც გაცხადდა პროტესტის ფონზე ხალხის დაშინება
ძალადობის გამღვივებელი შეთქმულების ქსელებიარის არასამთავრობო მოძალადე აქტორი, რომელიც:
- იდენტიფიცირდება სახელით, მისიის განცხადებით, სიმბოლოთი ან საზიარო ლექსიკონით; და
- ხელს უწყობს უსაფუძვლო თეორიებს, რომლებითაც ცდილობს მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური პრობლემების, მოვლენებისა და გარემოებების საბოლოო მიზეზები ახსნას ორი ან მეტი ძლიერი ბოროტმოქმედის საიდუმლო შეთქმულების შესახებ პრეტენზიებით; და
- აშკარად მხარს უჭერდა ან პირდაპირ იყო დაკავშირებული იმ მიმდევრების მიერ ხაზგარეშე, ფიზიკური ზიანის მოდელთან, რომლებიც მოტივირებულნი არიან ქსელის მიერ გავრცელებული უსაფუძვლო თეორიებში გამოვლენილი სავარაუდო ზიანისადმი ყურადღების გამახვილების ან მათი გამოსწორების სურვილით.
სიძულვილის გამოხატვის მიზეზით აკრძალული ორგანოები არის არასამთავრობო მოძალადე აქტორი, რომელიც:
- ჩართულია სიძულვილის გამომხატველ განმეორებად ქცევაში ან რიტორიკაში, მაგრამ არ არის 1-ელი რიგის სუბიექტის დონის, რადგან არ მონაწილეობდა ან პირდაპირ არ უჭერდა მხარს ძალადობას, ან არ აქვს საკმარისი კავშირები წინათ განსაზღვრულ ორგანიზაციებთან ან პირებთან.
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
- განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დადგინდა, რომ შიგთავსი სატირული ხასიათისაა, ჩვენ დავუშვებთ ამ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არღვევდეს საზოგადოების სტანდარტებს. შიგთავსი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის წესების საწინააღმდეგო ელემენტები სატირულად არის გადმოცემული ან მიეწერება რაიმეს ან სხვა ვინმეს, მათი დაცინვის ან გაკრიტიკების მიზნით.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება სახიფათო პირებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებით
გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს