სიძულვილით სავსე ქცევა

წესები დეტალურად

ცვლილებების ჟურნალი
დებულების დასაბუთება
ვთვლით, რომ ადამიანები უფრო თავისუფლად საუბრობენ და გამოხატავენ თავიანთ აზრს, როცა გრძნობენ, რომ თავისი იდენტობის საფუძველზე თავს არ ესხმიან. სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ სიძულვილით სავსე ქცევას Facebook-ზე, Instagram-სა, ან Threads-ზე.
ჩვენთვის სიძულვილით სავსე ქცევის განსაზღვრება შემდეგია: პირდაპირი შეტევა ადამიანებზე (და არა კონცეფციასა თუ ინსტიტუციაზე) მისი ე.წ. დაცული მახასიათებლების საფუძველზე — რასა, ეთნიკურობა, ეროვნული წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობა, რელიგიური კუთვნილება, კლასი, სექსუალური ორიენტაცია, სქესი, გენდერული იდენტობა და სერიოზული დაავადება. ასევე, ჩვენ ასაკს დაცულ მახასიათებლად ვთვლით მაშინ, როცა ის მოცემულია სხვა დაცულ მახასიათებელთან ერთად. ასევე, ჩვენ ვიცავთ ლტოლვილებს, მიგრანტებს, ემიგრანტებსა თუ თავშესაფრის მაძიებლებს მძიმე შეტევებისგან (ქვემოთ მოცემული 1-ელი დონე); თუმცა, დაშვებულია კომენტარები და კრიტიკა იმიგრაციულ პოლიტიკაზე. ანალოგიურად, ჩვენ ვიცავთ ზოგიერთ ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა პროფესია, როდესაც ეს მითითებულია დაცულ მახასიათებლებთან ერთად. ზოგჯერ, ადგილობრივი კულტურიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ გარკვეულ სიტყვებს ან ფრაზებს, როგორც დაცული მახასიათებლების ხშირად გამოყენებულ ინდიკატორებს.
ჩვენ ვშლით არაჰუმანურ მეტყველებას, სერიოზული უზნეობის ან კრიმინალის შესახებ ბრალდებებს და შეურაცხყოფას. ასევე, ჩვენ ვშლით მავნე სტერეოტიპების გამოყენებას, რომლებსაც განვსაზღვრავთ ადამიანის ღირსების შემლახველ შედარებად, რაც ისტორიულად გამოიყენებოდა კონკრეტულ ჯგუფებზე შეტევისთვის, მათი დაშინებისა, თუ გარიყვისთვის და რომელიც ხშირად უკავშირდება ძალადობას პლატფორმის გარეთ. დაბოლოს, ჩვენ ვშლით სერიოზულ შეურაცხყოფას, ზიზღის ან ზიზღის გამოხატვას, ლანძღვას და მოწოდებებს გარიყვის ან სეგრეგაციისაკენ, როდესაც ეს მიზნად ისახავს ადამიანების დაცულ მახასიათებლებზე თავდასხმას. ამ მეტყველებას სიმძიმის ორ დონედ ვყოფთ, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.
ვიცით, რომ ადამიანები ზოგჯერ აზიარებენ ისეთ შიგთავსს, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ან მეტყველებას ამ მოვლენის დასაგმობად ან მისი გასაჩივრებისთვის. სხვა შემთხვევებში, გამონათქვამები, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს ეწინააღმდეგება, შეიძლება გამოიყენებოდეს საკუთარ თავთან მიმართებით ან მოტივაციურ გამონათქვამებში. ამ ტიპის მეტყველებას ვუშვებთ, როდესაც მოსაუბრის მიზანი აშკარაა. თუ განზრახვა გაურკვეველია, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ შიგთავსი.
ზოგჯერ ადამიანები სქესობრივად ან გენდერულად ექსკლუზიურ ენას იყენებენ, სქესისა და გენდერის მიხედვით დაყოფილი წვდომების განხილვისას, როგორიცაა დაშვების დაყოფა საპირფარეშოებში, სპეციალურ სკოლებში, სპეციალურ სამხედრო ორგანოებში, სამართალდამცავებში ან სწავლების როლებში, ჯანმრთელობის ან დამხმარე ჯგუფებში. სხვა დროს ისინი მოუწოდებენ გარიყვისაკენ ან იყენებენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს პოლიტიკური ან რელიგიური თემების, მაგალითად ტრანსგენდერების უფლებების, იმიგრაციის ან ჰომოსექსუალიზმის განხილვის კონტექსტში. დაბოლოს, ადამიანები ხანდახან სიძულვილს ან წყევლას სქესის მიმართ რომანტიკული ურთიერთობის დასრულებისას გამოხატავენ. ჩვენი დებულებები შექმნილია იმგვარად, რომ სივრცე ასეთი ტიპის მეტყველებისთვისაც დარჩეს.
არ გამოქვეყნდება:
1-ელი დონე
შიგთავსი, რომელიც მიმართულია ინდივიდის ან ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ (გარდა ჯგუფებისა, რომლებზეც აღწერილია, რომ ჩადენილი აქვთ ძალადობრივი ან სქესობრივი დანაშაულები ან წარმოადგენენ ჯგუფის ნახევარზე ნაკლებს) მათი დაცვას დაქვემდებარებული ზემოაღნიშნული მახასიათებლ(ებ)ის ან იმიგრაციის სტატუსის (წერილობითი ან ვიზუალური ფორმით) საფუძველზე:
  • მეტყველების დეჰუმანიზაცია ცხოველებთან, პათოგენებთან ან სხვა ადამიანური ცხოვრების ფორმებთან შედარების ან განზოგადების სახით, მათ შორის:
    • მწერები (მათ შორის და არა მხოლოდ: ტარაკნები, კალიები)
    • ცხოველების ძირითადი და სპეციფიკური ტიპები, რომლებიც მოცემულ კულტურაში აღიქმება მდაბიო არსებებად (მათ შორის და არა მხოლოდ: შავკანიანი ადამიანების დამოკიდებულება მაიმუნების ან მაიმუნისმაგვარი არსებების მიმართ; ებრაელების დამოკიდებულება ვირთხების მიმართ; მუსლიმების დამოკიდებულება ღორების მიმართ; მექსიკელების დამოკიდებულება ჭიების მიმართ)
    • ბაქტერიები, ვირუსები, ან მიკრობები
    • არასრულფასოვანი ადამიანები (მათ შორის და არა მხოლოდ: ველურები, ეშმაკები, მონსტრები)
  • სერიოზული უზნეობისა და კრიმინალის ბრალდებები:
    • სექსუალურად მოძალადეები და პედოფილები (მათ შორის და არა მხოლოდ: მუსლიმები, რომლებსაც აქვთ სექსი თხებთან ან ღორებთან)
    • მოძალადე დამნაშავეები (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: ტერორისტები, მკვლელები)
  • მოუწოდებს და იმედოვნებს შემდეგი სახის ზიანს (სერიოზული ან კონკრეტული მუქარები და ძალადობისკენ მოწოდებები განიხილება ჩვენი ძალადობისა და წაქეზების დებულების შესაბამისად):
    • დაავადების გავრცელება
    • ბუნებრივი კატაკლიზმი
    • თვითდაზიანება ან თვითმკვლელობა
    • სიკვდილი დამნაშავისა და მეთოდის გარეშე
    • ავარიები და სხვა ფიზიკური დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია არა მოძალადის მიერ, არამედ თავისთავად
  • მავნე სტერეოტიპები, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია დაშინებასთან ან ძალადობასთან, როგორიცაა Blackface; ჰოლოკოსტის უარყოფა; განცხადებები, რომ ებრაელები აკონტროლებენ ფინანსურ, პოლიტიკურ ან მედია- ინსტიტუტებს; დალიტების, როგორც „შავი“ მუშების ხსენება; და შავკანიანთა ფერმის აღჭურვილობასთან შედარებები.
  • კონცეფციის, მოვლენების ან სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლთა დაცინვა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოსახულებაში რეალური ადამიანი არ არის აღბეჭდილი.
  • ადამიანების დაცინვა დაავადების ქონის გამო.
  • შიგთავსი, რომელიც აღწერს ან უარყოფითად მიზნად ისახავს ადამიანთა შეურაცხყოფას. შეურაცხყოფა განისაზღვრება, როგორც სიტყვები, რომლებიც არსებითად ქმნის ადამიანების გარიყულობისა და დაშინების ატმოსფეროს დაცული მახასიათებლის საფუძველზე, ხშირად იმიტომ, რომ ეს სიტყვები დაკავშირებულია ისტორიულ დისკრიმინაციასთან, ჩაგვრასა და ძალადობასთან.
მე-2 დონე
შიგთავსი, რომელიც გამიზნულია ინდივიდის ან ადამიანების ჯგუფისთვის მათი დაცული მახასიათებლ(ებ)ის (წერილობითი ან ვიზუალური ფორმით) საფუძველზე და შეიცავს შემდეგს:
  • გარიყვის ან სეგრეგაციის მოწოდებები ან მხარდაჭერა ან გამორიცხვის ან განცალკევების განზრახვის განცხადებები, რომელიც განსაზღვრულია, როგორც:
    • ზოგადი გარიყვა, რაც გულისხმობს ზოგადი გარიყვის ან სეგრეგაციისკენ მოწოდებას, როგორიცაა „X არ დაიშვება!”
    • პოლიტიკური გარიყვა, რაც გულისხმობს პოლიტიკური მონაწილეობის უფლების უარყოფას ან პატიმრობის ან პოლიტიკური უფლებების უარყოფაზე კამათს.
    • ეკონომიკური იზოლაცია, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ უფლებებზე წვდომის უარყოფასა და შრომის ბაზარზე მონაწილეობის შეზღუდვას. დავუშვებთ შიგთავსს, რომელიც წარმოადგენს კამათს სამხედრო, სამართალდამცავი ორგანოების და მასწავლებლების პროფესიების გენდერულ შეზღუდვებზე. ასევე, დავუშვებთ იგივე შიგთავსს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, როდესაც შიგთავსი ეფუძნება რელიგიურ შეხედულებებს.
    • სოციალური გარიყულობა, რაც გულისხმობს სივრცეებზე (ფიზიკურ და ონლაინ) და სოციალურ სერვისებზე წვდომის უარყოფას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შეზღუდვები ეფუძნება სქესზე ან გენდერზე დაფუძნებულ გამორიცხვებს, მაგალითად როგორიცაა სქესზე დაფუძნებული შეზღუდული დაშვებები საპირფარეშოებში, სპორტებსა და სპორტულ ლიგებში, ჯანმრთელობისა და დამხმარე ჯგუფებში და სპეციალურ სკოლებში.
  • შეურაცხყოფა, მათ შორის, რომელიც შეეხება შემდეგს:
    • ხასიათი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ბრალდებები სიმხდალეზე, არაკეთილსინდისიერებაზე, ძირითად კრიმინალსა და სექსუალურ გარყვნილების ან უზნეობის თაობაზე.
    • ფსიქიკური მახასიათებლები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ბრალდებები სულელობაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და ფსიქიკურ დაავადებაზე და დაუსაბუთებელი შედარება PC ჯგუფებს შორის თანდაყოლილი ინტელექტუალური შესაძლებლობების საფუძველზე. ფსიქიკური დაავადების ან არანორმალურობის ბრალდებებს ვუშვებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი ეფუძნება გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციას, პოლიტიკურ და რელიგიურ დისკურსისას ტრანსგენდერობისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ და ისეთი სიტყვების არასერიოზული გამოყენებისას, როგორიცაა „უცნაური“.
    • სხვა სფეროები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ბრალდებები უსარგებლობის, გამოუყენებლობის, სიმახინჯის, სიბინძურის თაობაზე.
  • ფრაზები, რომლებშიც მითითებულია, რომ სამიზნე ინდივიდი იწვევს სისუსტეს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: „გულს მირევ“.
  • ლანძღვა, გარდა გარკვეული გენდერული ლანძღვისა, რომანტიკულ ურთიერთობაში განხეთქილებისას, რაც განისაზღვრება როგორც:
    • ტერმინის „ამის დედაც“ გამიზნული გამოყენება, ან ამავე ტერმინის სხვადასხვა ვარიაციები, რომლის მიზანია შეურაცხყოფის მიყენება, მაგალითად „[დაცული მახასიათებელი]-ის დედაც!“
    • ტერმინები ან ფრაზები, რომლებშიც ითხოვენ სექსუალური ხასიათის აქტივობაში ჩართვას, ან გენიტალიებთან, ანუსთან, განავალსა თუ შარდთან კონტაქტის დამყარებას, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს შემდეგს: ჩემი ყლე წოვე, მაკოცე ტრაკზე, მძღნერი ჭამე.
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას და/ან კონტექსტს საზოგადოების შემდეგი სტანდარტების აღსრულების მიზნით:
არ გამოქვეყნდება:
  • შიგთავსი, რომელშიც გამოხატულად უზრუნველყოფილია ან შემოთავაზებულია ისეთი პროდუქტების ან მომსახურებების უზრუნველყოფა, რომელთა მიზანია შეცვალოს ადამიანების სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა.
  • შიგთავსი, რომელიც უტევს დაცულ მახასიათებლებთან დაკავშირებულ კონცეფციებს, ინსტიტუციებს, იდეებს, პრაქტიკას ან რწმენას, რაც, სავარაუდოდ, წაახალისებს გარდაუვალ ფიზიკურ დაზიანებას, დაშინებას ან დისკრიმინაციას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დაცულ მახასიათებელთან. Meta აკვირდება სხვადასხვა ნიშანს იმის განსასაზღვრად, შეიცავს თუ არა შიგთავსი ზიანის საფრთხეს. ნიშნები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგს: შიგთავსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი ძალადობა ან დაშინება; არის თუ არა დაძაბულობის პერიოდი, როგორიცაა არჩევნები ან მიმდინარე კონფლიქტი; და არსებობს თუ არა ძალადობის უახლესი ისტორია სამიზნე დაცული ჯგუფის წინააღმდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ, ასევე, შესაძლოა, განვიხილოთ, არის თუ არა მომხსენებელი საჯარო პირი ან დაკავებული აქვს თუ არა მას ავტორიტეტული პოზიცია.
გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ დავუშვებთ შიგთავსს, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არღვევდეს საზოგადოების სტანდარტებს, თუ დადგინდება, რომ შიგთავსი სატირული ხასიათისაა. შიგთავსი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის წესების საწინააღმდეგო ელემენტები სატირულად არის გადმოცემული ან მიეწერება რაიმეს ან სხვა ვინმეს, მათი დაცინვის ან გაკრიტიკების მიზნით.
შენიშვნა: თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ევროკავშირში და ხედავთ შიგთავსს, რომელიც, თქვენი აზრით, არღვევს სიძულვილის ენის შესახებ კანონებს თქვენს ქვეყანაში, შეგიძლიათ წარუდგინოთ იურიდიული წაშლის მოთხოვნა Facebook-ს ან Instagram-ს.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
მიიღეთ დახმარება სიძულვილით სავსე ქცევასთან დაკავშირებით
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს