აკრძალული კომერციული პრაქტიკა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ჩვენ მიზნად ვისახავთ, დავიცვათ მომხმარებლები და ბიზნესები მათი ფულის, ქონების ან პერსონალური ინფორმაციის მოტყუებით დაკარგვისგან. ამისათვის ჩვენ ვკრძალავთ შიგთავსსა და ქცევას, რომელიც იყენებს აკრძალულ კომერციულ პრაქტიკას. აღნიშნული მოიცავს ყალბ სამსახურს ან სამთავრობო პროგრამის შეთავაზებებს, ცნობილი ადამიანებისა და ბრენდების მიბმას, საინვესტიციო სქემებს (მათ შორის, გარანტირებულ ამონაგებს), ვალის შემსუბუქებისა და კრედიტის კორექტირების სქემებს, სწრაფად გამდიდრების და საჩუქრების გაცემის, რომანტიკულ და საქველმოქმედო სქემებს.
ჩვენ ნებას ვრთავთ ადამიანებს, აიმაღლონ ცნობიერება, ასწავლონ სხვებს და დაგმონ თაღლითობა და სხვა აკრძალული კომერციული პრაქტიკა, იმ პირობით, რომ ისინი არ გაამჟღავნებენ სენსიტიურ ინფორმაციას და არ გაუწევენ მათ პოპულარიზაციას.
აკრძალულ დოკუმენტებსა და ფინანსურ მომსახურებებთან დაკავშირებული დებულებებისთვის, იხილეთ საზოგადოებრივი სტანდარტები შეზღუდული საქონელსა და მომსახურებებთან დაკავშირებით.
ჩვენი აღსრულება არ არის იდეალური და შესაძლოა, ვერ შევძლოთ ყველა დარღვევის გამოვლენა. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნოთ სიცრუის შემცველი შიგთავსი და როგორ დაიცვათ თავი. ამისათვის, ეწვიეთ ჩვენს აფერისგან დაცვის ცენტრს.
წესების აღსრულება
ჩვენ შეიძლება მივიღოთ აღსრულების მრავალი ზომა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შიგთავსისა და რეკლამების წაშლით, გავრცელების შემცირებით, სარეკლამო ანგარიშების შეზღუდვით, ფუნქციების შეზღუდვით, დადასტურების მოთხოვნით ან ანგარიშების გათიშვით. აღნიშნული ზომები შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენივე პროაქტიული აღმოჩენის შედეგად, ან შევადგინოთ სანდო სუბიექტების საჩივრებისა და მომხმარებელთა გამოხმაურებების საფუძველზე (აღწერილია ქვემოთ).
მომხმარებლის გამოხმაურება
მომხმარებლის გამოხმაურება გვეხმარება დავადგინოთ კომერციული პრაქტიკა, რომელიც ქმნის ცუდ სამომხმარებლო გამოცდილებას. ჩვენ განვიხილავთ სიგნალებს, როგორიცაა თანმიმდევრული კანონზომიერებები ან უარყოფითი გამოხმაურების არაპროპორციული მოცულობები და ვუზიარებთ შესაბამის გამოხმაურებას რეკლამის განმთავსებლებსა და გამყიდველებს, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი შიგთავსი და გაზარდონ მომხმარებელთა კმაყოფილება. თუ გაფრთხილების მიუხედავად, უარყოფითი გამოხმაურება შენარჩუნდება, შეიძლება მივიღოთ ზომები, რომლებიც განაპირობებს პასუხისმგებელი ანგარიშების ან სუბიექტების შეზღუდვას ან გათიშვას. ეს მოიცავს ზომების მიღებას ისეთი პრაქტიკის მიმართ, როგორიცაა:
  • შეცდომაში შემყვანი ან გაურკვეველი ფასწარმოქმნა.
  • მიწოდების შეუსრულებლობა: შეძენილი პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შეუსრულებლობა გადახდის შემდეგ.
  • პროდუქტის არასწორი წარმოდგენა: იმ პროდუქტების ან მომსახურებების პოპულარიზაცია, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეკლამირებული პროდუქტებისგან, მათ შორის, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ხარისხში ან არასწორი ერთეულები.
  • არაავტორიზებული ხარჯები: მომხმარებლის გადახდის მეთოდის საშუალებით თანხის ჩამოჭრა წინასწარი ავტორიზაციისა და მკაფიო გამჟღავნების გარეშე.
  • ნივთის ან თანხის დაბრუნების დებულებების დარღვევა: თანხის დაბრუნების ან პროდუქტის დაბრუნების დებულებების შეუსრულებლობა.
  • მოტყუებითი სააბონენტო პრაქტიკა: მომხმარებლების ჩართვა განმეორებითი გადახდის გეგმებში ან სააბონენტო მომსახურებებში პირობების მკაფიო გამჟღავნების გარეშე.
  • ბმულები, რომლებიც ვითომ კანონიერ კომერციულ საიტებზე გადამისამართდება, თუმცა გადამისამართდება აფერის საიტებზე.
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსი, რომელიც იყენებს მოტყუებით ტაქტიკებს, რათა შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები ან ბიზნესები კომერციული ან ფინანსური სარგებლის მისაღებად, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
სესხთან დაკავშირებული აკრძალული შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • სესხის შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს სთხოვს სესხის მიღებამდე საკომისიოს წინასწარ გადახდას.
  • სესხის შეთავაზებები დამტკიცების გარანტიით დამტკიცების სტანდარტული კრიტერიუმების ხსენების გარეშე, მაგ., მსესხებლის ფინანსური ინფორმაციის.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აკრძალული შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • მომხმარებლისთვის რეალურ ფულზე აზარტული თამაშების სერვისების შეთავაზებები („რეალური ფული“ გულისხმობს მსოფლიოში მოქმედ რეალურ ვალუტას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის ან სერვისების შესაძენად რეალურ ცხოვრებაში, მათ შორის, აშშ დოლარი და ვირტუალური ვალუტა, მაგალითად, ბიტკოინი):
    • მოგების გარანტიით.
    • გულისხმობს ან აღიარებს თამაშის ან მატჩის შედეგების გაყალბების შემთხვევებს
    • სთხოვს ადამიანებს მატჩის შედეგების გამოსწორებას ან დახმარების/რჩევების მოძებნას მატჩის ან თამაშის შედეგების გამოსწორების მიზნით
    • აზარტული თამაშების მომსახურებების რეკლამირება მატყუარა ან დამაბნეველი გზებით (მაგალითად, შეუსაბამო ტექსტის დაწყვილება აზარტული თამაშების სარეკლამო სურათთან/ვიდეოსთან)
  • შეთავაზებები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს მომსახურებებს აზარტული თამაშების ცნობილი შეცდომაში შემყვანი მომწოდებლებისგან.
სოციალური კაზინოს თამაშები, რომლებიც ახდენს რეალური ფულის მოგების გარეშე აზარტული თამაშების სიმულაციას, რეგულირდება ჩვენი საზოგადოებრივი სტანდარტებით შეზღუდული საქონლისა და მომსახურებების შესახებ.
აკრძალული საინვესტიციო შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • ინვესტიციის შესაძლებლობების შეთავაზებები, სადაც ინვესტიციის შედეგად მისაღები ამონაგები გარანტირებული ან რისკისგან თავისუფალია.
  • ინვესტიციის შესაძლებლობების შეთავაზებები, სადაც ინვესტიციის ან კომპენსაციის შედეგად მისაღები ამონაგები ნაწილობრივ ან სრულად დაფუძნებულია სქემაში სხვა პირთა მონაწილეობაზე.
  • ინვესტიციის შესაძლებლობების შეთავაზებები, სადაც ამტკიცებენ ან მიუთითებენ წარსულში წარმატებულ შედეგზე ან ამონაგებზე, მომავალში მსგავსი შედეგების მიღების მოლოდინის შესაქმნელად.
  • ინვესტიციის შესაძლებლობების შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს სწრაფ ამონაგებს პირდება (მაგალითად, 24 საათის განმავლობაში).
  • გარკვეული თანხის დიდი რაოდენობის თანხად გარდაქმნის შეთავაზებები სწრაფად გადაყიდვის, ხრიკის ან რაიმე სტრატეგიის მეშვეობით, რომელშიც ცალსახად ნახსენებია „ნაღდი ფულის გაორმაგება“, „ფულის გაორმაგება“ ან მსგავსი ტერმინოლოგია.
აკრძალული საქველმოქმედო შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • ფულის ან შემოწირულობის თაღლითური მოთხოვნები საქველმოქმედო მიზნებისთვის.
აკრძალული რომანტიკული შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • თაღლითური მცდელობები, დაამყაროს ონლაინ რომანტიკული ურთიერთობები, არასქესობრივი პარტნიორის ან მეგობრის მოძიების გზით და, სანაცვლოდ, ფულის ან მისი ეკვივალენტის შეთავაზების ან მოთხოვნის ფორმით.
აკრძალული შიგთავსი ბრენდის ან ცნობილი ადამიანების სატყუარად გამოყენებით
აღნიშნულში შედის:
  • აფერა ბრენდის სახელით ანკესზე წამოგებით, რაც გულისხმობს ცრუ განცხადებების გაკეთებას, რომ წარმოადგენთ ან ლაპარაკობთ დამკვიდრებული კომპანიის ან ერთეულის სახელით, ასევე, შეცდომაში შემყვან ტაქტიკებს, ადამიანების ანკესზე წამოსაგებად, რათა დაიწყონ შიგთავსთან ურთიერთქმედება, აფერის ან დატყუების მცდელობით.
  • აფერა ცნობილი პიროვნების სახელით ანკესზე წამოგებით, რაც გულისხმობს საჯარო პირის სახელის, მსგავსების ან გამოსახულების მოტყუებით გამოყენებას, შეცდომაში შემყვან ტაქტიკებთან ერთად, ადამიანების ანკესზე წამოსაგებად, რათა დაიწყონ შიგთავსთან ურთიერთქმედება, აფერის ან დატყუების მცდელობით.
აკრძალულია სწრაფი გამდიდრების შესახებ შიგთავსის გამოქვეყნება
აღნიშნულში შედის:
  • გაუგებარი ან მინიმალური მცდელობისთვის არარეალისტური ფინანსური ჯილდოს მიღების შესაძლებლობების შეთავაზებები.
აკრძალული მატერიალური, სპირიტუალური ან საიდუმლო რელიგიური შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • მომხმარებელს სთავაზობს მატერიალურ ჯილდოებს, როგორიც არის ფული, საქონელი ან მატერიალური ღირებულების მქონე სერვისები, ციფრული და ვირტუალური ვალუტა, ფიზიკური ან ციფრული საქონელი და სერვისები ასოციაციის, კულტის, რელიგიური სექტის (მაგ. ილუმინატების საძმო) წევრობისთვის ან მასში გაწევრიანებისთვის.
  • მომხმარებელს სთავაზობს მისტიკურ ჯილდოებს შავი მაგიისა და შელოცვების ან მასთან დაკავშირებული მაგიური ერთეულების (მაგალითად, შელოცვები, თილისმები, ამულეტები, ჟეტონები, საწამლავები, ჯადოსნური საფულე და სხვ.) გამოყენებისთვის.
აკრძალული სადაზღვევო შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • ცრუ, ძალიან ფასდაკლებული დაზღვევის შეთავაზებები, რომლებიც ითხოვს საფასურის წინასწარ გადახდას, მაგ., ადმინისტრაციული საკომისიოსი ან დეპოზიტის.
  • ყალბი, ძალიან ფასდაკლებული დაზღვევის შეთავაზებები, რომლებიც შეიცავს დიდი დანაზოგების დაპირებებს დაზღვევაზე, ტრადიციულ სადაზღვევო პროვაიდერებთან შედარებით.
აკრძალული შიგთავსი ვაკანსიებთან დაკავშირებით
აღნიშნულში შედის:
  • სამუშაოს შეთავაზებები, რომლებიც არ შეიცავს ინფორმაციას დამსაქმებლისა და ვაკანსიის სპეციფიკაციების შესახებ და, უბრალოდ, მიუთითებს ვაკანსიებზე.
  • სახლიდან მუშაობის შეთავაზებები, როდესაც სამუშაოს სათაური გულისხმობს, რომ დასაქმებული ვერ შეძლებს სახლიდან მუშაობას.
  • ვაკანსიების შეთავაზებები ხელფასის წინასწარი გადახდის დაპირებებით.
  • გარანტირებული სამუშაოს შეთავაზებები.
  • ვაკანსიების შეთავაზებები, რომელიც სამსახურში აყვანამდე ითხოვს წინასწარ გადახდას.
ვალის განულებისა და კრედიტის კორექტირების შემცველი აკრძალული შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • შეიცავს დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული ოდენობის ვალის გაუქმების ან შემცირების დაპირებას.
  • შეიცავს ყველა სამართალწარმოებისა და სარჩელის შეწყვეტის დაპირებას, რომელიც ვალის ამოღებას უკავშირდება.
  • შეიცავს საკრედიტო ინფორმაციის საკრედიტო ანგარიშებიდან ამოშლის ან ახალი „საკრედიტო იდენტობის“ შექმნის დაპირებას.
საჩუქრების გაცემის აკრძალული შიგთავსი
აღნიშნულში შედის:
  • რეალური ფულის ან სამომხმარებლო საქონლის სახით (მაგ., ელექტრონიკა, სატრანსპორტო საშუალებები ან სამკაულები) გარანტირებული ჯილდოს ცრუ შეთავაზებები მომხმარებლისგან რაიმე მოქმედების გარეშე, გარდა პირადი ან ფინანსური ინფორმაციის გაზიარებისა.
  • ფულის მიღების ცრუ შეთავაზებები სახელმწიფო გრანტების ან პროგრამების ფარგლებში.
აკრძალული შიგთავსი წინასწარი საკომისიოს შესახებ
აღნიშნულში შედის:
  • ფულის ცრუ დაპირებები წინასწარი გადახდის, საბანკო გადარიცხვის/გადახდის სანაცვლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არ ვკრძალავთ ისეთ შიგთავსს, რომელიც გმობს, ამაღლებს ცნობიერებას, ან უზრუნველყოფს ადამიენაბის განათლებას აფერის ან სხვა აკრძალული კომერციული პრაქტიკას შესახებ, სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებისა და აღნიშნული პრაქტიკების წახალისების გარეშე.
გარდა იმ ანგარიშების წაშლისა, რომლებიც არღვევს ჩვენს პოლიტიკას აკრძალული კომერციული პრაქტიკის შესახებ, ჩვენი ავტომატიზებული სისტემები ითვალისწინებს ქცევის სხვადასხვა სიგნალს, რათა დაგვეხმაროს არასასურველი კონტაქტის გამოვლენასა და შეზღუდვაში, აგრეთვე შესაძლო თაღლითურ ქმედებებთან შეხების რისკის შემცირებაში.
  • შესაძლოა, გავთიშოთ ანგარიშები ან შევზღუდოთ წვდომა პროდუქტებსა და ფუნქციებზე (მაგალითად, შევზღუდოთ გარკვეული ანგარიშებისთვის შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა) ისეთი ქცევების ერთობლიობის საფუძველზე, როგორიცაა არასასურველი შეტყობინებების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თვალს არ ადევნებთ, თქვენი მდებარეობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განზრახ მითითება ან იმ გაერთიანებების (მაგალითად, გვერდების) ადმინისტრატორად ყოფნა, რომლებიც თაღლითობასთან დაკავშირებული ჩვენი წესების დარღვევის გამო წავშალეთ.
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს შემდეგი საზოგადოებრივი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
ჩვენ შეიძლება წავშალოთ შიგთავსი, რომელიც:
  • შეიცავს თაღლითობის ან აფერის შემთხვევებს, რომლებიც გასაჩივრებულია სანდო სუბიექტების მიერ.
  • აწევრიანებს ადამიანებს კოლექტიურ სარჩელში მონაწილეობის მისაღებად მოტყუებითი ტაქტიკების გამოყენებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოს ან ახალი ამბების სააგენტოს სახელის მითვისება, ან სენსაციური თუ გაზვიადებული განცხადებების გამოყენება.
  • მოიცავს სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ, ან აცხადებენ, რომ მონაწილეობენ ორგანიზებულ თაღლითურ და აფერულ ქცევაში, როგორიცაა ჩვენს მომსახურებებზე მრავალი ანგარიშის გამოყენება, რომელთა შეთანხმებულად გამოყენება მიმართულია თაღლითური ქცევების განხორციელებისკენ.
ჩვენ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეესაბამება არსებულ პოლიტიკას და მასში მასალა გამოქვეყნებულია დაგმობის, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ან ახალი ამბების გაცნობის კონტექსტში.
Policy Rationale
We aim to protect users and businesses from being deceived out of their money, property, or personal information. To do so, we prohibit content and behavior that employ prohibited commercial practices. This includes false job or government program offers, celebrity and brand bait, investment schemes (including guaranteed returns), debt relief and credit repair schemes, get-rich-quick and giveaway schemes, romance schemes, and charity schemes.
We allow people to raise awareness of, educate others about, and condemn scams and other prohibited commercial practices, provided they do not reveal sensitive information or promote them.
For policies related to Prohibited Documents and Financial Services, see the Restricted Goods and Services Community Standards.
Our enforcement isn’t perfect, and we may not detect all policy violations. To learn more about how to spot deceptive content and what you can do to help protect yourself, visit our Scam Protection Center.
Enforcement
We may take a range of enforcement actions, including but not limited to removing content and ads, reducing distribution, restricting advertising accounts, limiting features, requiring verification, or disabling accounts. These actions may result from our own proactive detection, or be informed by reports from trusted entities and user feedback (described below).
User Feedback
User feedback helps us identify commercial practices that create poor user experiences. We consider signals such as consistent patterns or disproportionate volumes of negative feedback, and we share relevant feedback with advertisers and sellers so they can improve their content and customer satisfaction. Where negative feedback persists despite warnings, we may take the actions above, up to restricting or disabling the responsible accounts or entities. This includes taking enforcement on practices such as:
  • Misleading or unreasonable pricing.
  • Non-delivery: failure to deliver purchased products or services after payment has been made.
  • Product misrepresentation: promoting products or services that materially differ from what was advertised, including significant discrepancies in quality or incorrect items.
  • Unauthorized charges: charging a customer’s payment method without prior authorization or clear disclosure.
  • Violation of return or refund policies: failure to honor stated refund or return policies.
  • Deceptive subscription practices: enrolling customers in recurring payment plans or subscription services without clear disclosure of terms.
  • Links that appear to lead to legitimate commercial sites but instead lead to scam sites.
We do not allow:
Content that uses deceptive tactics to mislead people or businesses for commercial or financial gain, including but not limited to:
Prohibited Loan Content
This includes:
  • Loan offers requiring the user to pay an upfront fee to obtain a loan.
  • Loan offers that guarantee approval without any mention of standard approval criteria, such as financial information from the borrower.
Prohibited Gambling Content
This includes:
  • Offers of real money gambling services (“Real money” is real-world currency that can be used to buy goods or services in the real world, including national currencies such as U.S. Dollars and virtual currencies such as Bitcoin):
    • with a guarantee of winning.
    • implying or admitting to have rigged the outcome of a game or match
    • soliciting people to enable match fixing or looking for help or tips on how to fix a match or game
    • promoting gambling services in deceptive or obfuscated ways (such as unrelated text paired with a gambling promo image/video)
  • Offers that promote services from known deceptive gambling vendors.
Social casino games that simulate gambling with no opportunity to win real money are covered by our Community Standard for Restricted Goods and Services.
Prohibited Investment Content
This includes:
  • Offers of investment opportunities where returns on investment are guaranteed or risk-free.
  • Offers of investment opportunities where returns on investment or compensation is partly or fully based on recruitment of others to participate in the scheme.
  • Offers of investment opportunities claiming or referencing successful past performance or returns to create an expectation of similar future results.
  • Offers of investment opportunities that claim quick returns (such as under 24 hours).
  • Offers to turn a certain sum of money into a larger one through flipping or trick or strategy involving explicit mentions of “cash flip,” "money flip,” or similar terminology.
Prohibited Charity Content
This includes:
  • Fraudulent requests for money or donations for charitable causes.
Prohibited Romance Content
This includes:
  • Fraudulent attempts to establish online romantic relationships by seeking non-sexual companionship or relationship and offering or asking for money or its equivalent in exchange.
Prohibited Brand or Celebrity-Bait Content
This includes:
  • Brand-bait scams, which involve falsely claiming to represent, or speak in the voice of, an established business or entity, together with misleading tactics to bait people into engaging with the content in an attempt to scam or defraud.
  • Celebrity-bait scams, which involve falsely using the name, likeness, or imagery of a public figure, together with misleading tactics to bait people into engaging with the content in an attempt to scam or defraud.
Prohibited Get Rich Quick Content
This includes:
  • Offers of opportunities of unrealistic financial reward for unclear or minimal effort.
Prohibited Tangible, Spiritual or Illuminati Content
This includes:
  • Offers tangible rewards, such as money, goods, or services that have a monetary value including physical, digital and virtual currencies, and physical or digital goods and services for membership in or joining an association, cult, religious sect (for example, the Illuminati brotherhood).
  • Offers tangible rewards for using black magic or spells or magical items (for example, spells, lucky charms, amulets, tokens, potions, magic wallet, etc.).
Prohibited Insurance Content
This includes:
  • Offers of false, heavily discounted insurance with requests for an up-front fee, such as an administration fee or deposit.
  • Offers of false, heavily discounted insurance with promises of significant savings on insurance compared to conventional insurance providers.
Prohibited Job Content
This includes:
  • Offers of jobs containing no information about the employer and job specifications, simply referencing job vacancies.
  • Offers of work from home but the job title implies the employee cannot WFH.
  • Offers of jobs with advance promises of salary.
  • Offers of guaranteed jobs.
  • Offers of jobs with a demand for an advance fee before the job is granted.
Prohibited Debt Relief and Credit Repair Content
This includes:
  • Promises to eliminate or reduce debt by a particular amount in a set period of time.
  • Promises to stop all debt collections or lawsuits.
  • Promises to remove credit information from credit reports or create new "credit identity."
Prohibited Giveaway Content
This includes:
  • False offers of a guaranteed reward of real money or consumer goods (such as electronics, vehicles, or jewelry) without any action required by the user beyond sharing personal or financial information.
  • False offers of money from government grants or programs.
Prohibited Advance Fee Content
This includes:
  • Falsely promises money in exchange for an up-front fee/wire transfer/payment.
Notwithstanding the above, we do not prohibit content that condemns, raises awareness of, or educates others about scams or other prohibited commercial practices, without either revealing sensitive information or promoting them.
In addition to removing accounts that violate our Prohibited Commercial Practices policy, our automated systems consider a range of behavioral signals to help identify and limit unwanted contact and exposure to potential scam activity.
  • We may disable accounts or restrict access to products and features (e.g. the ability to message certain accounts) based on a combination of behaviors such as sending unsolicited messages to people who you do not follow, deliberately misrepresenting your location, or being an admin of communities (e.g. Pages) we have removed for violating our scam policies.
For the following Community Standards, we require additional information and/or context to enforce:
We may remove content that:
  • Involves frauds or scams that have been reported by a trusted entity.
  • Recruits people to participate in class action lawsuits using deceptive tactics, such as impersonating a government entity or news outlet, or using sensationalist or exaggerated claims.
  • Involves entities participating in or claiming to engage in organized fraud or scam behavior, including the use of multiple accounts on our services in concert to perpetrate fraudulent behaviors.
We allow content that is otherwise covered by this policy when posted in condemnation, educational, awareness raising, or news reporting contexts.