ზრდასრულთა სექსუალური მაძიებლობა და გამოხატულად სექსუალური ენა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
როგორც მოზრდილთა სექსუალური ექსპლუატაციის დებულებაშია აღნიშნული, ადამიანები ჩვენს მომსახურებებს სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის განხილვისა და მისთვის ყურადღების მისაქცევად იყენებენ. ჩვენ აღნიშნულის მნიშვნელოვნება კარგად გვესმის და გვსურს, ხელი შევუწყოთ ამის შესახებ მსჯელობას. ჩვენთან დაშვებულია დისკუსია სექსმუშაკთა უფლებებისა და რეგულაციების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვასხვავებთ შემთხვევებს, როცა შიგთავსი ხელს უწყობს არასრულწლოვნებს შორის სექსუალური ხასიათის შეხვედრებსა თუ კომერციულ სექსუალურ მომსახურებებს, ან როდესაც შიგთავსი ითხოვს პორნოგრაფიასა თუ სექსუალურ შიგთავსს ან ახდენს ასეთის შეთავაზებას. ამ ყოველივეს ვახორციელებთ იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ გარიგებები, რომლებიც, შესაძლოა, მოიცავდეს ტრეფიკინგს, იძულებასა და თანხმობის გარეშე განხორციელებულ სექსუალურ აქტს.
ჩვენ ვზღუდავთ სექსუალური ხასიათის გამოთქმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაჟინებული სექსუალური თხოვნა, რადგან შესაძლოა ჩვენს გლობალურ აუდიტორიაში ზოგიერთი ჯგუფი სენსიტიური იყოს ასეთი ტიპის შიგთავსის მიმართ და ამან შეაფერხოს ადამიანთა უნარი, ეკონტაქტონ მეგობრებსა და ფართო საზოგადოებას.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსი, რომელიც ითხოვს, სთავაზობს ან აზიარებს პროსტიტუციის მიზნით ვინმესთან დაკავშირების გზებს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეხვედრების შეთავაზებას ან მოთხოვნას ფულის ან რაიმე ღირებულის სანაცვლოდ, შემდეგი გზებით:
  • სექსუალური ხასიათის შეხვედრების შეთავაზება ან მოთხოვნა (მაგალითად, ესკორტის მომსახურება, სექსუალური/ეროტიკული მასაჟები, სექსუალური მიმოწერა ჩატებში/საუბრები, ფეტიში/დომინაციის მომსახურებები)
  • პროსტიტუციის აღმნიშვნელი ჟარგონული ტერმინების გამოყენება ხელმისაწვდომობის, ფასის, ან ფულის ან რაიმე ღირებული ნივთის, ადგილმდებარეობის, ან საკონტაქტო ინფორმაციის ტრანზაქციის თხოვნასა ან შეთავაზებასთან ერთად
  • სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ფასის ან ფულის ან რაიმე ღირებული ნივთის სანაცვლოდ გარიგების ნებისმიერი სიგნალის გამოყენებით
  • სექსუალური ხასიათის შეხვედრების ან პარტნიორობის გამოსახვა ან მათი ხსენება ფასის ან რაიმე ღირებულის ან ნატურით გადახდის შეთავაზებით.
  • ადამიანთა ექსპლუატაციის დებულებით დარეგულირებულია სხვა ადამიანების დაქირავება მესამე მხარის კომერციული სექს შრომისთვის ან ასეთი შრომის შეთავაზება.
შიგთავსი, რომელიც ჩართულია სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზების შეთავაზებით, მოთხოვნით ან წარმოდგენით, მაგალითად:
  • სქესობრივი აქტი ან სტიმულაცია
  • ორალური სექსი
  • სექსუალური ფეტიშები
  • სექსთან დაკავშირებული მიმოწერები ან დიალოგები
  • სექსუალური ან ეროტიკული მასაჟები
  • ეროტიკული ცეკვა ან სტრიპტიზი
  • შიშველი სურათების გაზიარება (მაგალითად, შიშველი, სექს-ვიდეოები)
შიგთავსი, რომელიც ითხოვს, სთავაზობს ან უზრუნველყოფს პორნოგრაფიული მასალის მოსაპოვებლად ვინმესთან დაკავშირების გზებს ან შეიცავს მომხმარებლის სახელებს ან პორნოგრაფიული ვებსაიტების ბმულებს.
გამოხატულად სექსუალური ენა, რომელიც იყენებს გამოხატულ ან გრაფიკულ დეტალებს შემდეგზე:
  • სასქესო ორგანოები,
  • სექსუალური აღგზნების მდგომარეობები (მაგ., სისველე ან ერექცია)
  • სექსუალური ხასიათის შეხვედრები
  • ზემოთ ჩამოთვლილი არ ვრცელდება შიგთავსზე, რომელიც გაზიარებულია იუმორისტული, სატირული ან სექსუალური ხასიათის ბილწსიტყვაობის კონტექსტში
ჩვენ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეესაბამება არსებულ დებულებას, როდესაც მასში მასალა გამოქვეყნებულია დაგმობის, განათლების, ცნობიერების ამაღლების ან ახალი ამბების წარმოდგენის კონტექსტში. ასევე არ ვკრძალავთ სექსუალური პრაქტიკის განხილვას წინამდებარე დებულების ფარგლებში. თუმცა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დებულების შესაბამისად, ეს შეიძლება შეიზღუდოს 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებით, რათა არასრულწლოვანებისთვის ასაკის შესაბამისი გამოცდილება იყოს ხელმისაწვდომი.
შემდეგი ტიპის შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას ვზღუდავთ და ვუშვებთ მხოლოდ ზრდასრული, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისათვის:
  • შიგთავსი, რომელიც განიხილავს სექსუალურ პრაქტიკებს ან გამოცდილებას
  • შიგთავსი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის სახელებს, ზრდასრულთა გამოწერის ვებსაიტების ბმულებსა თუ მათ ლოგოებს
  • სექსუალური ხასიათის ენა იუმორისტულ ან სატირულ კონტექსტში, მათ შორის სექსუალური მეტაფორები
  • სექსუალურად მაცდური ენა, რომელიც სექსუალური ხასიათის შეხვედრებს ეხება
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
  • განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დადგინდა, რომ შიგთავსი სატირული ხასიათისაა, ჩვენ დავუშვებთ ამ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არღვევდეს საზოგადოების სტანდარტებს. შიგთავსი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის წესების საწინააღმდეგო ელემენტები სატირულად არის გადმოცემული ან მიეწერება რაიმეს ან სხვა ვინმეს, მათი დაცინვის ან გაკრიტიკების მიზნით.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება ზრდასრულთა სექსუალური მაძიებლობასთან და გამოხატულად სექსუალურ ენასთან დაკავშირებით
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს