ადამიანების ექსპლუატაცია

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით ჩვენ ვშლით შიგთავსს, რომელიც ხელს უწყობს ან კოორდინაციას უწევს ადამიანთა ექსპლუატაციას, მათ შორის ადამიანების ტრეფიკინგს. ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) განვსაზღვრავთ, როგორც ბიზნესს, რომელიც სარგებლის მიღების მიზნით აღკვეთს ვინმეს თავისუფლებას. ადამიანთა ექსპლუატაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანებზე ძალადობენ, რომ მათი ნების წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღონ კომერციული ხასიათის სქესობრივ აქტივობაში, შრომაში ან სხვა სახის აქტივობაში. იგი ეფუძნება ტყუილს, ძალდატანებასა და იძულებას და ადამიანებს ართმევს თავისუფლებას, სხვისთვის ეკონომიკური და მატერიალური სარგებლის მოტანის სანაცვლოდ.
ადამიანებით ვაჭრობა მრავალმხრივი და გლობალურია; ეს შესაძლოა შეეხოს ნებისმიერს განურჩევლად ასაკის, სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა და ადგილმდებარეობისა. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება და ტრეფიკინგის ნებისმიერი არსებული შემთხვევა შესაძლოა მოიცავდეს განვითარების სხვადასხვა სტადიას. აღნიშნული შევიწროების ძალადობრივი ბუნებიდან გამომდინარე, მსხვერპლს არ შეუძლია თანხმობის მიცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიფრთხილით ვეკიდებით და ვმიჯნავთ ტერმინებს „ადამიანებით ვაჭრობა“ და „კონტრაბანდა“, ეს ორი შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან და ერთად გამოვლინდეს. ადამიანთა გადაყვანას კონტრაბანდული გზით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაზღვრავს, როგორც საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთით სახელმწიფოში უკანონო შესვლის უზრუნველყოფას ან აღნიშნულში დახმარებას. ძალდატანებისა და იძულების გარეშეც, ამან შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოს ისეთი მოწყვლადი ინდივიდების ექსპლუატაცია, რომლებიც ცდილობენ სამშობლოს დატოვებას უკეთესი ცხოვრების შექმნის მიზნით. გადაადგილების თვალსაზრისით, ადამიანთა გადაყვანა კონტრაბანდული გზით წარმოადგენს დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო ექსპლუატაციის თვალსაზრისით, ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს დანაშაულს ინდივიდის წინაშე.
ტრეფიკინგისა და ადამიანების არალეგალურად გადაყვანის დაგმობის, გაშუქებისა თუ აღნიშნული თემების დაგმობის გარდა, დაშვებულია კონტენტი, რომელიც ითხოვს ან აზიარებს ინფორმაციას პირადი უსაფრთხოების და საზღვრის კვეთის, თავშესაფრის ძიებისა თუ ქვეყნის დატოვების შესახებ.
არ გამოქვეყნდება:
შიგთავსი, აქტივობა ან ინტერაქცია, რომელიც აგროვებს ადამიანებს, ხელს უწყობს ან ექსპლუატაციას უწევს ადამიანებს ტრეფიკინგის რომელიმე შემდეგი ფორმის გამოყენებით:
  • ტრეფიკინგი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით (ნებისმიერი კომერციული სექსუალური აქტივობა არასრულწლოვანთან ან ნებისმიერი კომერციული სექსუალური აქტივობა ზრდასრულთან, რომელიც შეიცავს ძალის გამოყენებას, თაღლითობას, ან იძულებას)
  • ბავშვებით ვაჭრობა ან უკანონო გაშვილება
  • ტრეფიკინგი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის მოხალისეობრივი სამუშაო მივლინებები
  • იძულებითი ქორწინებები (მათ შორის, ბავშვთა ქორწინება)
  • შრომითი ექსპლუატაცია (მათ შორის სავალო ვალდებულება)
  • ოჯახურ საქმიანობაში დამხმარე მონა
  • ისეთი ორგანოების ტრეფიკინგი, რომლებსაც არ აქვთ რეგენერაციული ფუნქცია, გარდა ორგანოების მოცილების, დონაციის ან ტრანსპლანტაციისა და ორგანოების დონაციისა ისეთ კონტექსტში, რომელიც არ არის დაკავშირებული ექსპლუატაციასთან.
  • დანაშაულებრივ საქმიანობაში იძულებითი ჩაბმა (მაგ.: იძულებითი მათხოვრობა, იძულებით ნარკოტიკების გავრცელება)
  • არასრულწლოვანთა ჯარში გაწვევა
შიგთავსი, რომელშიც მესამე პირი ეწევა კომერციულ სექსუალურ აქტივობაში დასაქმებას, ხელს უწყობს კომერციულ სექსუალურ აქტივობას ან იღებს მისგან სარგებელს (ფინანსურად ან სხვაგვარად)
შიგთავსი, რომელშიც შემოთავაზებულია მიგრანტთა კონტრაბანდის უზრუნველყოფა ან მისი ხელშეწყობა
შიგთავსი, რომელშიც მოთხოვნილია მიგრანტთა კონტრაბანდის მომსახურებები
ჩვენ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეესაბამება არსებულ პოლიტიკას და მასში მასალა გამოქვეყნებულია დაგმობის, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ან ახალი ამბების წარმოდგენის კონტექსტში.
ადამიანების ექსპლუატაციის ჩვენი დებულების მიხედვით, ჩვენი მიმომხილველები და ავტომატიზებული სისტემები გაითვალისწინებენ ქცევითი სიგნალების მრავალფეროვან სპექტრს, რათა გამოავლინონ დამრღვევი ანგარიშები და მიიღონ შესაბამისი ზომები.
  • ჩვენ შეიძლება ამოვშალოთ ანგარიშები წესების დამრღვევ სხვა ანგარიშებთან მათი ინტერაქციის, წესების დამრღვევ კონტენტთან ინტერაქციის ან მათი მოძიების, ან ჩვენი დებულების დარღვევისთვის ამოშლილ გაერთიანებებში (მაგალითად, ჯგუფებში) წევრობის გამო.
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
შესაძლოა წავშალოთ შიგთავსი, რომელიც ახორციელებს სამუშაოს შეთავაზებას ისეთ ადგილებში, სადაც შრომითი ექსპლუატაციის მაღალი რისკია, როდესაც ეს რისკი დადასტურებულია სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა სანდო პარტნიორების მიერ
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება ადამიანთა ექსპლუატაციასთან დაკავშირებით
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებრივ სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს