ადგილობრივად არაკანონიერი შიგთავსი, პროდუქტები ან მომსახურებები

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
თუ მარეგულირებელი ორგანოები ან სამთავრობო უწყებები ჩათვლიან, რომ ჩვენს სერვისებზე განთავსებული შიგთავსი ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას, მათ უფლება აქვთ მოგვმართონ შიგთავსის შეზღუდვის მოთხოვნით. არასამთავრობო ერთეულებსა და საზოგადოების წევრებს ასევე აქვთ უფლება გამოგვიგზავნონ საჩივრები უკანონო შიგთავსის თაობაზე. ასევე, შესაძლოა მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილებები.
საჩივრის ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, განვიხილავთ, თუ რამდენად ეწინააღმდეგება შიგთავსი ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს. თუ დავადგენთ, რომ შიგთავსი ეწინააღმდეგება ჩვენს დებულებებს, მას წავშლით. თუ შიგთავსი არ ეწინააღმდეგება ჩვენს დებულებებს და შეესაბამება ჩვენს, როგორც Global Network Initiative-ის წევრი ორგანიზაციის მიზნებს და ჩვენს ადამიანის უფლებების კორპორაციულ დებულებას, საჩივრის საფუძვლიანობის დასადგენად ვატარებთ საგულდაგულო ​​სამართლებრივ შემოწმებასა და, ასევე, ადამიანის უფლებათა სათანადო გამოკვლევას.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიგვაჩნია, რომ საჩივარი სამართლებრივად არასწორი, ზედმეტად ფართო და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა, შესაძლოა, მოვითხოვოთ განმარტება ან არ მივიღოთ ზომები.
როდესაც ვიღებთ ზომებს შიგთავსის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას და არა ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს, ვზღუდავთ შიგთავსზე წვდომას მხოლოდ იმ იურისდიქციაში, სადაც ის უკანონოდ ითვლება და არ ვაწესებთ სხვა სანქციებსა თუ შეზღუდვებს ფუნქციების გამოყენებაზე. ასევე, ვატყობინებთ იმ მომხმარებელს, რომელზეც ჩვენმა გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია.
ასევე, ანგარიშებს, სადაც დეტალურად განვსაზღვრავთ, თუ როგორ ვაფასებთ ადგილობრივი კანონმდებლობის დამრღვევ შიგთავსთან დაკავშირებულ საჩივრებს და სადაც წარმოვადგენთ შემთხვევებს, როდესაც შევზღუდეთ შიგთავსზე წვდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვაქვეყნებთ აქ.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
ადგილობრივად არაკანონიერ შიგთავსთან, პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებით დახმარების მიღება
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებრივ სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს