დებულების დასაბუთება
ვაცნობიერებთ, რომ გრაფიკული და ძალადობის შემცველი გამოსახულებების მიმართ ადამიანები განსხვავებულად მგრძნობიარენი არიან. ასეთი შიგთავსისგან მომხმარებელთა დასაცავად ჩვენ ვშლით ყველაზე მეტად გრაფიკულ შიგთავსს და ვამატებთ გამაფრთხილებელ ნიშნებს სხვა ტიპის შიგთავსზე, რათა ადამიანებმა მასზე დაწკაპუნებამდე იცოდნენ, რომ შესაძლოა ის მგრძნობიარე იყოს. ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის ვზღუდავთ ისეთი შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა მათთვის სათანადო ან ასაკობრივად შესაბამისი არ იყოს. ამ გზით, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მომხმარებლის სათანადო გამოცდილება და ამავდროულად, გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის საკუთარი თავის გამოხატვისთვის სივრცის უზრუნველყოფა.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ მომხმარებლებმა შეიძლება გააზიარონ შიგთავსი, რათა ნათელი მოჰფინონ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა ან შეიარაღებული კონფლიქტი დაგმონ ასეთი ქმედებები. ჩვენი დებულებები ითვალისწინებს, რომ შიგთავსი ამ კონტექსტშია გაზიარებული და იძლევა დისკუსიისა და ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობას.
ფასიან რეკლამებში დამატებითი დაცვის საშუალებებს უზრუნველვყოფთ. მაგალითისთვის, რეკლამებში დაუშვებელია სენსიტიურად მიჩნეული შიგთავსის გამოყენება. ასევე, ჩვენ ვკრძალავთ რეკლამებში ისეთი გამოსახულებებისა და ვიდეოების დართვას, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი, შემზარავი ან სხვაგვარად სენსიტიური იყოს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს სარეკლამო სტანდარტებს.
არ გამოქვეყნდება:
ადამიანთა გამოსახულებები
ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანების ვიდეოები არასამედიცინო კონტექსტში, რომლებიც ასახავს შემდეგს:
დანაწევრება.
შინაგანი ორგანოების ჩვენება, მაგალითად, ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებზე ღია ორგანოების, ძვლების ან კუნთოვანი ქსოვილის ჩვენება.
ცეცხლმოკიდებული ან დამწვარი ადამიანები; ან
ყელის გამოჭრა.
სიკვდილით დასჯის პირდაპირ რეჟიმში ტრანსლაცია.
სადისტური შენიშვნები
სადისტური შენიშვნები წარმოადგენს კომენტარებს, რომლებიც გამოხატულია სათაურების ან კომენტარების ფორმით და ასახავს სიხარულს ან სიამოვნებას ადამიანების ან ცხოველების ტანჯვის ან დამცირების მიმართ.
ჩვენ ვშლით შემდეგი ტიპის შიგთავსს
სადისტური შენიშვნები იმ გამოსახულებების (როგორც ვიდეოების, ისე სტატიკური სურათების) მიმართ, რომლებიც სხვაგვარად იღებს გამაფრთხილებელ ნიშანს წინამდებარე დებულების ფარგლებში და აფრთხილებს ადამიანებს ამგვარი შიგთავსის შემაშფოთებელი ხასიათის თაობაზე; გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი გამოსახულებები ასახავს თავდაცვის მოქმედებებს (მაგ. ვიდეო, სადაც ასახულია, რომ პირი თავს იცავს შეიარაღებული ძარცვისგან) ან ასეთი გამოსახულება მოცემულია სამედიცინო კონტექსტში (მაგ. სურათი, სადაც მოცემულია სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის პროცესი).
გამოხატული სადისტური შენიშვნები იმ გამოსახულებების მიმართ, სადაც ასახულია ცხოველების ტანჯვა ან მათი სიკვდილის პროცესი.
იმ გამოსახულების შეთავაზება ან მოთხოვნა, რომელიც წაშლილია ან რომელსაც მიღებული აქვს გამაფრთხილებელი ნიშანი წინამდებარე დებულების ფარგლებში, როდესაც მას თან ახლავს სადისტური შენიშვნები.
ამ შიგთავსისთვის, ეკრანზე გაფრთხილების ნიშანს ვურთავთ, რათა მაყურებელი მოემზადოს სენსიტიური კადრებისათვის. აგრეთვე, გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა (18+) შემდეგ შიგთავსზე:
ადამიანთა გამოსახულებები
ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანების ვიდეოები სამედიცინო კონტექსტში, რომლებიც ასახავს შემდეგს:
დანაწევრება.
შინაგანი ორგანოების ჩვენება, მაგალითად, ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებზე ღია ორგანოების, ძვლების ან კუნთოვანი ქსოვილის ჩვენება;
ცეცხლმოკიდებული ან დამწვარი პირების ჩვენება, მათ შორის კრემაციის კონტექსტში; ან
ყელის გამოჭრა.
სტატიკური გამოსახულება ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანებისა, რომელიც ასახავს შემდეგს:
დანაწევრება.
შინაგანი ორგანოების ჩვენება, მაგალითად, ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებზე ღია ორგანოების, ძვლების ან კუნთოვანი ქსოვილის ჩვენება.
ცეცხლმოკიდებული ან დამწვარი ადამიანები; ან
ყელის გამოჭრა.
გამოსახულება (როგორც ვიდეოების, ისე სტატიკური სურათების გამოსახულებები), რომელიც ასახავს ადამიანის ძალადობრივ სიკვდილს (მათ შორის, სიკვდილის ან მის შემდგომ მომენტებს) ან ადამიანს, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მოვლენას განიცდის (როგორიცაა მანქანას დაჯახება, დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა ან სხვა შესაძლო სასიკვდილო ფიზიკური ტრავმა).
პირის სიკვდილით დასჯის ამსახველი გამოსახულება (მათ შორის, ასეთი აქტის პირდაპირ რეჟიმში ტრანსლაცია).
სისასტიკის ამსახველი გამოსახულება (მაგ., ძალადობის აქტები ან იძულებით დაკავებული პირების სიცოცხლის მოსპობის მუქარა), რომელიც მიმართულია პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ.
არასამედიცინო უცხო საგნების (მაგ., დანები, ლურსმნები, ან მეტალის სხვა ნივთები) გამოსახულება, რომლებიც პირის კანში აღწევს.
გამოსახულება, რომელიც ასახავს ადამიანის გატეხილ, სისხლმდენ, ამოღებულ კბილებს, სადაც ნაჩვენებია სისხლდენა; ან უცხო საგნების შეყვანა კბილებსა თუ ღრძილებში.
გარდაცვლილი ნაყოფისა და ჩვილების გამოსახულება საშვილოსნოს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ სურათზე სხვა ადამიანიც არის გამოსახული.
ცხოველთა გამოსახულება
ცხოველების ამსახველი ნებისმიერი გამოსახულება, რომელშიც ნაჩვენებია ცოცხალი ან მკვდარი ცხოველი და სადაც ნაჩვენებია ცხოველთა დანაწევრება, მათი შინაგანი ორგანოები, მათი დაწვის, ან ცოცხლად მოხარშვის პროცესი.
ცხოველების სიკვდილის პროცესის ამსახველი გამოსახულება;
ადამიანების მიერ ცოცხალი ცხოველების მიმართ სისასტიკის ჩადენის ამსახველი გამოსახულებები (მაგ., ფეხის დარტყმა, დახრჩობა, ან ბუმბულის მოწყვეტა).
შემდეგი ტიპის შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას ვზღუდავთ და ვუშვებთ მხოლოდ 18 წელს მიღწეული მომხმარებლებისთვის:
ადამიანთა გამოსახულებები
ნაწილობრივ ან მთლიანად შიშველი, გარდაცვლილი ადამიანის გამოსახულება, თუნდაც თვალსაჩინოდ არ ეტყობოდეს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები.
გარდაცვლილი ნაყოფისა და ჩვილების გამოსახულება საშვილოსნოს გარეთ, როდესაც ასეთ სურათზე სხვა ადამიანიც არის გამოსახული.
ადამიანის კანში ნემსის შეღწევის გამოსახულება, გარდა კონტექსტისა, რომელიც უკავშირდება ვაქცინაციას, აკუპუნქტურას ან „მშრალი ნემსის მეთოდს“, ან ტატუირების, ან პირსინგის გაკეთების პროცესს.
გამოსახულებები, რომლებიც დაშავებულ ადამიანებს ასახავს სამედიცინო კონტექსტში, როდესაც ისინი ტკივილს ან სტრესს განიცდიან, ეტყობათ დალურჯებები, ან სახესა და/ან ხელებზე სამედიცინო მილი აქვთ.
ადამიანის ცხოველმოქმედების ნარჩენებისა და სხეულის სითხეების (მაგ., განავალი, შარდი, ნარწყევი, ყურის გოგირდი, ლორწო, კანის გამონაყოფი, ან სისხლი) გამოსახულება.
ავტომანქანის წვის ან აფეთქების გამოსახულება ან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სხვა ობიექტებთან შეჯახების მომენტის ან შეჯახების შედეგების გამოსახულება, სადაც მანქანა გზიდან გადადის და /ან ავტომობილის მძღოლი ან სამგზავრო კაბინა სერიოზულად დაზიანებულია.
ცხოველთა გამოსახულება
ცოცხალი თუ მკვდარი ცხოველების გამოსახულებები, რომლებზეც ჩანს სისხლის კვალი.
ცხოველების გამოსახულებები მშობიარობის კონტექსტში (მაგ., ჩანს სისხლი ან შინაგანი ორგანოები).
ცოცხალი თუ მკვდარი ცხოველების გამოსახულება, სადაც ჩანს მათი ორგანიზმიდან გამომავალი მწერები (მაგ., მატლები ან ჭიები).
გამოსახულებები, რაც ასახავს დაშავებულ ცხოველებს, რომლებიც ტანჯვას განიცდიან.
ფიქციური გამოსახულება
გამოგონილი ადამიანის გამოსახულება, შემდეგ კონტექსტში:
დანაწევრება;
ხილული შინაგანი ორგანოები, როგორიცაა ღია ორგანოები, ძვლები ან კუნთოვანი ქსოვილი;
დამწვარი ან დანახშირებული ადამიანები;
ყელის გამოჭრა; ან
ძალადობრივი სიკვდილი ან სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები.
გამოგონილი ადამიანის გამოსახულება, რომელიც ფოტორეალისტურია (სადაც სურათი მსგავსია ან ძალიან ჰგავს ნამდვილი ადამიანის ფოტოს ან ვიდეოს), შემდეგ კონტექსტში:
არასამედიცინო უცხო საგნები (მაგ., დანები, ლურსმნები, ან სხვა სამედიცინო ნივთები), რომლებიც კანში აღწევს;
ადამიანის ფეკალიები და სხეულის სითხეები (მაგ., განავალი, შარდი, ნარწყევი, ყურის გოგირდი, ლორწო, კანის გამონაყოფი), სისხლის გარდა;
გარდაცვლილი ჩვილების ან ნაყოფების გამოსახულება საშვილოსნოს გარეთ;
გამოგონილი, თუმცა, ფოტორეალისტური ცხოველების გამოსახულება, შემდეგ კონტექსტში:
დანაწევრება;
ხილული შინაგანი ორგანოები, როგორიცაა ღია ორგანოები, ძვლები ან კუნთოვანი ქსოვილი;
დამწვარი ან დანახშირებული ცხოველები;
ცხოველების ცოცხლად ხარშვა;
ასახულია სისხლი;
ცხოველების სიკვდილის პროცესი;
ადამიანები, რომლებიც ცოცხალი ცხოველების მიმართ სისასტიკეს სჩადიან (მაგ., ფეხის დარტყმა, დახრჩობა, ან ბუმბულის მოწყვეტა).
დაშავებული ცხოველების ტანჯვა
ცხოველები, რომელთა ორგანიზმიდანაც მწერები გამოდიან (მაგ., მატლები ან ჭიები).
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის ამსახველი გამოსახულება ან აუდიოჩანაწერი, როდესაც პირის სიკვდილი დადასტურებულია შესაბამისი სახელმწიფო ჩანაწერით, გარდაცვალების მოწმობით, ნოტარიული დოკუმენტით, ან მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით და რომლის წაშლაც მოთხოვნილია ასეთი პირის ოჯახის წევრის მიერ.
ვიდეო, რომელშიც, პროტესტის გამოხატვის მიზნით, თვითდაზიანების კონტექსტში ასახულია დამწვარი ან ცეცხლმოკიდებული ადამიანები.
ჩვენ შეიძლება დავუშვათ:
ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის ან სიცოცხლისათვის საშიში მოვლენის ამსახველი გამოსახულება, როდესაც ის შემთხვევითია