ზრდასრულთა სიშიშვლე და სექსუალური ხასიათის ქმედებები

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ჩვენ ვზღუდავთ სიშიშვლისა და სექსუალური აქტივობის ჩვენებას, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამ ტიპის შიგთავსის მიმართ მგრძნობიარე შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, მათი კულტურული წარმომავლობის ან ასაკის გამო.
გვესმის, რომ სიშიშვლის გაზიარებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი, მათ შორის, პროტესტის, რაიმე საკითხზე ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ან სამედიცინო მიზანი. ასეთი ტიპის შიგთავსი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზეზი არის სათანადო და აშკარად გამოხატული. მაგალითად, მაშინ, როცა ვზღუდავთ ქალის მკერდის ზოგიერთ სურათს, სადაც ჩანს კერტები, ამავდროულად, ვუშვებთ სხვა სურათებს, მათ შორის, იმათ, რომლებიც გამოხატავს პროტესტს, ძუძუთი კვებაში აქტიურად ჩართული ქალებისა და მასტექტომიის შემდგომი ნაიარევის თაობაზე (ზოგჯერ, მონიშნულია შემაშფოთებელი ხასიათის გამაფრთხილებელი ნიშნითა და ასაკობრივი შეზღუდვებით). ასევე, დაშვებულია რეალური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს შიშველ სხეულებს, როგორიცაა ნახატების, ქანდაკებების ფოტოები და სხვ. (ზოგჯერ მონიშნულია შემაშფოთებელი ხასიათის გამაფრთხილებელი ეკრანითა და ასაკობრივი შეზღუდვებით). ჩვენ ნაგულისხმევად ვშლით სექსუალური ხასიათის გამოსახულებას, რათა თავიდან ავიცილოთ თანხმობის გარეშე შექმნილი ან არასრულწლოვანთა შიგთავსის გაზიარება.
წინამდებარე დებულების ფარგლებში ვშლით სიშიშვლისა და სექსუალური აქტივობის ამსახველ რეალურ ფოტოებსა და ვიდეოებს, ხელოვნური ინტელექტის ან კომპიუტერის მიერ გენერირებული სიშიშვლისა და სექსუალური აქტივობის სურათებსა და ციფრულ გამოსახულებებს, მიუხედავად იმისა, გამოიყურება თუ არა ის „ფოტორეალისტურად“ (მაგალითად, ჰგავს თუ არა ის რეალურ პიროვნებას). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ასევე სიფრთხილით ვეკიდებით რეალურ სამყაროში ხელოვნებას და გარკვეულ სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების შიგთავსს, რაც დეტალურად არის აღწერილი დებულებაში.
ბავშვთა სიშიშვლესთან დაკავშირებული შიგთავსი განხილულია ჩვენს საზოგადოების სტანდარტში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის, ძალადობისა და სიშიშვლის შესახებ.
აკრძალულია შემდეგი შიგთავსის ყველა მომხმარებლისთვის გაზიარება:
ზრდასრულთა სიშიშვლე
  • ზრდასრულთა სიშიშვლის გამომსახველი ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულებები, თუ ეს ასახავს შემდეგს:
    • ხილული სასქესო ორგანოები (მათ შორის, როდესაც ისინი დაფარულია ბოქვენის თმით ან ციფრული გადაფარვით)
    • ხილული ანუსი და/ან ხილული დუნდულების ახლო ხედი
    • ქალის ძუძუს ხილული კერტები, ძუძუთი კვების გარდა, ან პროტესტის კონტექსტში
  • ფოტორეალისტური / ციფრული ვიდეოები, რომლებიც ფოკუსირებულია შორისზე, ქალის მკერდზე ან დუნდულებზე და გადაღებულია მათში ასახული პირ(ებ)ის ინფორმირების გარეშე
  • გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული შეზღუდვებით, შესაძლოა, ზრდასრულთა შიშველი სხეულის გამოსახვა დამატებით, სპეციალურ კონტექსტებში, მაგალითად, სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში, დავუშვათ. ეს უფრო დეტალურად არის განხილული ქვემოთ მოცემულ ნაწილებში.
ზრდასრულთა სექსუალური ხასიათის აქტივობა
  • ზრდასრულთა სექსუალური ხასიათის აქტივობის ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულებები, მათ შორის:
    • აშკარა სექსუალური აქტივობა ან სტიმულირება:
      • აშკარა სქესობრივი კავშირი ან ორალური სექსი, როგორც ამას მიუთითებს პიროვნების პირის ღრუს ან სასქესო ორგანოს სხვა ადამიანის სასქესო ორგანოში ან ანუსთან შეხება ან სასქესო ორგანოები, რომლებიც მოთავსებულია სექს-სათამაშოზე ან ჩადებულია მასში, როდესაც ხილულია, სულ მცირე, ერთი ადამიანის სასქესო ორგანო ან ანუსი
      • პირის სასქესო ორგანოების ან ანუსის აშკარა სტიმულაცია, როგორც ამას მიუთითებს სტიმულაციაზე, ან სექს-სათამაშოების ჩასმა პირის სასქესო ორგანოსა ან ანუსში, როდესაც უშუალოდ ჩანს კონტაქტი სასქესო ორგანოებსა თუ ანუსთან
    • იმპლიციტური სექსუალური აქტივობა ან სტიმულირება:
      • აშკარა სქესობრივი კავშირი ან ორალური სექსი, როგორც ამას მიუთითებს პიროვნების პირის ღრუს ან სასქესო ორგანოს სხვა ადამიანის სასქესო ორგანოსა ან ანუსთან შეხება, როდესაც პირდაპირ არ ჩანს, სულ მცირე, ერთი ადამიანის სასქესო ორგანო, ანუსი ან შეხების პროცესი
      • პირის სასქესო ორგანოების ან ანუსის იმპლიციტური სტიმულაცია, რაც მიუთითებს სტიმულაციაზე, ან ზემოთ ნახსენები სექს-სათამაშოების განთავსებაზე ან სექს-სათამაშოების პირის სასქესო ორგანოსა ან ანუსში ჩასმაზე ან სასქესო ორგანოებზე, რომლებიც მოთავსებულია სექს-სათამაშოზე ან ჩადებულია მასში, როდესაც სასქესო ორგანოები ან ანუსი, სტიმულაცია, განთავსება და/ან ჩასმა არ არის პირდაპირ ხილული
      • მოახლოებული სექსუალური აქტივობა, რაზეც მიუთითებს პოზიციები, რომლებიც მიანიშნებს ადამიანის ხელს, პირს ან სასქესო ორგანოებს შორის სხვა ადამიანის სასქესო ორგანოსთან ან ანუსთან კონტაქტის დაწყებაზე.
    • სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობა ან სტიმულირება:
      • ერექციები
      • სექსუალური ხასიათის აქტივობის თანმდევი პროდუქტების წარმოდგენა
      • სექს-სათამაშოების პირთან ან პირში მოთავსება
      • ადამიანის ხილული შიშველი კერტების სტიმულირება
      • ქალის მკერდის მოსრესა, განსაზღვრული, როგორც მოჭერის მოძრაობა მოხრილი თითებით, რომელიც აჩვენებს მკერდის ფორმის მკაფიო ცვლილებას. ჩვენ ვუშვებთ მკერდის მოსრესის მოძრაობებს ძუძუთი კვების კონტექსტში.
    • ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება ან რეალური სამყაროს ხელოვნება, რომელიც ასახავს ფეტიშს და მოიცავს შემდეგს:
      • ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ან ცხოველის სიკვდილი
      • დანაწევრება
      • კანიბალიზმი
      • ფეკალიები, შარდი, ნერწყვი, ცხვირიდან გამონადენი, მენსტრუაციული გამონადენი ან ღებინების მასა
      • ზოოფილიას
      • ინცესტი
      • BDSM (მონობა და დისციპლინა, დომინირება და დამორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი), მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სექსუალური ნიშნებიც
  • აშკარა სექსუალური აქტივობის ან სტიმულირების ფოტორეალისტური გამოსახულება სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში
  • სექსუალური ხასიათის აქტივობის ხანგრძლივი აუდიოჩანაწერი
  • გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული შეზღუდვებით, შესაძლოა, დავუშვათ სექსუალური ხასიათის აქტივობის გამოსახვა სპეციალურ კონტექსტებში, მაგალითად, სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში. ეს უფრო დეტალურად არის განხილული ქვემოთ მოცემულ ნაწილებში.
ქვემოთ მოცემული შიგთავსისთვის ვზღუდავთ შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას და ვუშვებთ მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის და ვამატებთ გამაფრთხილებელ ნიშანს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ შიგთავსი შეიძლება სენსიტიური იყოს:
  • აშკარა სექსუალური აქტივობის ან სტიმულირების ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში
  • ფოტორეალისტური/ ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება, რომელიც ასახავს იმპლიციტურ ან სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობას ან სტიმულაციას სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში
  • სქესის დადასტურების ოპერაციის კონტექსტში ხილული სასქესო ორგანოების, ხილული ანუსის, ხილული დუნდულების ან ქალის ძუძუსთავების ახლო ხედვის ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება
  • ხილული სასქესო ორგანოების (მათ შორის, ციფრული გადაფარვით ან დაბნელებით დაფარული სასქესო ორგანოების და მხოლოდ ბოქვენის თმით დაფარული სასქესო ორგანოების), ხილული ანუსის, ხილული დუნდულების ან ქალის ძუძუს კერტების ახლო ხედების ამსახველი რეალური სამყაროს ხელოვნება, სადაც გამოსახულების ფოკუსში მოქცეულია სიშიშვლეა და არ არის გაზიარებული სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში
  • ხილული სასქესო ორგანოების (მათ შორის, ციფრული გადაფარვით ან დაბნელებით დაფარული სასქესო ორგანოები და ბოქვენის თმით დაფარული სასქესო ორგანოები), ხილული დუნდულების, ხილული ანუსის ან ქალის ხილული ძუძუს კერტების ახლო ხედების ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება, როდესაც გაზიარებულია შიმშილობის, გენოციდის, ომის დანაშაულების, ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კონტექსტში
შემდეგი ტიპის შიგთავსის ნახვის შესაძლებლობას ვზღუდავთ და ვუშვებთ მხოლოდ ზრდასრული, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისათვის:
  • ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება, რომლებშიც გამოხატულია სიშიშვლე (ციფრული გადაფარვით დამალული) ან გაუმჭვირვალე ობიექტი და ისეთი ტანსაცმლით შემოსილი გარკვეული ტიპის სიშიშვლე, რომლის მიღმაც მისი დანახვა შესაძლებელია
  • ადამიანების ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება, სადაც სურათის ფოკუსში მოქცეულია საზარდული, დუნდულები ან ქალის მკერდი
  • ფოტორეალისტური/ ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება, რომელიც ასახავს აშკარა, იმპლიციტურ ან სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობას ან სტიმულაციას, როდესაც ჩანს მხოლოდ სხეულის ფორმები ან კონტურები
  • რეალური სამყაროს ხელოვნება, სადაც
    • იმპლიციტური, აშკარა, ან სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობის ან სტიმულაციას ამსახველი გამოსახულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გამოქვეყნებულია სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში.
    • გამოსახულება, რომელიც ასახავს ზოოფილიას, იმ პირობით, რომ ის ნეიტრალურად ან დაგმობის მიზნით არის გაზიარებული და გამოსახული ადამიანები ან ცხოველები არ არის რეალური.
  • აღიარებული გამოგონილი ფოტორეალისტური გამოსახულებები, რომლებიც ასახავს იმპლიციტურ ან სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობას ან სტიმულაციას
  • ფოტორეალისტური/ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება, რომელიც ასახავს:
    • სექსთან დაკავშირებულ აქტივობას, როგორიცაა კოცნა ხილული ენით და სექსუალური ან ეროტიკული ცეკვა
    • პირების, რომლებიც ახორციელებენ სექსუალური ხასიათის აქტივობის იმიტაციას
    • ჟესტებს, რომლებიც აღნიშნავს სასქესო ორგანოებს, მასტურბაციას, ორალურ სექსს ან სქესობრივ კავშირს
    • ცნობილი პორნოგრაფიული ვებსაიტების ლოგოებს, ეკრანის ანაბეჭდებს ან ვიდეოკლიპებს
  • შიგთავსს, რომელიც შეიცავს სექსუალური ხასიათის აქტივობის აუდიოს
ქვემოთ მოცემულ შიგთავსს ჩვენ თან ვურთავთ გამაფრთხილებელ ნიშანს, იმისათვის, რათა ადამიანებისთვის ცნობილი გახდეს ასეთი შიგთავსის შემაშფოთებელი ხასიათის თაობაზე:
  • ფოტორეალისტური / ციფრული გამოსახულება და რეალური სამყაროს ხელოვნება, რომელიც ასახავს:
    • ხილულ სასქესო ორგანოებს (მათ შორის, ციფრული გადაფარვით ან დაბნელებით დაფარული სასქესო ორგანოები და მხოლოდ ბოქვენის თმით დაფარული სასქესო ორგანოები), ხილულ დუნდულებს, ან ანუსს, როდესაც გაზიარებულია სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში. აღნიშნული, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს შემდეგს:
      • მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ მომენტებს
      • კიბოს ან სხვა დაავადებისთვის საკუთარი თავის გამოკვლევას (დათვალიერებას)
  • ქალის ხილული ძუძუს კერტები, როდესაც ისინი გაზიარებულია სამედიცინო ან ჯანმრთელობის კონტექსტში (მასტექტომიის ან კიბოსგან გადარჩენის ამსახველი ტატუების ჩათვლით)
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
  • გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ დავუშვებთ შიგთავსს, 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირებისთვის ეტიკეტით, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არღვევდეს საზოგადოების სტანდარტებს, თუ დადგინდება, რომ შიგთავსი სატირული ხასიათისაა. შიგთავსი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის წესების საწინააღმდეგო ელემენტები სატირულად არის გადმოცემული ან მიეწერება რაიმეს ან ვინმეს, მათი დაცინვის ან გაკრიტიკების მიზნით.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
ზრდასრულთა სიშიშვლესა და სექსუალური ხასიათის ქმედებებთან დაკავშირებით დახმარების მიღება
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს